ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
სამი მატჩით გაგრძელდა გუშინ სტენლის თასის მერვედფინალური ეტაპი.

სერიაში მესამე შეხვედრა გამართეს "ნიუ ჯერსიმ" და "ფლორიდამ". პირველი ორი მატჩის შემდეგ, რომელიც "ფლორიდას" მოედანზე გაიმართა, ანგარიში 1:1 იყო.

"პანტერებმა" დაიბრუნეს საკუთარი მოედნის უპირატესობა, თუმცა შეხვედრა მათთვის კატასტროფულად დაიწყო - მეექვსე წუთზე "ნიუ ჯერსი" 3:0-ს იგებდა. ბუნებრივია, ამის შემდეგ "ფლორიდას" მწვრთნელებმა მეკარე შეცვალეს - ტეოდორის ნაცვლად კარში კლემენსენი ჩადგა და ამ ნაბიჯმა გაამართლა - კლემენსენმა შათაუტი შეასრულა (სულ 19 დარტყმა მოიგერია); თან პირველი გოლის დროს, რომელიც "ფლორიდამ" გაიტანა, მეკარემ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

"პანტერზმა" მეორე პერიოდის მესამე წუთისთვის გაათანაბრა ანგარიში და ამჯერად "დევილზის" სამწვრთნელო შტაბმა შეცვალა მეკარე - ბროდოს ნაცვლად ჰედბერგი გაიყვანა ყინულზე. ამ უკანასკნელმა მხოლოდ ოთხი წუთი გაძლო - რიცხობრივი უპირატესობისას ბრაიან კემპბელმა შორიდან გაისროლა და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბოლო გოლი მატჩში, რომელმაც "ფლორიდას" მოაგებინა - 4:3.

"დეტროიტში" სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა ადგილობრივ "რედ უინგზსა" და "ნეშვილს" შორის. "ნეშვილმა" ორი დღის წინ დეტროიტში მოგებით 2:1 წაიყვანა ანგარიში სერიაში და გუშინ ეს უპირატესობა განამტკიცა.

და კვლავ "პრედატორზი" ამ გამარჯვებას თავის მეკარეს, პეკა რინეს უნდა უმადლოდეს. ფინელმა 40 დარტყმა მოიგერია და ზედიზედ მეორედ მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა.

ოთხივე გოლი მესამე პერიოდში გავიდა. თავიდან მეტოქეებმა შაიბები გაცვალეს, რის შემდეგაც "რედ უინგზს" ერთხელ მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარა და კლეინმა წინ გაიყვანა "პედატორზი", ბოლოს კი მასპინძლებს საკუთარ ზონაში დაშვებული შეცდომა დაუჯდათ ძვირად.

ახლა სერია ნეშვილში გადაინაცვლებს და იქ "პრედატორზს" ექნება შანსი, ერთი მოგებით გადავიდეს პლეი ოფის მეოთხედფინალში.

კვლავ ოვერტაიმში გადაწყდა "ჩიკაგოსა" და "ფინიქსის" დაპირისპირების ბედი. სერიის მესამე მატჩს, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა, გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ.

თამაში თანაბარი იყო - "ჩიკაგომ" 37 დარტყმა შეასრულა, "ფინიქსმა" - 34. "ბლეკჰოქსმა" ორჯერ მოახერხა წინ გასვლა და ორივეჯერ "კოიოტზმა" გაათანაბრა ანგარიში. ყველაფერი პირველი ოვერტაიმის მე-14 წუთზე გაირკვა, როცა წინა ორ მატჩში ბრწყინვალედ მოთამაშე "ჩიკაგოს" მეკარემ კერი კროუფორდმა უხეში შეცდომა დაუშვა და "ფინიქსმა" გაიმარჯვა - 3:2.

მატჩში ერთი უსიამოვნო მომენტი იყო - "ბლეკჰოქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარიან ჰოსამ მხოლოდ სამი წუთით თამაში მოასწრო და შემდეგ მომაკვდინებელი ძალისმიერი ილეთი ჩაუტარა რაფი ტორესმა. სლოვაკი ჰოკეისტი საკაცით პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოსას სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა და ის საავადმყოფოდან გამოწერეს. "მარიანმა დატოვა საავადმყოფო და ახლა ყურადღებით დავაკვირდებით მის მდგომარეობას. მოედანზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ნიუ ჯერსი-ფლორიდა 3:4

3:2, 0:2, 0:0

გოლები: 1:0 პარიზე-1 (ზაიაცი-1, კოვალჩუკი-1), 2:0 ჯონტა-1 (ჟიდლიცკი-1, ბერნიე-1), 3:0 ელიაში-2 (პარიზე-1, კლარკსონი-2), 3:1 ბერგენჰაიმი-2 (აპშოლი-1, კლემენსენი-1), 3:2 გარისონი-1 (ბერგენჰაიმი-2, ბ. კემპბელი-2), 3:3 მაიკ ვივერი-1 (სმიტსონი-1, აპშოლი-2), 3:4 ბ. კემპბელი-1 (სამუელსონი-4, ფლიშმანი-2).

სერია: 1-2

დეტროიტი-ნეშვილი 1:3

0:0, 0:0, 1:3

გოლები: 0:1 გ. ბურკი-3 (რადულოვი-3), 1:1 ჰუდლერი-1 (კრონვალი-2, ქუინსი-2), 1:2 კლეინი-2 (ერატი-2), 1:3 ლეგუანდი-1.

სერია: 1-3

ჩიკაგო-ფინიქსი 2:3 (ო)

1:0, 0:0, 1:2, 0:1

გოლები: 1:0 ბრუნეტი-1 (პ. კეინი-4, ლედი-2), 1:1 კლესლა-1 (ბოდკერი-1, გორდონი-1), 2:1 ფროლიკი-1 (სიბრუკი-2, ბოლანდი-2), 2:2 რეი უიტნი-1 (კლესლა-2, ლენგკოუ-2), 2:3 ბოდკერი-1 (პიატი-1, კლესლა-3).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება