"დინამოს" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები მხოლოდ მწვრთნელებს არ უნდა დაბრალდეთ
...ორი დღის წინ საქართველოს თასის ფინალისტები გამოვლინდნენ. 21 აპრილიდან საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის გადამწყვეტი, მეორე წრე იწყება. მალე ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. სულ ახლახან ჩვენმა 19-წლამდელებმა მართლაც ღირსეულად ითამაშეს პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე.

ვერაფერს ვიტყვით, ქართულ ფეხბურთში საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა, ლამის არის, ყოველდღე ხდება.

თუმცა ყოველივე ზემოთქმული ასევე თითქმის "დაჩრდილა" ჩვენს ჩემპიონატში მომხდარმა მორიგმა და მართლაც სარეკორდო სამწვრთნელო ცვლილებამ: გიორგი დევდარიანმა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს სეზონის ბოლომდე რამაზ მუმლაძე უთავკაცებს.

იყო თუ არა დევდარიანის წასვლა ვინმესთვის მოულოდნელი? ვფიქრობთ, რომ - არა; ანუ ისე, როგორც არავის გაუკვირდა ამ წლის დასაწყისში "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექს გარსიას გათავისუფლება და მის ადგილზე გიორგი დევდარიანის დანიშვნა, ანალოგიურ სიტუაციად უნდა მივიჩნიოთ სამიდღისწინანდელი ფაქტიც.

თანაც, წინამორბედისგან (ალექს გარსია) განსხვავებით, დევდარიანმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და ყოველივე ეს ჩვეული გულახდილობით ახსნა:

"...როცა გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა".

დევდარიანს არც სხვა არგუმენტები (მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ვერშემდგარი კომუნიკაცია, სათამაშო დისციპლინის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ) დავიწყნია, მაგრამ თვითონაც და, საერთოდაც, ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი მწვრთნელის (უცხოელისაც და ადგილობრივისაც) მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ შედეგით ფასდება!

აი, შედეგი კი, "დინამოს" რომ ამ სეზონში აქვს, ამას ანტირეკორდების მწვერვალი შესაძლოა ვუწოდოთ: ზედიზედ 7 ფრეც გუნდს არასდროს უთამაშია (უფრო მეტიც, საქართველოს ჩემპიონატის 22-წლიან ისტორიაში მსგავსი "მიღწევა" არცერთ გუნდს ჰქონია) და 7 მოუგებელი მატჩიც არასდროს ყოფილა!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს 13-გზის ჩემპიონი და 9-გზის თასის მფლობელი, ძალიან დიდი ალბათობით, ზედიზედ მეოთხე სეზონს ჩაამთავრებს ოქროს მედლების გარეშე.

ეგ კი არა, თუ გუნდმა გამარჯვების გემო არ გაიხსენა, კიდევ რამდენიმე საკლუბო ანტირეკორდს დაამყარებს: აქამდე არასდროს მომხდარა, "დინამოს" სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაემთავრებინოს; 1994 წლის მერე არც ის ყოფილა, "დინამოს" ევროტურნირებზე რომ არ ეთამაშოს!

თუმცა ყველამ კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაში და რა პერიოდში ჩაიბარა გუნდი დევდარიანმა: არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობით, უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელითა და აშკარად დაუბალანსებელი შემადგენლობით. არც ის დაგვავიწყდეს, გასული წლის შემოდგომაზე "დინამოს" რომ არანაკლები ფიასკო შეემთხვა: გუნდმა თასის მერვედფინალური ეტაპი ვერ დაძლია. ასეთი რამ კი 22 წლის განმავლობაში მხოლოდ მესამედ მოხდა...

ადეკვატური მოთხოვნა

"დინამოს" ბოლოდროინდელი და ლამის არის, ქრონიკული წარუმატებლობები მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელებს არ უნდა დაბრალდეთ. აბა, გავიხსენოთ, 2008 წლის საჩემპიონო სეზონის შემდეგ რამდენი მართლაც "უცნაური" ტრანსფერი განუხორციელებია ჩვენს ყველაზე ტიტულოვან გუნდს (თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ "გაურკვეველი კვალიფიკაციის" მქონე ლეგიონერებს არ ვგულისხმობთ).

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკაც რომ უამრავ კითხვას ბადებს.

არადა, შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული "დინამოს" ერთგულ ქომაგებს საყვარელი გუნდის აღორძინების იმედი გაუჩნდათ: კლუბის მეპატრონე ცნობილი ბიზნესმენი რომან ფიფია გახდა, რომელმაც თავის დროზე რუსულ ფეხბურთში მოღვაწეობით გაითქვა სახელი. სწორედ ფიფიას უდიდესი დამსახურება იყო, პროვინციულმა სარატოვის "სოკოლმა" რუსეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლა, იქ დამკვიდრება და წარმატებით ასპარეზობაც რომ შეძლო.

სამშობლოში დაბრუნებულმა ფიფიამ "დინამოს" აღორძინება-აღზევება დაისახა მიზნად და ამის დასტურად დიღმის საწვრთნელი ბაზის, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე განახლება-გაკეთება გამოდგა. გადაუჭარბებლად შეგვიძლია იმისი თქმა, რომ მსგავსი დონის საწვრთნელ ბაზას ევროპაში ბევრი ცნობილი გუნდი ინატრებდა!

ეგ კი არა, როგორც "მსოფლიო სპორტთან" ამასწინანდელ ინტერვიუდან შევიტყვეთ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფიფიას მიერ განხორციელებული ინვესტიცია 14 მილიონ დოლარს შეადგენს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში კი 30 მილიონი დოლარის (იმ 14 მილიონის ჩათვლით) ინვესტიცია უნდა განხორციელდეს!

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამიერკავკასიაში სწორედ "დინამო" ინარჩუნებს პირველობას, როგორც ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბი.

ჰოდა, როცა ასეთი პირობები აქვთ შექმნილი მწვრთნელ-ფეხბურთელებს, მოთხოვნაც შესაბამისი, უფრო ზუსტად, ადეკვატური უნდა იყოს. მაგრამ რად გინდა: "დინამოს" საშინაო მატჩებზე თამაშიდან-თამაშამდე კლებულობს გულშემატკივართა რიცხვი და გუნდმა თუ შედეგი არ გამოასწორა, ფეხბურთელთა ოჯახის წევრებისა და მართლაც უერთგულესი "ფან-კლუბის" გარდა, მალე, ალბათ, ვეღარავის ვიხილავთ...

25 ვიცით, მომდევნო?

დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გივი ნოდია, სერგო კუტივაძე, თემურ ჩხაიძე, ვაჟა ჟვანია, ნოდარ აკობია, მურთაზ ხურცილავა, იოჰან ბოსკამპი, გია გეგუჩაძე, ოთარ კორღალიძე, ჯემალ ჩიმაკაძე, რეზო არველაძე, გოჩა ტყებუჩავა, ივო შუშაკი, ხვიჩა ქასრაშვილი, კახა ცხადაძე, ანდრეი ჩერნიშოვი, კახა კაჭარავა, დუშან უჰრინი, რაინერ ცობელი, თამაზ სამხარაძე, ალექს გარსია, გიორგი დევდარიანი, - აი, ის 24 სპეციალისტი, პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან დღემდე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილა.

ამათგან სამს - დავით ყიფიანს, გივი ნოდიასა და გია გეგუჩაძეს ორჯერ ჩაუბარებიათ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი. აბსოლუტური რეკორდი კი კახა კაჭარავას ეკუთვნის, რომელსაც სამჯერ (2007, 2009 და 2011 წლებში) ერგო პატივი, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო.

რაც შეეხება ახლანდელ თავკაცს, რამაზ მუმლაძე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩს კვირას ჩაატარებს. ამ გამოცდილ სპეციალისტს, ასისტენტის რანგში, "დინამოში" არაერთი სეზონი გაუტარებია, ახლა კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.

მუმლაძემ "ვიტ ჯორჯიაში" წარმატებული მუშაობით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა შემდეგ ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "ოლიმპში" პოსტის დატოვებამ ვადაზე ადრე მოუწია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუმლაძე "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სწორედ ასეა მითითებული), ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

"ლელოს" ჟურნალისტს, მერაბ მამულაშვილს, აბა, რა გამოეპარებოდა და როგორც კი გიორგი დევდარიანმა "დინამოდან" წასვლაზე განცხადება გააკეთა, მის სავარაუდო შემცვლელ(ებ)ზეც უმალ შეიტყო (მერე ეს ინფორმაცია, როგორც "წესი", სხვებმაც "განავრცეს")! ამ ინფორმაციის თანახმად, "დინამოს" სეზონის დასრულების შემდეგ ან კახა ცხადაძეს ჩააბარებენ, ან - ომარ თეთრაძეს.

მოკლედ, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე მოგვიწევს მოცდა იმის გასაგებად, თუ ვინ იქნება ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში "დინამოს" 26-ე მთავარი მწვრთნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cheche
დევდარიანის გასჰვება იქნებოდა?ესეტი მწვრტვნელი სანტლიდააა სადზებნი
tirana
კი ხედვა და თან სტრატეგიულიც ასეთი უნდა! ყაზაიშვილს მოეპოტინო რომელიც ერედივიზიონში ფეხბურთელად ყალიბდება და დინამოში წამოათრიო ბარემ დაგეწყევლა ეგ კაცი.... ის კი არა და ლორიაც რამე საშუალო დონის ევროპულ გუნდში უნდა წასულიყო, აქ მიაღწია მწვერვალს მეტი წინ ვერ წავა.....
irakli
დინამოს პრობლემაა მენეჯმენტი, რომელსაც სტრატეგიული ხედვის ნასახი არ აღმოაჩნდა. რა პერსპექტივაზე იყო გათვლილი ესპანეთის მეორე ლიგაშიც კი არაფრით გამორჩეული და ახალი ზელანდიიაში სათამაშოდ წასული არცთუ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელების ჩამოყვანა? (ჩისკოს არ ვგულისხმობ)რა დონეზე აიყვანდნენ ისინი დინამოს თამაშს? ამავე დროს არაფერი გაკეთდა საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველების მოსაყვანად (მაგ: ყაზაიშვილი, აბურჯანია)შედეგებს ვიმკით.
vasiko basiladze
ჩვენ ერთად გვინდა ყველაფერი და ესე არ ხდება,საფუძველი უნდა შეიქმნას ჯერ და შემდეგ ვიფიქროთ ცემპიონობაზე,დევდარიანისთვის ხელი უნდა შეეწყო ყველას
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის