ევროპული სუმოს პიონერ კოკაის (ლევან ცაგურია) რომ არ წაეგო ტოკიოში, ქართველებს უნიკალური შედეგი ექნებოდათ - ყველა მოგება შემოდგომის ბაშოს სამი დღის შემდეგ. არადა, "შავი ზღვაც" ძალიან ახლოს იყო მოგებასთან:

ევროპული სუმოს პიონერ კოკაის (ლევან ცაგურია) რომ არ წაეგო ტოკიოში, ქართველებს უნიკალური შედეგი ექნებოდათ - ყველა მოგება შემოდგომის ბაშოს სამი დღის შემდეგ. არადა, "შავი ზღვაც" ძალიან ახლოს იყო მოგებასთან: მე-9 მაეგაშირა ბუშუიამასთან სასტარტო დაჯახების შემდეგ უკეთესი მდგომარეობა მოიპოვა, გვეგონა, მას იოლად გაუსწორდებოდა (აქამდე ურთიერთშეხვედრებში 7-1-ს უგებდა), მაგრამ რატომღაც ფონს გასვლა ჰატაკიკომის ილეთით მოინდომა, მეტოქეს ხეირიანად ვერ გამოეცალა და იაპონელს შეტევის საშუალება მისცა. კოკაის ბალანსი 2-1-ია.

სამაგიეროდ, კვლავ იყოჩაღეს ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის, ბაშოს მესამე დღეს მან ჩემპიონი (ოძეკი) ჰარუმაფუჯი დაამარცხა. 26 წლის მონღოლს ლევანი მეექვსედ შეხვდა და მესამედ დაამარცხა. ქართველმა "მუშა" ცაციათი მოიგდო მეტოქის მავაში, ხოლო "ციურ ცხენს" იგივეს გაკეთების საშუალება არ მისცა. მონღოლმა ქართველის უვატენაგე მოიგერია და თავად შიტატენაგეს ილეთი სცადა, მაგრამ ტოჩინოშინს ძვრა ვერ უყო. ამის შემდეგ ლევანმა

ენერგიაგამოცლილი მეტოქე უპრობლემოდ გაიყვანა დოჰიოს რკალს მიღმა. 3-0 შესანიშნავი დასაწყისია.

2-ცენტნერიანმა გაგამარუმ ერთი ამოსუნთქვით გააგდო დოჰიოდან ელიტის ყველაზე უხუცესი წარმომადგენელი, ყოფილი სეკივაკე ტოსანოუმი. 3-0 ბალანსი გაგამარუს, ტოჩინოშინს და კიდევ 4 სუმოისტს აქვთ. ერთ-ერთია დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც ზედიზედ 50-ე გამარჯვება მოიპოვა. დასავლეთის პირველი მაეგაშირა ვაკანოსატოს დამარცხება მას ოდნავაც არ გასჭირვებია. ახლა ჰაკუჰომ ჩიონოფუჯის რეკორდს (ზედიზედ 53 მოგება) და ვინ იცის, იქნებ სამუდამო რეკორდად შერაცხულ მიღწევასაც (ფუტაბაიამა - 69 მოგება) შეუტიოს, ოღონდ ნოემბრის ბაშომდე წაუგებლად უნდა გაძლოს.

ოძეკთაგან დაუმარცხებელი მხოლოდ ბულგარელი კოტოოშუ რჩება, რომელმაც ჰომაშოს ხერხით აჯობა, როცა ღონით დაიჩაგრა. ამასობაში ტოკიოს სასამართლოში საჩივარი შევიდა - მოქალაქე კეიჯი ტამია (ექს-ოძეკი კოტომიცუკი) მოითხოვს, აღუდგინონ ძველი სტატუსი სუმოში. შეგახსენებთ რომ კოტომიცუკი სუმოდან სამუდამოდ დაითხოვეს მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა მისი მონაწილეობა არალეგალურ ტოტალიზატორში.

ტოჩინოშინის მეტოქე დღეს ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ იქნება. ქართველს მაეგაშირას სტატუსით 99 მოგება და 99 მარცხი აქვს. კოტოოშუს ლევანი კარიერაში მეექვსედ შეხვდება, ჯერჯერობით 2:3-ს აგებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველი სამი წაგების შემდეგ ქართველმა ბულგარელს ზედიზედ ორჯერ მოუგო.

"შავი ზღვა" მე-10 მაეგაშირა შიმოტორის (2-1) ეჭიდავება. ვეტერან ექს-კომუსუბების დაპირისპირებაში ფრეა - 6:6. გაგამარუ კი მე-16 მაეგაშირა კიოკუნანკაის (1-2) ხვდება. კიოკუნანკაი მალე 33 წლის შესრულდება და მიუხედავად ამისა, უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტია. მარტის ბაშოზე თეიმურაზი პირველად ეჭიდავა კიოკუნანკაის და მძლავრი ოშიდაშით მოუგო.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი.

III დღე: ჰაკუჰო-ვაკანოსატო (იორიკირი), ბარუტო-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩიოძანი-კაიო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კოტოოშუ-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-არანი (იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კიოკუტენჰო-ტაკამისაკარი (იორიკირი), ამინიშიკი-ტოკუსეგავა (კატასუკაში), ჰაკუბა-ასასეკირიუ (იორიკირი), კიტატაიკი-მოკონამი (იორიკირი), ტოსაიუტაკა-კიმურაიამა (ჰატაკიკომი), ბუშუიამა-კოკაი (ოშიდაში), იოშიკაძე-ჰოკუტორიკი (იორიკირი), შიმოტორი-კოტოკასუგა (იორიკირი), კასუგაო-კორიუ (იორიკირი), სოკოკურაი-ტაკეკაძე (იორიკირი), ტოჩინონადა-კაკიძოე (ოკურიდაში), ტოიოძაკურა-ტამავაში (ოკურიდაში), გაგამარუ-ტოსანოუმი (ოშიდაში), მიაბიამა-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა

3-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 2), იოშიკაძე (მ 11), კასუგაო (მ 13), გაგამარუ (მ 15).

IV დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო, კაიო-ტოკიტენკუ, ჰარუმაფუჯი-ვაკანოსატო, კოტოოშუ-ტოჩინოშინი, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩიოძანი-კაკურიუ, კისენოსატო-არანი, კიოკუტენჰო-ჰაკუბა, ამინიშიკი-მოკონამი, ტოკუსეგავა-ასასეკირიუ, ტაკამისაკარი-კიტატაიკი, ტოსაიუტაკა-ბუშუიამა, კოკაი-შიმოტორი, კიმურაიამა-ჰოკუტორიკი, იოშიკაძე-კასუგაო, კოტოკასუგა-კორიუ, ტაკეკაძე-ტოჩინონადა, სოკოკურაი-ტოიოძაკურა, ტამავაში-ტოსანოუმი, კაკიძოე-ვაკატენრო, გაგამარუ-კიოკუნანკაი.

ნიკოლოზ ნეფარიძე

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა