კლუბის მმართველი კომპანია "დაფ ენდ ფელპსი" აცხადებს, რომ სურს, გაყიდვის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს
გლაზგოს "რეინჯერსის" გაყიდვას საშველი არა და არ დაადგა. კლუბის მმართველი კომპანია "დაფ ენდ ფელპსი" აცხადებს, რომ სურს, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, მაგრამ საქმეს საამისო პირი ჯერ არ უჩანს.

ორიოდე კვირის წინ გაცნობეთ, რომ ინგლისელმა მულტიმილიონერმა, სარაგბო კლუბ "სეილ შარქსის" მესაკუთრე ბრაიან კენედიმ "პროტესტანტების" ადმინისტრატორებისგან პირველ წინადადებაზე უარი მიიღო.

კენედიმ მაშინ განაცხადა, ბრძოლას საბოლოოდ ჩამოვცილდიო, თუმცა ეტყობა აზარტში ჩავარდა და "თამაშს" გაუმჯობესებული წინადადებით დაუბრუნდა.

აი, რას ამბობს ის:

"დიახ, ვადასტურებ, ჩემი პირველი წინადადება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესე. ჩემი მიზანია, ვაიძულო კლუბის დროებითი მმართველობა, საქმეს თავი დროზე მოაბას და ტენდერში გამარჯვებული, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს.

ახლა ერთადერთი რამ დამრჩენია, "დაფ ენდ ფელპსისგან" პასუხს დაველოდო. იქამდე არ მოვისვენებ, ვიდრე "რეინჯერსი" საიმედო ხელში არ აღმოჩნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა