გელზენკირხენის "შალკეს" ესპანელმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გელზენკირხენის "შალკეს" ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

ფეხბურთელმა, ასევე, სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, "შალკეს" ვტოვებ. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. მინდა კლუბს, პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მათი მოთმინებისთვის. ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპას დავტოვებ. მე და ჩემი აგენტი ყველა შეთავაზებას განვიხილავთ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღეთ. შემდეგ უკვე გავაცხადებ ჩემი ახალი კლუბის სახელს. ეს არ იქნება ძალიან ძლიერი ჩემპიონატი.

ჩემი გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. დღეს ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები, რომ უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, მაგრამ მომავლის განჭვრეტა არავის შეუძლია. ჩემს გადაწყვეტილებაზე ოჯახმა იმოქმედა. ბუნდესლიგაში იმის დროს არ გაძლევენ, რომ ოჯახთან ურთიერთობა გქონდეს. ოჯახთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩემპიონატის არჩევისას.

მინდა კლუბს, მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. აქ შესანიშნავი ორი წელი გავატარე. "შალკე" მუდამ ჩემს გულში იქნება.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. ისინი აქ განსაკუთრებულნი არიან. ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და პატივს მცემდნენ. "შალკე" ყოველთვის" იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი", - თქვა რაულმა.

რაულის შეძენის მსურველი მართლაც ბევრია. Marca-ს ცნობით, რაული ზაფხულში ყატარის "ალ-ახლში" გადავა, რომელთანაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ესპანელს შეთავაზება ჰქონდა ამერიკულ კლუბ "სიეტლ საუნდერსიდან". 2011 წლის აგვისტოში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რაული მახაჩყალის "ანჟისთან" აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა