საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ერთა თასის გათამაშების გამოტოვებულ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ნაკრები ივნისში სამ მატჩს გამართავს. ამათგან ერთი, 9 ივნისს, ერთა თასის გათამაშების გამოტოვებული შეხვედრაა სტუმრად, უკრაინის ნაკრებთან.

16 და 23 ივნისს კი "ბორჯღალოსნები" ჩრდილოეთ ამერიკაში გადაბარგდებიან. ჯერ დენვერში აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მერე კი, ერთი კვირის თავზე, ბარნაბიში კანადელების დამარცხებას შეეცდებიან.

ჩვენი ოკეანისგაღმელი მეტოქეები უკვე ემზადებიან საქართველოს ნაკრების დასახვედრად.

"ყოველთვის მოხარულნი ვართ, როცა ძლიერ მეტოქეებთან გვიწევს თამაში. ეს საშუალებას გვაძლევს ის შემართება შევინარჩუნოთ, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში გვქონდა.

საქართველო პროგრესირებადი სარაგბო ქვეყანაა. მართალია, IRB-ის რეიტინგში ვუსწრებთ, მაგრამ ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს.

ვფიქრობ, დაპირისპირება იმ გუნდთან, რომელმაც თავი ახალ ზელანდიაში შესანიშნავად წარმოაჩინა, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ივნისის ტესტებით, ფაქტობრივად, ხომ მომავალი, 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება იწყება.

იმედი მაქვს, უცხოეთში მოთამაშე კანადელი მორაგბეების უმრავლესობის შეკრებას შევძლებთ და მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ" - თქვა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბილეთების გაყიდვა ხუთი აპრილიდან დაიწყო. ფასი თამაშის დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება. ყველაზე დაბალი ფასი 9 დოლარია, ყველაზე მაღალი - 65.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 16 ივნისს "ბორჯღალოსნები" დენვერში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. "არწივები" ყველანაირად ეცდებიან 2010 წლის ნოემბერში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღონ. მატჩიც ამიტომ დანიშნეს ჩვენთვის არახელსაყრელ, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე ქალაქში.

ბუნებრივი პირობების გარდა, ამერიკელებს ხელს ისიც შეუწყობს, რომ ევროპაში მოთამაშე თითქმის ყველა ლეგიონერს მოუყრის თავს. მით უფრო, რომ ერთი კვირით ადრე, 9 ივნისს, კინგტონში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბებერ კონტინენტზე მოასპარეზე ამერიკელთა შორის ყველაზე ცნობილები ბიარიცელი ტაკუ ნგვენია და ლონდონური "ვოსფსის" მოთამაშე პაულ ემერიკი არიან. ფრანგული "სტად ფრანსეს" ღირსებას იცავს სკოტ ლავალა, კალუმ ბლეკი კი ირლანდიურ "ალსტერში" ირჯება.

ქართველი მორაგბეების: თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის (სამივე-პერიგო) თანაგუნდელია ინაკი ბასაური. სხვადასხვა ევროპულ კლუბში თამაშობენ: სამუ მანოა, კრის ბლერი (ორივე-ნორსჰემპთონი), შონ პიტმანი (ლონდონ ველში), რობ შოუ, მაიკ მაიკდონალდი (ორივე-ლიდსი), ჰენო დაირკსენი (ოსფრიზი), სეტა ტუილევაკა (მონპელიე), ჯეი ჯეი გაგიანო (გოლდენ ლაიონზი).

ერთა თასი

9 ივნისი

უკრაინა-საქართველო

ტესტები

16 ივნისი

აშშ-საქართველო

23 ივნისი

კანადა-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო