საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პორტუგალიური ტურნირის დეტალები გაიხსენა
პორტუს საერთაშორისო ტურნირზე ქართველ 19-წლამდელთა წარმატებული გამოსვლა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. პორტუგალიასთან 0:5-ის შემდეგ ქართველმა ახალგაზრდებმა საფრანგეთის ნაკრებს 3:0 მოუგეს, შემდეგ კი სერბებიც ზედ მიაყოლეს (3:2) და პრესტიჟულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავეს.

პორტუგალიაში ჩატარებულ თამაშებსა და ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ცენტრალური ნახევარმცველი და ერთ-ერთი ლიდერი ლაშა პარუნაშვილი გველაპარაკება, რომელიც პორტუში გუნდის კაპიტანი გახლდათ.

"რა თქმა უნდა, გუნდის გამოსვლას დადებითად ვაფასებ. თავის მართლება არ მიყვარს, მაგრამ პირველ ტურში პორტუგალიასთან ძალიან დაღლილები ვიყავით და არ ვხუმრობ, მოედანზე მართლაც გვეძინებოდა.

პირველ ტაიმში კიდევ ვუწევდით წინააღმდეგობას, მეორე ნახევარში კი ძალა აღარ გვეყო.

სენსაციად ჩათვალეს ფრანგებთან მოგება. პირველ დღეს მათთან რომ გვეთამაშა, შესაძლოა, ისევ 0:5 წაგვეგო, პორტუგალიასთან კი 3:0 მოგვეგო.

საფრანგეთამდე დასვენება მოვასწარით და ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვერ ვიტყვი, რომ სუსტი ნაკრებია. თამაშის შემდეგ მეტოქეთა დოსიეებს გადავხედეთ და თურმე, "ლიონის", "იუვენტუსის", "პარი სენ-ჟერმენის", "მონაკოს", "პორტუს", "მარსელის" ფეხბურთელებთან მოგვიგია.

ფრანგებს სწორი თამაშისა და მონდომების ხარჯზე ვაჯობეთ, რასაც ჩვენგან არ ელოდნენ. განსაკუთრებით იმან გააოცათ, რომ დიდი უპირატესობა ბურთის ფლობაში გვქონდა. 2:0-ის შემდეგ კონტრშეტევებზე ვეთამაშეთ და ყაზაიშვილმა კიდევ ერთი გაიტანა და საერთოდაც, ვაკომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.

სერბეთი ბრძოლისუნარიანი გუნდია, მაგრამ მატჩამდე მთელი ორი დღე დავისვენეთ, ძალები აღვიდგინეთ და თამამად ვიტყვი, რომ მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ.

დაძაბული თამაში იყო. 0:1-ს ვაგებდით, თუმცა გაშვებულ გოლამდე სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მათ შორის, მეც. მერე კი ბურთი გავუგორეთ და აშკარად ვაჯობეთ", - ამბობს პარუნაშვილი.

პარუნაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდი შეცვლილ სათამაშო სქემაზე იოლად გადაეწყო:

"მთავარ მწვრთნელად ოთარ კორღალიძე რომ დაგვინიშნეს, კარგად არც ვიცნობდით. კვიპროსის შეკრებაზე გავეცანით მისი მოთხოვნებს, პორტუგალიაში კი საერთო ენა გამოვნახეთ. პორტუში 4-1-4-1 სქემით ვთამაშობდით, როცა გიორგი დევდარიანის დროს 4-3-3-ს ვიყენებდით.

მიუხედავად ამისა, ახალ განლაგებაზე გადაწყობა არ გაგვჭირვებია. აქცენტი ბურთის დაჭერასა და ფლანგების კარგად გამოყენებაზე გვქონდა გადატანილი და ეს კარგადაც გამოგვდიოდა.

ცხადია, სერბული არ ვიცი, მაგრამ რუსულს ჰგავს და ბიჭებს გვესმოდა, მეორე ტაიმში ერთმანეთს დაახლოებით ამას რომ უყვიროდნენ - "ბარსელონას" გვეთამაშებიანო. ბოლოს გამწარდნენ, უხეშობაზე გადავიდნენ და კაციც გაუგდეს".

თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ გუნდი ელიტრაუნდისთვის მზად არის:

"ამაში პორტუგალიაში ჩატარებულმა შეხვედრებმა დამარწმუნა. სერბებთან და ფრანგებთან ჩვენი ნაკრებები ყოველდღე არ იგებენ და ეს წარმატება ამიტომ იყო მნიშვნელოვანი. ამ ტურნირმა თითოეული ჩვენგანი უფრო თავდაჯერებული გახადა და დიდი გამოცდილებაც შევიძინეთ.

მიმაჩნია, რომ ბიჭებს გამარჯვებულის მენტალიტეტი უყალიბდებათ. ელიტრაუნდში ჭანტურია, ტვილდიანი, გიგაური და სხირტლაძე დაგვემატებიან და უფრო გავძლიერდებით. მაგრამ გული მწყდება, ტრავმის გამო დათა ხოჭოლავა რომ ვერ დაგვეხმარება.

ჩემი აზრით, გუნდს 17-წლამდელების წარმატების განმეორება და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლია. თურქეთში მასპინძლებსა და პოლონელებს ვაჯობეთ. ხორვატიაში იგივეს განმეორება ძნელი იქნება, მაგრამ შეუძლებელი არ უნდა იყოს.

თუ გახსოვთ, ერთი ხანობა ქართულ ფეხბურთში ჩავარდნა იყო. ჩვენი თაობის 17-წლამდელთა ნაკრები იყო პირველი, რომელმაც ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ ელიტრაუნდში გააღწია. ეს იყო გიორგი დევდარიანის დამსახურება. ხალხში იმედმა გაიღვიძა, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოვავლინეთ და ასეთივე განწყობით წავალთ ხორვატიაში. ხალხის იმედები უნდა გავამართლოთ და საქართველო გავახაროთ".

და მაინც, გულშემატკივრებში არის ასეთი დამოკიდებულება: ნიჭიერები არიან, ახლა იგებენ, მაგრამ გაიზრდებიან და ის ფრანგები და სერბები მაინც აჯობებენო.

"ასე რომ არ მოხდეს, ჩვენზე ბევრად ჭკვიანი ადამიანები ფიქრობენ და პასუხი არ გააჩნიათ და ლაპარაკი მეც ძალიან მიჭირს. მაგრამ მიმაჩნია, საჭიროა, თითოეული მოთამაშე გახდეს პროფესიონალი და კარგ მწვრთნელთან და კარგ პირობებში ივარჯიშოს. დანარჩენი კი ჩვენზე არაა დამოკიდებული", - ამბობს 19 წლის ნახევარმცველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა