საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასასრულს უახლოვდება. სამი ტურიც და ცნობილი გახდება იმ ექვსი გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

სავარაუდოდ 24-ე ტურში გაირკვევა მინიმუმ ერთი ხელმოცარულის ვინაობა, რომლესაც I დივიზიონის დატოვება მოწუევს.

გათამაშების ლიდერობა რეგულარული ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" იგოდო ხელთ. "ვულკანები" მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობენ და აგერ უკვე ორი წელიწადია საკუთარ მოედანზე ერთხელაც არ წაუგიათ.

განსკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მიმდინარეობისას, წამყვანი ფრანგული გუნდების ლიდერები თავიანთი ქვეყნების ნაკრებში ასპარეზობდნენ. სწორედ იმ პერიოდში, "კლერმონი", სხვებისგან განსხვავებით, წარმატებულად თამაშობდა, არადა ამ გუნდსაც ძალიან ბევრი წამყვანი მორაგბე აკლდა.

კლერმონელები 24-ე ტურში შინ ეთამაშებიან მეოთხეადგილოსან მამუკა გოროგძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს". მასპინძლებმა პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს და ამ შეხვედრას, ერთი კვირის მერე, "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ნახევარფინალში ირლანდიურ "ლენსტერთან" თამაშისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

"ყურადღებით ვნახე "მონპელიეს" მატჩების ვიდეოჩანაწერები და დავრწმუნდი, რომ მათი თამაშის სტილი ძალიან გავს "ლესტერისას". ამიტომ კარგი შანსი გვეძლევა "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალსითვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ", - თქვა "კლერმონის" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა.

"მონპელიეს" კლერმონელთაგან განსხვავებით პლეი ოფის საგზური ჯერ მოპოვებული არ აქვს. ფაბიენ გალტიეს სამწყსომ ბოლო ათი მატჩიდან რვა მოიგო, რაც უდავოდ შესანიშნავი შედეგია. გამორიცხული არ არის მონპელიელებმა, შარშანდელივით, ფინალშიც ითამაშონ.

"კლერმოთან" მატჩში სტუმრებს დააკლდებათ ტრავმირებული ლიდერები, მესამეხაზელი მამუკა გორგოძე და მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი.

გიორგი ჟღენტი და დავით ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, კლერმონში გუნდთან ერთად გაემგზავრა მიხეილ ნარიაშვილიც, თუმცა ის განაცხადში ვერ მოხვდა, ისევ არ ითამაშებს გოდერძი შველიძეც.

პირველ წრეში "მონპელიემ" 29:23 მოიგო. planetrugby-ს პროგნოზით, ამჯერად "კლერმონი" მინიმუმ რვა ქულით მოიგებს.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზი", რომელიც შინ ეთამაშება დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს".

ტულზელებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი წააგეს და ლიდერობაც ამიტომ დაკარგეს. აშკარად ეტყობა, რომ გუნდს კრიზისმა დარია ხელი. თუმცა "ბრივთან" მატჩში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაემატება, რომლებმაც ახლახან მოირჩინეს ტრავმები. ესენია: ლუი პიკამოლი, ვენსან კლერი და ლუკ მაკალისტერი. ტრავმიერბულნი არიან და ვერ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე.

"ბრივი" სახიფათო ზონაშია. მას საკმაოდ რთული კალენდარი აქვს და წარუმატებლობის შემთხვევაში დივიზიონის დატოვება მოუწევს. ჩვენებურთა ამ გუნდმა წლევანდელ სეზონში მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ "ტულზს" ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს, ძნელი სავარაუდოა მასპინძლების დამარცხება შეძლოს.

პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 9:9 დასრულდა. planetrugby-ს მიაჩნია, რომ "ტულუზი" მინიმუმ 12 ქულით მოიგებს.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", რომელიც 63 ქულით მესამე ადგილზეა, შინ მიიღებს მეხუთეადგილოსან ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს". ამ გუნდებს ერთმანეთთან მხოლოდ ოთხი ქულა აშორებთ. ამიტომ მათ შორის დაპირისპირების მნიშვნელობის თაობაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. გამარჯვებული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფშია.

"ტულონი", რომელიც ისედაც ვარსკვლავებითაა მოჭედილი, მეტოქეს ჯონი ვილკინსონით, მატიო ბასტაროთი და ფაბიენ სიბარით გაძლიერებულნი დახვდებიან. მათ ტრავმები მოიშუშეს და მზად არიან ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ 22:22 დამთავრდა. ამჯერად, planetrugby-ს პროგნოზით, "ტულონი" მინიმუმ შვიდი ქულით მოიგებს.

პლეი ოფში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც 24-ე ტურში სტუმრად ეთამაშება დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლ "ბორდოს". მიუხედავად ამისა, თუ აჟენელები მოწინავე ექვსეულში მოხვდნენ, ეს მხოლოდ სასწაულს შეიძლება მივაწეროთ.

შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იქნება.

პირველ წრეში "აჟენმა" შინ 24:15 მოიგო. planetrugby-ს მიაჩნია, რომ ახლა მასპინძლები მინიმუმ ექვსი ქულით მოიგებენ.

დივიზიონიდან გავარდნის პირასაა გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც 30 ქულით ბოლო ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდი ბასკურ "ბაიონს" უმასპინძლებს, რომელსაც რვა ქულით ჩამორჩება და ბოლოსწინა ადგილზეა.

პირველ წრეში "ბაიონმა" 15:9 მოიგო, planetrugby-ს პროგნოზით, მინიმუმ ხუთი ქულით, ამჯერადაც ბასკები მოიგებენ.

I დივიზიონი

XXIV ტური

კლერმონი-მონპელიე, ბორდო-აჟენი, ლიონი-ბაიონი, ტულუზი-ბრივი, სტად ფრანსე-პერპინიანი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ტულონი-კასტრი.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 78 ქულა, 2. ტულუზი - 78, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 59, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 48, 9. პერპინიანი - 44, 10. ბიარცი - 43, 11. ბრივი - 42, 12. ბორდო - 41, 13. ბაიონი - 38, 14. ლიონი - 30.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს