ტურინული გრანდის ყოფილმა მმართველმა მკაცრად გააკრიტიკა "იუვეს" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და დელ პიეროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
ალესანდრო დელ პიეროს "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ კომენტარი ყველამ გააკეთა, ვისაც არ ეზარებოდა და რა გასაკვირია, რომ თავისი სიტყვა ლუჩანო მოჯიმაც თქვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინული გრანდის ყოფილმა მმართველმა მკაცრად გააკრიტიკა "იუვეს" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და დელ პიეროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - მოვუსმინოთ მოჯის:

"დელ პიერო 37 წლისაა. საუკეთესო პერიოდი უკან მოიტოვა და ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ კიდევ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია "იუვენტუსისთვის".

ეს მიმდინარე სეზონში არაერთხელ დამტკიცდა და ვერაფრით ვხვდები, რატომ გადაწყვიტეს მისი გაშვება "ვეკია სენიორას" მესვეურებმა. თუ ეს მართლაც ასე მოხდა და ალემ "იუვე" დატოვა, ეს იქნება ანდრეა ანიელის კიდევ ერთი სულელური ნაბიჯი, რომლის გამართლება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ ჯობია, დროზე შეიცვალოს აზრი და ახალი ხელშეკრულება გაამზადოს, რითიც მილიონობით გულშემატკივრის გულს მოიგებს. არ შეიძლება, მთელი სამყარო ტყუოდეს და მხოლოდ ერთი კაცი იყოს მართალი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა