გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნების - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების სავარაუდო შემოსავლის წყაროები გამოიკვლია.

გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნების - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების სავარაუდო შემოსავლის წყაროები გამოიკვლია.

უკრაინელების ბრძოლების ორგანიზებაზე მათი კუთვნილი ფირმა - KMG ზრუნავს. შესაბამისად, ძმებს არ უწევთ პრომოუტერული ჯგუფისთვის აუცილებელი 35 პროცენტის გადახდა. ამასთან, მოკრივეებსა და მათ მენეჯერ ბერნდ ბენტეს ამ ჰამბურგული ფირმის აქციათა მესამედი ეკუთვნით.

კლიჩკოებს კონტრაქტი აქვთ გაფორმებული ფიტნეს-ქსელ McFit-სთან, ვიტამინების მწარმოებელ Eunova-სთან, გერმანულ სახელმწიფო კომპანია Telekom-თან და ავტოკონცერნ Mercedes-თან. აგრეთვე ძმებს ეკუთვნით უძრავი ქონება სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაფერთან ერთად მათი ბრძოლების ტელეტრანსლიაციების, ბილეთებისა და რეკლამების რეალიზაციის თანხები ერთ ბიუჯეტში ირიცხება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვლადიმერ კლიჩკოსა და ნიგერიელი სამუელ პიტერის ბრძოლის მაგალითზე ნათლად შეიძლება იმის წარმოდგენა, საიდან აქვს უკრაინელს უშუალოდ კრივიდან შემოსავლის წყარო. ასე მაგალითად, ტელეარხი RTL ბრძოლის ტრანსლირებისთვის 3 მილიონს იხდის, 116 ქვეყანაში ტრანსლიაციის გაყიდვამ დაახლოებით 0,5 მილიონი მოიტანა, 23-მა სარეკლამო რგოლმა 2 მილიონი მოიტანა, ბილეთების რეალიზაციამ - ერთი მილიონი და ჯამში დაახლოებით 7 მილიონი გამოვიდა.

ამ შვიდი მილიონიდან ვლადიმერი ან ვიტალი ბრძოლის სანაცვლოდ 3 მილიონს მიიღებს, დარჩენილი თანხიდან მეტოქეს ჰონორარს გაუხდიან, ცალკე თანხაა საჭირო დაზღვევისთვის, სტადიონის არენდისთვის (დაახლოებით 150 ათასი), 12-კვირიანი მომზადებისთვის, 200 ათასი ევრო სჭირდება მწვრთნელებსა და სეკუნდანტებს.

ოთხ საკრივო ასოციაციას, რომელთა საჩემპიონო ქამრების მფლობელები არიან ძმები, 45-დან 90 ათას ევრომდე უხდიან. დარჩენილი თანხა (გადასახადების გამოკლებით), კლიჩკოების ფირმის საკუთრებაა.

ცნობილია, რომ გადასახადების დიდ ნაწილს კლიჩკოები გერმანიაში იხდიან, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გამართული ბრძოლების დროს საქმეს KMG-ის შვილობილი კომპანია K2 განაგებს.

ამ გამოთვლებით "ბილდმა" დაადგინა, რომ ვლადიმერ კლიჩკოს ანგარიშზე 20 მილიონი ევრო უნდა იყოს, მის უფროს ძმას ვიტალის ოთხწლიანი შესვენების გამო ოდნავ ნაკლები - 15 მილიონი აქვს.

ჰატონს უმკურნალებენ

კოკაინის სკანდალის გამო სახელგატეხილი ბრიტანელი მოკრივე რიკი ჰატონი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს. ეს ნაბიჯი 31 წლის ყოფილმა ჩემპიონმა იმ კრიტიკის შემდეგ გადადგა, რაც ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა გამოიწვია. მასში მოკრივე ერთბაშად შვიდ დოზა კოკაინს იღებს.

რიკის ოფიციალური წარმომადგენლის მაქს კლიფორდის თქმით, ჰატონს, რომელმაც ცოტა ხნის დაასრულა ოფიციალური კარიერა, ღრმა დეპრესია ჰქონდა. "ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები მას სულ ცოტა ხნის წინ დაეწყო", - ამბობს ცნობილი მენეჯერი.

ბრიტანელის პრომოუტერმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა რიკის მამა ამ თემაზე სპეციალისტებთან კონსულტაციებს გადიოდა. "უფროსი ჰატონი და რიკის მეგობრები შეწუხებულნი იყვნენ ბოლო დროს ჰატონის დეპრესიითა და ალკოჰოლისადმი მიდრეკილებით", აგრძელებს კლიფორდი.

გუშინ რიკი რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდა კლინიკის სპეციალისტებს. გარდა ამისა, ჰატონს გადაუდებელი საუბარი ელის ბრიტანული კრივის ხელმძღვანელობასთან. მათ სურთ გაარკვიონ, რამდენად სერიოზულია ყოფილი ჩემპიონის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება. "ჩვენ მკაცრ სანქციებს შემოვიღებთ მსგავსი დარღვევებისთვის, რადგან ეს დიდ ზიანს აყენებს ბრიტანული კრივის იმიჯს", - განაცხადა ქვეყნის კრივის ასოციაციაში კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა ჩარლზ ჯაილზმა.

ამ უკანასკნელმა ისიც აღნიშნა, რომ სწორედ მომავალი გასაუბრების შემდეგ იმსჯელებენ ჰატონისთვის პრომოუტერის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ. ჯაილზის ორგანიზაციაში მოქმედებს მკაცრი წესი, რომელიც ლიცენზიის მფლობელ ნებისმიერ მოკრივესა თუ პრომოუტერს უკრძალავს ნარკოტიკების მიღებას.

ჰატონმა პირველი ტიტული 2001 წელს მოიგო, როცა ტონი პეპი დაამარცხა. მეორედ საჩემპიონო ქამარი 2005 წელს მოიპოვა - მაშინ მან ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, რუსი კონსტანტინ ცზიუ დაამარცხა. რიკი 2009 წლის მაისში ფილიპინელ მენი პაკიაოსთან წაგების შემდეგ რინგზე არ გასულა.

ლელო

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა