თავის ბლოგში ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა აღიარა, რომ სეზონის დასაწყისში შეცდომა დაუშვა, როცა წლევანდელ რბოლებს მოსაწყენი უწოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე ტიტულისთვის ხუთი პილოტი იბრძვის და შოტლანდიელს მიაჩნია, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია წარმატების მიღწევა.

თავის ბლოგში ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა აღიარა, რომ სეზონის დასაწყისში შეცდომა დაუშვა, როცა წლევანდელ რბოლებს მოსაწყენი უწოდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე ტიტულისთვის ხუთი პილოტი იბრძვის და შოტლანდიელს მიაჩნია, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია წარმატების მიღწევა.

დევიდ კულტჰარდი: "2010 წლის სეზონის წინ ჩემს პირველ ბლოგს ასეთი სათაური ჰქონდა: "მოსლიმ მოსაწყენი ფორმულა დაგვიტოვა". ახლა, საკუთარი თავის დასაცავად იმის თქმა შემიძლია, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ტრასაზე მოსაწყენ სანახაობამ წინასწარმეტყველებდა. თურმე ყველანი ვცდებოდით.

რა თქმა უნდა, წელს ყველა რბოლა განსაკუთრებულად მიმზიდველი არ ყოფილა, მაგრამ დრამატიზმი ყველა ეტაპს ახლდა. ოდნავ გიჟურმა აზიურმა ამინდმა სწრაფად გამოაცოცხლა სიტუაცია ბაჰრეინის გრან-პრის შემდეგ და როცა პილოტებმა საკუთარი მანქანის ზღვარი იპოვნეს, მაშინვე მოიშორეს კონსერვატიზმი და სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი.

მონცაში ლუის ჰემილტონის გადამეტებული ენთუზიაზმი და ფერნანდო ალონსოს ზღაპრული გამარჯვება "ფერარის" საშინაო ტრასაზე - ახალი თავია ის სცენარისა, რომელიც კარგა ხანია არ გვინახავს.

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი რბოლით ადრე ჩემპიონატში სიტუაცია სრულიად არაპროგნოზირებადია.

ლუისი იტალიაში წარმატებით რომ გამოსულიყო და გამარჯვება მოეპოვებინა, სეზონის დარჩენილ ნაწილში მთავარი ფავორიტი გახდებოდა. ის ამას ხვდება და როგორც ჩანს, ამიტომაც ლანძღავდა რბოლის შემდეგ საკუთარ თავს. მან შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

"მაკლარენი" მონცაში გამარჯვებისთვის ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ლუისმა კვალიფიკაცია წარუმატებლად ჩაატარა, მისი ბოლიდი დაბალ მოჭიდების ძალაზე იყო გათვლილი, რაც ბრიტანელს "ფერარისთან" თანაბარი ბრძოლის საშუალებას მისცემდა.

ვიხსენებ ორი კვირის წინ სპას რბოლას და სებასტიან ფეტელის კრიტიკას იმ კატასტროფული მანევრის გამო, რამაც ჯენსონ ბატონი რბოლას გამოთიშა. მაშინ ვთქვი, რომ ყველა პილოტი ცდება და მონცას რბოლა ამ სიტყვების დამადასტურებელი იყო.

მისასალმებელია ლუისის მისწრაფება ნებისმიერი ხერხით მოიპოვოს პირველი ადგილი. მას კომპრომისი არ ახასიათებს და ეს ყოველთვის იყო მისი პილოტაჟის განმასხვავებელი ნიშანი. რაც მთავარია, ამ სეზონში ჰემილტონმა შეძლო ამ სტილის სტაბილურობასთან შეხამება.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ 2010 წელს მისი მხრიდან თუნდაც ერთ შეცდომას, არადა, ჰემილტონი ამ სეზონში ყოველთვის შესაძლებლობის ზღვარზე ასპარეზობდა. სავარაუდოდ, უფრო ნაკლებ შეცდომას მხოლოდ ჯენსონი უშვებს.

ლუისისა და ფელიპე მასას შეჯახება ელემენტარული შეცდომა იყო. ჰემილტონი ამბობს, რომ უკვე დაივიწყა ეს ეპიზოდი, მაგრამ დამიჯერეთ, ის მას მომდევნო რბოლამდე ემახსოვრება. ორი კვირა იფიქრებს იმაზე, როგორ დააღალატა გუნდი, საკუთარი თავი და რომ ეს შეცდომა, შესაძლოა, ტიტულის დაკარგვად დაუჯდეს.

მაგრამ მას კიდევ შეუძლია მოგება. თუმცა ახლა რომ შეიძლებოდეს ჩემპიონის გამოცხადება, პირადად მე მარკ უებერს ავირჩევდი. აგიხსნით რატომ: ჯერერთი, მარკი ხუთქულიანი სხვაობით ლიდერობს ჩემპიონატს; მეორე - როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სეზონის ბოლო ხუთი ტრასა უფრო მეტად "რედ ბულის" ბოლიდებისთვის არის მოსახერხებელი.

სინგაპურის ქუჩის ტრასა ისეთივეა, როგორიც მონაკოში, სადაც "რედ ბულმა" წელს დუბლი შეასრულა. "სუძუკაზე" სწრაფი მოსახვევებიც "რედ ბულს" აძლევს ხელს. ინტერლაგუში ნაკლებად არის მოსალოდნელი "რედ ბულის" უპირატესობა, ხოლო აბუ დაბი - ასევე კარგი იქნება ავსტრიული საჯინიბოს მანქანებისთვის. კორეის შესახებ კი არაფერია ცნობილი.

სებასტიან ფეტელი 24 ქულას აგებს თანაგუნდელთან, ასე რომ ლოგიკურია ვივარაუდოთ - მარკი ჩემპიონატის ფავორიტია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩანს. მონცას ტრასა თითქოს "მაკლარენის" უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავად იცით, რა მოხდა სინამდვილეში.

მოკლედ ვნახოთ რა გამოვა. ამ ბიჭებიდან ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩემპიონი".

ლელო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა