რატომ არ აფორმებს ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლუბთან ახალ კონტრაქტს?
18 აპრილს თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალ მწვრთნელზე ვწერდით, რომ გიორგი დევდარიანის შემცვლელად ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის კანდიდატურები განიხილება.

ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა დევდარიანის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე შესთავაზეს, როდესაც ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაშინ "ინტერიდან" წამოსვლა ვერ შეძლო.

თუმცა მცირე ხნის წინ, ლენქორანში "ხაზართან" 0:2 წაგების შემდეგ, ბაქოს "ინტერის" დამრიგებელმა "ლელოსთან" ინტერვიუში საინტერესო ამბავი გაამხილა:

"ორი თვეა, "ინტერმა" ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ხელმოწერაზე თავს ვიკავებ. ახლა ვნანობ, მცირე ხნის წინ ფანტასტიკურ წინადადებაზე უარი რომ ვთქვი, მაგრამ სხვა არჩევანი არც მქონდა, "ინტერის" მეპატრონესთან ადამიანური ვალდებულებები მქონდა და გუნდს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი. მაგრამ უკვე დასაფიქრებელია, მიღირს კი აქ დარჩენა?"

18 აპრილს "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ გუნდთან კონტრაქტის გამო "დინამოში" მის დანიშვნაზე ლაპარაკი ახლა უადგილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა, "ინტერთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს და აზერბაიჯანში დარჩენის სურვილიც არ აქვს.

დიდია ალბათობა, რომ ცხადაძე "ფანტასტიკურ წინადადებაში" დეკემბერში თბილისის "დინამოს" მიწვევას გულისხმობდა. ბაქოს კლუბის თავკაცთა შეთავაზებულ ახალ კონტრაქტს კი "დინამოსთან" მოლაპარაკების გამო არ თანხმდება.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? "დინამო" ჩემთვის ძვირფასი კლუბია, მაგრამ ორ საათში აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალში ბაქოს "ნეფთჩისთან" შეხვედრა იწყება და გონება მთლიანად ამ თამაშზე მაქვს გადართული.

ჩვენი მიზანი თასის ფინალში გასვლა და ჩემპიონატში სამეულში მოხვედრაა.

მომავალ სეზონში რა იქნება, ეს ჯერ არ ვიცი და ახლა სხვა რამეზე ფიქრი არც შემიძლია", - გვითხრა ცხადაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vano
რაც შეეხება გარსიას მას არ მიეცა იმის საშუალება,რომ ჩემპიონატი ჩაემთავრებინა. მოსამზადებელ პერიოდში მწვრთნელის შეცვლა არასწორი ნაბიჯი იყო. თუნდაც დევდარიანის უცებ წასვლა. თუ ფეხბურთელებს ტრამვაა აქვთ რა მწვრთნელის ბრალია? გუნდში უნდა დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა. ტრამვის მორჩენა რომ მწვრთნელების შეცვლა შველოდეს მაშინ რაღა გვიჭირს?)))
vano
კახა ცხადაძეს რას ვერჩით? პროფესიონალია თავის საქმისა. ჩათავდება აზერბაიჯანის ჩემპიონატი და მერე გადაწყვეტავს სად წავა..ადამიანი აფიქსირებს რომ დინამო მისთვის ყველაფერია..მარა როგორც პროფესიონალი იმ გუნდზე ფიქრობს სადაც მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს. ასე რომ დაველოდოთ ჩემპიონატების ჩამთავრებას და გზაც გამოჩნდება.
irina
გარსია თაღლითი? უკომენტაროდ !!! გარსიას თქვენი არაფერი არ ჭირდება ეს კარგად დაიმახსოვრეთ ჩემო ბატონო და მეორეც ფულს ვინ ხაფავდა და ღუპავდა დინამოს ეტკობა კარგად არ იცით :( მეცინება უბრალოდ და ცოტა ზრდილობაც რომ მოგეყოლებინათ თქვენს წერილში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი წაკითხვა...
zizu
გარსიას ულოკეთ ტ...ი თქვენ მეტი მაინც არ შეგიძლიათ არაფერი ... ალბათ თქვენც მაგასთან ერთად ამოგარტყეს პანჩური დინამოდან !!! რა ალექს გარსია თქვენ საერთოდ დაკარგეთ რეალობის გრძნობა??? ამაზე ადვილი არაფერი იყო რო აეკთან გასულიყო გუნდი და მოეგო სახში მაგრამ თქვნმა გარსიამ ჩაისვარა ზუსტადაც !!! მკვდარი აეკი ვერ გამოაგდო თან როცა ამის რეალური შანსი იყო, გუნდი ვერ დადიოდა მინდორზე სიბილზე ზედმეტია საუბარი !!! ზუსტად გარსიას ნაირი თაღლითები ღუპავენ ქართულ ფეხბურთს. როცა მაგარი დინამო იყო მაშინ არასდროს არ ყოფილა უცხოელი მწვრთნელი თქვე ხამებო !!! იყო დათო ყიფიანი რომელსაც ყავდა უმაგრესი გუნდი
irina
რა ცხადაძე,რა თეთრაძე, რა შუშაკი, იმ ადამინისათვის ჯერ კონტრქტის თანხა არ დაგიფარიათ და დაუჯერეთ საღად მოაზროვნე ადამიანებს და გარსია დააბრუნეთ სანამ კიდევ არის დრო !!! მემგონი ზუსტად იცით რომ შეცდით და ერთი ნაბიჯი გაკლიათ ამის აღიარებისათვისმ,ამის გაკეთება მარტო თქვენ შეგიძლიათ და გადადგით ეს ნაბიჯი ,გადადგით არ ინანებთ და თუ რამით უკმაკოფილი იკავით ეს აღარ მოხდება,იმიტომ რომ იმ ადამიანს დრო ჩირდებოდა დროოოოოოოოოოოოო!
irina
ბატონო რომან,იქნებ საკუთარ თავს გადააბიჯოთ დან აღიაროთ რომ შეცდით გარსიასთან დაკავშირებით,მაისამდე ვადა უნდა მიგეცათ ის ადამიანი ამდენ ფრეს არ აჩვენებდა ან წააგებდა ან მოიგებდა, ასე რომ დროა დაფიქრდეთ და ჭკვიან ადამიანებს დაუჯეროთ!
irina
ნეტა ბატონ რომან ფიფიას ტვინში ჩამახედა,რეებს აკეთებს,კარგად მენიშნა ნემსადზის გაშვება,მაგრამ ეს სამი კანდიდატურა რატო? დააბრუნეტ გარცია და აგიარეთ რომ შეცდით !!!
irina
დინამოში ეხლა ალექ გარსია უნდა დაბრუნდეს,ფიფიას ცოტა ჭკუა თუ აქვს ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას....და თუ რატომ მაგას მომავალი წელი გვანახებს...
kaxa
ხალხო რას ჩავდივართ. არ გვინდა არც ცხადაძე და არც თეთრაძე, დინამო საბოლაოდ ჩაიძირება ამათ ხელში, მითუმეტეს თეთრაძე ამ კაცს საქართველო და ქართველი ხალხი გულზე არ ეხატება, არ გახსოვთ? დინამო თუ ქართველი ხალხისააა მის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა რომელსაც ფეხბურთზე წარმოდგენა აქვს, ფიფია როგორც ჩანს აზრზე არ არის თუ ეს მწვრთნელები მისი შერჩეულია
barca-777
ბაქუს ინტერისთვის გეცალა ხო? ნაგავი ხასიათის ხალხი.
nika
ესეც რომ სახვეწნავია, ვაი რა გვეშველება,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა