"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკოს" ბედი კრიშტიანო რონალდომ გადაწყვიტა
21 აპრილს მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად "ბარსელონა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა, პრაქტიკულად, გაინაღდა.

"კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა: სტუმართა ნახევარმცველმა სამი ხედირამ პუიოლის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც საკუთარი საჯარიმოდან ბურთის დროულად ამოტანა ვერ მოახერხა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

"ბარსელონამ" საპასუხო გოლის გატანა მხოლოდ საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე შეძლო. 69-ე წუთზე მოედანზე შემოსულმა ალექსის სანჩესმა თანაგუნდელთა პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინა, რითაც კატალონიელთა ქომაგს იმედი ჩაუსახა, თუმცა სულ სამიოდე წუთით.

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.

შეიძლება ითქვას, "რეალს" ჩემპიონობა განაღდებული აქვს - ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "სამეფო კლუბი" "ბარსელონას" უკვე შვიდი ქულით უსწრებს და ამ სხვაობის გაბათილება წარმოუდგენელი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ "რეალისთვის" "კამპ ნოუზე" მიღწეული ეს გამარჯვება პირველია 2007 წლის დეკემბრის შემდეგ. ამასთან, "სამეფო კლუბს" 2008 წლის მაისის შემდეგ არ მოუგია კატალონიელებისთვის ესპანეთის ჩემპიონატში.

მატჩის შემდგომი კომენტარები

კრისტიან ტელიო: ბურთს "რეალის" კარში შეგორება არ სურდა

სერხიო რამოსი: მადრიდის "რეალმა" "ბარსელონასთან" გამარჯვება დაიმსახურა

სერხიო ბუსკეტსი: "ბარსელონა" "რეალს" სჯობდა

ჩაბი ალონსო: ჯერ ჩემპიონები არ გავმხდარვართ

კრიშტიანო რონალდო: ახლა რიგში მიუნხენის "ბაიერნია"

იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალმა" ჩემპიონობისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა

პეპ გვარდიოლა: მადრიდის "რეალს" გამარჯვებას და ჩემპიონობას ვულოცავ

ანდრე ინიესტა: გუნდისთვის ეს მარცხი ძალიან დიდი დარტყმა იყო

tamu
როგორ მეგონა რომ ბარსა მოუგებდა
beberiku
ეს მართლა ბუსკვერცხია, ჯობდა არა ტოლმა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა