ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალგაზრდა ძიუდოისტები ბულგარეთისკენ დაიძრნენ

ახალგაზრდა ძიუდოისტები ბულგარეთისკენ დაიძრნენ

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ეს-ესაა დამთავრდა - ჩვენები ჯერ არც დაბრუნებულან იაპონიიდან, ხვალ დილით ჩამოდიან, პარასკევს კი ამ რანგის პირველობა უკვე ახალგაზრდებს შორის დაიწყება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში...
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ეს-ესაა დამთავრდა - ჩვენები ჯერ არც დაბრუნებულან იაპონიიდან, ხვალ დილით ჩამოდიან, პარასკევს კი ამ რანგის პირველობა უკვე ახალგაზრდებს შორის დაიწყება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. ჩვენი ვაჟთა ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ბულგარეთში ეს შემადგენლობა წაიყვანა: ოთარ კაიდარაშვილი (55), შმაგი ლაგაზაური (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ბეთქილ აფრასიძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100), ლევან მატიაშვილი (+100).

თავიდანვე გეტყვით, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი (90). მან ბოლო შესარჩევ ტურნირზე - პრაღის ახალგაზრდულ ევროპის თასზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მთავარ კონკურენტ ნოზაძესთან წააგო. ისინი მანამდე ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ და იქ შინჯიკაშვილმა იმარჯვა, პრაღის ტურნირმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლიპარტელიანმაც ამ წონაში არჩევანის გაკეთება ბოლო შეკრებისთვის გადადო. მზადების ამ დასკვნით ეტაპზე კონკურენტები ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ როგორც ლიპარტელიანმა გვითხრა, შეკრებაზე ნოზაძე უკეთ გამოიყურებოდა და მისი არჩევანიც ამან განაპირობა.

მთავარ მწვრთნელს ნაკრების მონაწილე კიდევ ერთ წონაში - მძიმეში უნდა გაეკეთებინა. თუმცა თუ პირველ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება კონკურენტთა სიძლიერის გამო გაუჭირდა, ამ წონაში პირიქით იყო - ვერც ერთმა კანდიდატმა დამაკმაყოფილებელი ჭიდაობა ვერ აჩვენა. ამას ისიც დაემატა, რომ ერთმა კონკურენტმა, ჭაბუკ სამბისტთა შორის ევროპის ჩემპიონმა სლავა რეზესიძემ სწორედ სამბისტთა ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. ლიპარტელიანმა აქაც თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონ უშანგი კოკაურს ქვეყნის მესამე პრიზიორი ლევან მატიაშვილი ამჯობინა. მიზეზი აქაც იგივეა - ამ კონკრეტულ მომენტში ის უკეთ იყო მომზადებული, თორემ საკონტროლო შეხვედრა არც მასა და კოკაურს შორის გამართულა.

ამ ნაკრებში მოხვედრა ყველაზე ადრე ნარიმანიძემ გაინაღდა - მწვრთნელმა მისი კანდიდატურა საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ გამართულ პირველივე შეკრებაზე უკონკურენციოდ მიიჩნია, დანარჩენებს კი გუნდში მოსახვედრად საბერძნეთის, ბაქოსა და პრაღის ტურნირებში მოუწიათ წარმატებით ბრძოლა. როგორც გითხარით, მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ჩეხური შეჯიბრება გამოდგა, სადაც შავდათუაშვილი, აფრასიძე და ჭრიკიშვილი ჩემპიონები გახდნენ, კაიდარაშვილი და ლაგაზაური მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაოს კი ნოზაძე დაეუფლა. კაიდარაშვილის, ლაგაზაურისა და ჭრიკიშვილის გარდა, დანარჩენი სამეულის შედეგები სპეციალისტებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა და აკი ყველაფერი თავდაყირა დააყენა კიდეც. ალბათ, ყველაზე მოულოდნელი მაინც ნოზაძის წარმატება იყო, რომელმაც უშუალო კონკურენტი დაამარცხა. არანაკლებ სასიამოვნო იყო შავდათუაშვილის გამარჯვებაც. ის საქაღთველოს ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა და ვერ მოხვდა იმ ორკაციან კვოტაში, რომელსაც ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებში სამონაწილეოდ აფინანსებდა. პრაღაში ის საკუთარი ხარჯით წავიდა და სიურპრიზიც შემოგვთავაზა. ასევე დიდი მოულოდნელობა იყო აფრასიძის კარგი ჭიდაობაც. მახსოვს, პრაღიდან დაბრუნებული მწვრთნელები გაკვირვებით ლაპარაკობდნენ მის ჩინებულ გამოსვლაზე, რომელმაც თურმე უცხოელებიც გააკვირვა და აქა-იქ ჩვენებურს მოქალაქეობის შეცვლაზეც ჩამოუგდეს სიტყვა... აქამდე სად მალავდით ამ ბიჭსო, უთქვამთ ევროპელებს. არადა, ჩვენი მწვრფთნელების თქმით, ის შინაურ ასპარეზზე ზებედა რეხვიაშვილთანაც აგებს და ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა ზურაბიანიც. ამის დასტურად საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მისი წაგებაც გამოდგება ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ რეხვიაშვილთან - აფრასიძე პირწმინდად დამარცხდა, მეტოქემ ის უზადო იპონზე დააგდო, მაგრამ აფრასიძის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ განსაკუთრებით კარგად ჭიდაობს. მისი მაგალითი თვალნათელი დადასტურებაა იმისი, რომ ერთი ტურნირით არ უნდა განისაზღვროს ნაკრების კანდიდატის საკითხი და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შანსი უნდა მიეცეთ შესაძლებლობების გამოსავლენად - კაცმა არ იცის, ვინ როდის იფეთქებს და როდის დაიწყებს შედეგების გაკეთებას.

ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შეკრება დუშეთში გაიარა და სოფიაში ამ დილით გაფრინდა. ევროპის ჩემპიონატში გამოვა ჩვენი გოგონათა ნაკრებიც, ოღონდ არასრული გუნდით, მხოლოდ ხუთი მონაწილით. გია თენაძის გადაწყვეტილებით, სოფიაში დარინა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), შორენა შარაძე (63), თეა სუხიტაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) იჭიდავებენ. ამ ნაკრებმა ბოლოსწინა შეკრება გორში გაიარა, სადაც მათთან ერთად თურქეთის ნაკრებიც ემზადებოდა. მერე ჩვენები მათ გაჰყვნენ თურქეთში ასევე ერთობლი ვარჯიშებზე და იქიდანვე გადავლენ ბულგარეთში, ვაჟთა გუნდი კი ამ დილით გაფრინდა.

ევროპის ჩემპიონატი 17-19 სექტემბერს ჩატარდება. პირველ დღეს გოგოებიდან 44,48 და 52, ვაჟებიდან კი 55, 60 და 66-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. 18-ში ტატამზე 57, 63 და 70-კილოგრამიანი გოგოები და 73-81-იანი ვაჟები გავლენ, ბოლო დღეს კი დარჩენილი წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან ერევანში გამართულ ანალოგიურ პირველობაზე ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი პაატა მერებაშვილი (60) გახდა, მესამეზე კი ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდნენ.

ლელო

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება

[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის