საერთაშორისო ტურნირის ფინალში ქართველი 16-წლამდელები ერთი წლით უფროს თურქებთან ვერას გახდნენ
17 აპრილს 16-წლამდელთა ნაკრებებს შორის თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთმა სომხეთი 1:0 დაამარცხა, "მიხეილ მესხზე" კი თურქეთის ნაკრებმა ქართველ 16-წლამდელებს დამაჯერებლად, 3:0 სძლია.

მართალია, თურქთა შემადგენლობაში ერთი წლით უფროსი ჭაბუკები თამაშობდნენ, მაგრამ ბუნებრივია, მარცხი მაინც არასასიამოვნოა.

თურქეთის ნაკრების უპირატესობა თავიდანვე აშკარა იყო. მეზობლები ქართველებს, უპირველესად, აღნაგობითა და ფიზიკური მომზადებით სჯობდნენ. სტუმრებმა თამაშის ბედი მატჩის დებიუტშივე გადაწყვიტეს. 30-ე წუთზე თურქთა იერიშებს ქართველთა კარში მესამე გოლი მოჰყვა და ნათელი იყო, რომ მასპინძლებს ტურნირის მოგების შანსი არ ჰქონდათ.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. თურქებს უპირატესობის გაზრდაზე მაინცდამაინც აღარ უზრუნიათ. მასპინძლებს კი პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მცირედი დააკლდათ - ნიკა ლაშხიას საჯარიმო დარტყმა მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა.

თამაშის დასკვნითი ნაწილი დაბალ ტემპში წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ტურნირის ჩემპიონებსა და პრიზიორებს სამახსოვრო თასები და მედლები გადაეცათ.

ასე დასრულდა თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც, როგორც იცით, უეფას რეკომენდაციით გაიმართა. ფინალში განცდილი მარცხის მიუხედავად, ქართველმა 16-წლამდელებმა კარგი გამოცდილება მიიღეს.

შეგახსენებთ, ეს ის თაობაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებს.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი

ფინალი

საქართველო-თურქეთი 0:3

გოლები: 0:1 ოგულჩანი (13), 0:2 ქოფუზი (17), 0:3 ჩინარი (30)

საქართველო: გოშაძე (41. ქურდაძე), გალდავაძე, აბელაშვილი, ბედიევი (77. დვალი), კომახიძე (41. სადღობელაშვილი), ქობულაძე, კაკიაშვილი (58. კაციტაძე), ქორიძე (74. წიწილაშვილი), ლაშხია, ჯობავა, გოშთელიანი (41. მიქელთაძე)

მწვრთნელი: ნ. აკობია

თურქეთი: ოზთურქი, ზენგინი, აჩარი, არი, ქოფუზი, ოზთურქი, ჩინარი, ბაშდემირი, ოგულჩანი, ბაისალი, თასი

შეცვლაზე შევიდნენ: გავუში, ერსინი, სუბაში, ჩაგრი, მელიჰი, იასინი, სემელი

მწვრთნელი: ბ. ილმაზი

მატჩი მესამე ადგილისთვის

ყაზახეთი-სომხეთი 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა