კონსტანტინე შანავა მეცის საერთაშორისო ტურნირში ბოლო ტურის წინ ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება
ფრანგულ მეცში 21 აპრილს დამთავრდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს.

20 აპრილს მე-8 ტურში კონსტანტინე შანავამ თეთრი ფიგურებით ანდრეი სუმეტსი დაამარცხა და 5,5 ქულას მოუყარა თავი. ბოლო ტურის წინ იგი ნახევარი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ სებასტიან ფელერს, რომელიც შავებით მაქსიმ ტუროვს დაუზავდა და გათამაშების ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

მეწინავეებს წამოეწია თორნიკე სანიკიძე. საქართველოს ექსჩემპიონმა ბარტ მიხელსი დაჯაბნა.

ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ევგენი ვორობიოვი-მიხაილ გურევიჩი 1:0, ოლეგ კორნეევი-მატიუ კორნეტი 0:1, ალექსანდრ ზუბარევი-ბოგდან ლალიჩი 0.5:0.5, მარიუს მანოლაჩე-ვადიმ მალახატკო 0.5:0.5, ნიკიტა მაიოროვი-ვიტალი კოზიაკი 1:0, ფაბიენ ლიბიშევსკი-ნგუენ ჩი-მინი 1:0.

რვა ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: ფელერი-6, შანავა, კორნეტი, ტუროვი, ვორობიოვი-5.5-5.5, ზუბარევი, სუმეტსი, ლალიჩი, მალახატკო, სანიკიძე, მანოლაჩე, მაიოროვი, ლიბიშევსკი-5-5 ქულა.

21 აპრილს გადამწყვეტ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფელერი-შანავა, კორნეტი-ტუროვი, ზუბარევი-ვორობიოვი, სუმეტსი-სანიკიძე, ლალიჩი-მანოლაჩე, მალახატკო-მაიოროვი, გურევიჩი-ლიბიშევსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა