"ფერარი" შემთხვევით არ მიიჩნევა ფორმულა 1-ის ლეგენდად - გუნდი "დიდ ცირკში" პირველივე სეზონიდან გამოდის
"ფერარი" შემთხვევით არ მიიჩნევა ფორმულა 1-ის ლეგენდად - გუნდი "დიდ ცირკში" პირველივე სეზონიდან გამოდის, რითაც ვერ დაიკვეხნის "სკუდერიას" ვერცერთი დღევანდელი კონკურენტი. მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ბრწყინვალე გამარჯვებების პერიოდები და მკვეთრი ჩავარდნები. ისეც ხდებოდა, რომ ენცო ფერარი ფორმულიდან გამოსვლასაც ფიქრობდა...

კარგად არის ცნობილი, რომ კომენდატორე საკმაოდ ხელმომჭირნე იყო და თავის პილოტებს, თუნდაც უმაღლესი დონის ვარსკვლავებს, საკმაოდ ცოტას უხდიდა. მას არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნდა, რომ თავად წითელი მანქანის გრანპრის სტარტზე გაყვანა უკვე ბევრს ნიშნავდა. მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყეს პილოტებმა მეტ-ნაკლებად ნორმალური ანაზღაურების მიღება. Sportune-ის ჟურნალისტებმა ამოარჩიეს "სკუდერიას" რამდენიმე პილოტი და გამოთვალეს, რა თანხა უჯდებოდა იტალიურ გუნდს მათი გამარჯვებები.

ყველა თანხა 2012 წლის ფასებშია გადაყვანილი და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირი დაჯდა ჟან ალეზის მოგება 1995 წელს კანადის გრანპრიზე. ფრანგმა მარანელოში ხუთი სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ავიდა

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე.

ასევე, საკმაოდ ძვირი გამოვიდა ალენ პროსტის კონტრაქტი 90-იანი წლების დასაწყისში - ის სამ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ "პროფესორი" "ფერარიდან" კონტრაქტის მეორე წელს წავიდა, რადგან მიხვდა, რომ მანქანა არაფრად ვარგოდა.

კიმი რაიკონენი რეგულარულად იმარჯვებდა, მაგრამ ძალიან ბევრსაც იღებდა. ამიტომაც არ იყო იოლი შესანახი პილოტი. სამაგიეროდ, მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი ჯოდი შექტერი ინვესტიციების ეფექტური ობიექტი აღმოჩნდა: სამხრეთაფრიკელი, საშუალოდ, 1.8 მილიონ დოლარად იგებდა ეტაპებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კრის ეიმონი: ახალგაზრდა ახალზელანდიელზე ენცო ფერარი დიდ იმედებს ამყარებდა. ის ხშირად ლიდერობდა რბოლებს, მაგრამ ერთხელაც ვერ მივიდა პირველი ფინიშთან - 2 მილიონი წყალში ჩაიყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა