ლამის ჩემპიონად რომ გამოვაცხადეთ "ზესტაფონი", თურმე, ყველა ვცდებოდით

გეხსომებათ, ალბათ, როცა მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში ერთდროულად ორ ცხრილს ვაქვეყნებდით ხოლმე: ერთი "ჩვეულებრივი" იყო, მეორე კი - "ვირტუალური".

იმასაც შეგახსენებთ, თუ როგორ უპირატესობას ვანიჭებდით "ვირტუალურ" (ანუ მთავარ და გადამწყვეტ) ცხრილს. ჰოდა, ამ სეზონის "ნოვატორულ" სისტემას ყველა გუნდი ერთნაირად ვერ ჩასწვდა და ლამის ჩემპიონად რომ გამოვაცხადეთ "ზესტაფონი", თურმე, ყველა ვცდებოდით.

აბა, გადახედეთ დღევანდელ სატურნირო მდგომარეობას: "ზესტაფონი" მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებს "მეტალურგს". არადა, პირველი ეტაპის შემდეგ მოქმედ ჩემპიონსა და რუსთაველთა საყვარელ გუნდს შორის სხვაობა... 21 ქულა იყო!

ახლა კი მეორე ეტაპზე შვიდი ტურია ჩატარებული და აქვე მოყვანილ ცხრილში "მეტალურგის" ნაჩვენებ შედეგს თუ გადახედავთ, მაშინ ნურავის ნურაფერი გაუკვირდება. ანუ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა სეზონის ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა.

აუცილებლად აღსანიშნავია "დილასა" და "კოლხეთის" წარმატებული ასპარეზობაც, - არადა, მეორე ეტაპის დაწყებამდე ამ ორივე გუნდს მოტივაციის ნაკლებობას უწინასწარმეტყველებდნენ.

აშკარად შეანელა ტემპი ქვეყნის ჩემპიონმა, თუმცა იმის თქმა, რომ გია ჭიაბრიშვილის გუნდს კრიზისი დაეწყო, მაინც უადგილოდ გვეჩვენება.

აი, რაც შეეხება "დინამოს" და ამ გუნდის მიერ დამყარებულ საკლუბო ანტირეკორდებს, ვფიქრობთ, ეს მართლაც ცალკე სასაუბრო თემაა...

მცველი-გოლიადორი

სეზონის დაწყებიდან სამი ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გვქონდა: "ვიტ ჯორჯია"-"დილა" (4:3), "ტორპედო"-"გაგრა" (5:2), "ზესტაფონი"-"სპარტაკი"(5:2).

და აი, გასულ ტურში სეზონის რეკორდიც დამყარდა: ხანგრძლივი პაუზის მერე "მერანმა" საშინაო შეხვედრა მარტვილში ჩაატარა და "ზესტაფონთან" ფრედ, 4:4 ითამაშა!

ეს რვაგოლიანი "თრილერი" იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე "დუბლით" საუკეთესო ბომბარდირთა დავაში საგრძნობლად დაწინაურდა ჯაბა დვალი: "ზესტაფონის" 27 წლის თავდამსხმელს 18 გოლი აქვს გატანილი.

დვალის გარდა, ამ მატჩს სხვა გამორჩეული ფეხბურთელიც ჰყავდა: მასპინძელთა კაპიტანმა გიგა ჟვანიამ ჰეთ თრიქი შეასრულა! სხვათა შორის, სეზონის დაწყებიდან ეს მეექვსე ჰეთ თრიქი იყო, თუმცა იმავე დვალის, გიორგი კორიფაძის, ბესიკ ჩიმაკაძისა და მათე ვაწაძისგან განსხვავებით, "მერანის" კაპიტანი, 29 წლის გიგა ჟვანია, ამპლუით... მცველია!

აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია "მერანთან" დაკავშირებით: 22 დეკემბრის მერე მალხაზ ჟვანიას გუნდმა მხოლოდ ახლა შეძლო მარტვილში ემასპინძლა მეტოქეთათვის. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სეზონის ბოლომდე "მერანი" ზედიზედ... ექვს საშინაო შეხვედრას მარტვილში ჩაატარებს!

თავი შეგვახსენეს...

გასული ტურის (უფრო ზუსტად, ტურის შემდეგ) უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოში" მომხდარი მორიგი საკადრო გადაადგილება იყო: გიორგი დევდარიანის ნაცვლად ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს სეზონის ბოლომდე რამაზ მუმლაძე უთავკაცებს.

რაც შეეხება დევდარიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ უკანასკნელ მატჩს, აღსანიშნავი ერთდროულად ორი ფაქტი იყო: ესპანელ ლეგიონერთა სიმრავლე და... რობერტინიოს ნანატრი გოლიც! "დინამოს" 23 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ამ სეზონში ხომ პირველი გოლი გაიტანა!

"ბაია"-"დინამოს" მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი კი მასპინძელთა ახალწვეული, გიორგი გაბედავა გახლდათ - 22 წლის ფორვარდმა ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა; ეგ კი არა, 2009-10 წლების სეზონის შემდეგ გაბედავამ მხოლოდ ახლა შეძლო საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგაში) თავის გამოჩენა და "დინამოსთან" მატჩში "დუბლი" შეასრულა.

სხვა მეგოლეებიც...

შარშან, 15 აპრილი იყო, ბოლნისის "სიონმა" იმ სეზონის სარეკორდო გამარჯვება რომ მიითვალა: "სამტრედიას" 5:0 მოუგო; და აი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ ქვემოქართლელებმა კვლავაც მოახერხეს ანალოგიური ანგარიშით გამარჯვება და პლეი აუტის გამოკვეთილი აუტსაიდერის, "მერცხალის" კარში ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს.

ბოლნისური კლუბის შემადგენლობაში გამოცდილი ახალწვეულები გამოირჩნენ: 31 წლის დავით ბოლქვაძემ "დუბლი" შეასრულა და ორი საგოლე პასი გააკეთა, 28 წლის თენგიზ ჩიკვილაძემ კი "საფირმო" გოლი (საჯარიმოდან) გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც გაახერხა.

მისალოცად ჰქონდა საქმე 20 წლის ზურაბ ხურციძესაც, რომელმაც უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა "მერანის" 18 წლის შემტევმა პაპუნა ფონიავამ, ხოლო "დილას" ერთ-ერთმა "ხმაურიანმა" ახალწვეულმა, 26 წლის სანდრო გურულმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

VII ტურის სიმბოლური ნაკრები

სატურნირო ცხრილი

სატურნირო ცხრილი მხოლოდ პლეი ოფში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 7 5 1 1 12-4 16

2. დილა 7 3 3 1 9-6 12

3. კოლხეთი 7 3 2 2 8-8 11

4. ზესტაფონი 7 2 4 1 14-10 10

5. ტორპედო 7 2 2 3 6-6 8

6. დინამო 7 0 7 0 8-8 7

7. ბაია 7 1 3 3 8-13 6

8. მერანი 7 0 2 5 10-20 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
თექთუმანიძეს დავამატებდი სიმბოლურში კარგა ითამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო