ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გრძელდება პლეი ოფის პირველი წრე.

"ოტავამ" და "რეინჯერსმა" კანადის დედაქალაქში გადაინაცვლეს და იქ სერიის მესამე მატჩი ჩაატარეს. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ ანგარიში იყო 1:1.

ამ მატჩში "ოტავას" აკლდა თავისი კაპიტანი დანიელ ალფრედსონი, რომელმაც წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ეს დაზიანება შვედს მისმა თანამემამულემ კარლ ჰაგელინმა მიაყენა, რის გამოც მან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ასე რომ, დანაკლისი "რეინჯერსსაც" ჰქონდა.

ისევე, როგორც წინა შეხვედრებში, აქაც პირველ პლანზე გუნდების მეკარეები იყვნენ. გაცილებით მეტი სამუშაო "რეინჯერსის" კარის დარაჯს, ჰენრიკ ლუნდკვისტს ჰქონდა, რომლის მიმართულებით 39 დარტყმა შეასრულეს და შვედმა ყველა მოიგერია. უფრო პასიურები იყვნენ ნიუიორკელი ჰოკეისტები, რომლებმაც 23-ჯერ შეაწუხეს კრეიგ ანდერსონი, მაგრამ გამარჯვება სწორედ სტუმრებს დარჩათ.

საბოლოოდ, ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა რეინჯერსელმა ბრაიან ბოილმა კელეჰანისა და ჟირარდის კომბინაცია დაასრულა. ამ ჰოკეისტმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი და "რეინჯერსს" სერიაში 2:1 დაწინაურების საშუალება მისცა. ამ მოგებით ნიუიორკულმა კლუბმა დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

მატჩის ბოლოს "ოტავამ" შტურმი მოაწყო "რეინჯერსის" კართან, მაგრამ ლუნდკვისტმა სასწაულები ჩაიდინა - განსაკუთრებით ეფექტური იყო მის მიერ კაილ ტარსის დარტყმულის მოგერიება.

ასევე 1:1 იყო "ვაშინგტონისა" და "ბოსტონის" სერიაში. დედაქალაქურმა კლუბმა ბოსტონში ერთი მოგება შეძლო და ამით საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

მაგრამ "კეპიტალზმა" ვერ შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება - გუშინ, ძალიან დაძაბულ და დრამატულ მატჩში, სტენლის თასის მფლობელმა ბოლოსკენ გამოსტაცა გამარჯვება "ვაშინგტონს".

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან უკეთ "ვაშინგტონი" გამოიყურებოდა და რუსი ლეგიონერების - სიომინისა და ოვეჩკინის აქტიურობით ორჯერ დაწინაურდა. "ბოსტონმა" ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და ბოლო პერიოდის წინ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.

მესამე პერიოდში "ბოსტონი" პირველად გავიდა წინ, მაგრამ ანგარიში ისევ გათანაბრდა. მატჩის ბედი სირენამდე ორი წუთით ადრე ზდენო ხარამ გადაწყვიტა - სლოვაკმა გიგანტმა შორიდან გაისროლა და "ვაშინგტონის" მეკარე ჰოლტბი უშანსოდ დატოვა.

კინაღამ დრამატული გამოდგა სერიის მესამე მატჩი "სან ხოსესა" და "სენტ ლუისს" შორის. კალიფორნიელები მატჩის მსვლელობისას 1:4-ს აგებდნენ, მაგრამ იპოვნეს საკუთარ თავში ძალა, ბოლო წუთებზე გარდატეხა შეეტანათ მატჩში. მაგრამ ეს მონდომება მხოლოდ სხვაობის მინიმუმამდე შესამცირებლად აღმოჩნდა საკმარისი. 4:3 მოიგო "სენტ ლუისმა" და დაწინაურდა სერიაში - 2:1.

აღმოსავლეთი

ვაშინგტონი-ბოსტონი 3:4

1:0, 1:2, 1:2

გოლები: 1:0 სიომინი-1 (ლეიჩი-1, ოვეჩკინი-2), 1:1 პევერლი-1 (ხარა-1, ფერენსი-1), 2:1 ოვეჩკინი-1 (ლეიჩი-2, ჰამრლიკი-1), 2:2 პეი-1 (ზენონი-1, გ. კემპბელი-1), 2:3 როლსტონი-1 (კელი-2, ხარა-2), 3:3 ლეიჩი-1 (ბექსტრიომი-1, მაიკ გრინი-1), 3:4 ხარა-1 (რ. ბერჟერონი-1, ზაიდენბერგი-1).

სერია: 1-2

ოტავა-რეინჯერსი 0:1

0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 ბ. ბოილი-3 (ჟირარდი-3, კელეჰანი-1).

სერია: 1-2

დასავლეთი

სან ხოსე-სტ. ლუისი 3:4

1:1, 0:2, 2:1

გოლები: 0:1 ბერგლუნდი-3 (კოლაიაკოვო-1, არნოტი-1), 1:1 ბერნსი-1 (ჯ. ტორნტონი-1, კუტური-2), 1:2 ენდი მაკდონალდი-2 (ბერგლუნდი-1, კოლაიაკოვო-2), 1:3 არნოტი-1 (ენდი მაკდონალდი-2, სტინი-2), 1:4 სტინი-1 (ენდი მაკდონალდი-3, კოლაიაკოვო-3), 2:4 კ. უაიტი-1 (ქლოუ-3, ჯ. ტორნტონი-2), 3:4 კუტური-1 (ჯ. ტორნტონი-3, ჰავლატი-1).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა