მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნდეს. ვარაუდობენ, რომ ფინელი პილოტი "რენოში" რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის.

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნდეს. ვარაუდობენ, რომ ფინელი პილოტი "რენოში" რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის. ადრე რაიკონენი აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა "დიდ ცირკში", თუ რომელიმე კონკურენტუნარიანი გუნდი შესთავაზებდა კონტრაქტის გაფორმებას. autosport.com-ის ინფორმაციით, ფინელ პილოტს მოეწონა ბელგიის გრან-პრიზე "რენოს" გამოსვლა. რაიკონენის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ფრანგულ საჯინიბოსთან. "რენოს" ბოსმა ერიკ ბუიემ დაადასტურა, რომ არ არის გამორიცხული ფინელის ტრანსფერი.

"რაიკონენი ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა. მომავალი სეზონისთვის სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავთ და სახელგანთქმული ფინელი ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. ბევრი რამ ჩვენს მეორე პილოტ ვიტალი პეტროვზე იქნება დამოკიდებული. კიდევ გვაქვს იმედი, რომ დარჩენილ რბოლებში ის გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ჯერჯერობით ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და მხოლოდ რამდენიმე რბოლა ჩაატარა მაღალ დონეზე. დიახ, პეტროვთან კონტრაქტი მომგებიანი "რენოსთვის" რუსულ ბაზართან კავშირის მხრივ, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებით - ფინანსური მხარე თუ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული? - რა თქმა უნდა, მეორეს ავირჩევთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ახლა ყველაფერი პეტროვის ხელშია. მომავალის წლისთვის შემადგენლობის საკითხზე ამ ჩემპიონატის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა ბუიემ.

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კიმი რაიკონენის მომავალი კარიერა საზოგადოებას უფრო აღელვებს, ვიდრე თავად ფინელ პილოტს. "რენოს" ინფორმაციის პარალელურად გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ 2012 წელს კიმი ოკეანის გაღმა NASCAR-ის სერიაში აპირებს გადასვლას, სადაც "რედ ბულის" გუნდში კეისი კეინს შეცვლის.

ფინეთში ამ ჭორს "სულელური" უწოდეს, თუმცა იქაური ტელევიზიის ვებგვერდი გვახსენებს, რომ 2007 წლის ჩემპიონს მოქმედი კონტრაქტი აქვს "რედ ბულთან". ეს კომპანია კი რალიში რაიკონენის გუნდის - "სიტროენის" სპონსორია.

თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. კიმიმ შეიძლება მართლაც მოინდომოს NASCAR-ში ძალების მოსინჯვა. ამ სერიაში ფორმულა 1-ის რამდენიმენ ყოფილი პილოტი გამოდის, მათ შორის "მაკლარენში" რაიკონენის ყოფილი თანაგუნდელი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია.

ლელო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა