"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცი ჰარი რედნაპი "ვერდერთან" თამაშით კმაყოფილი დარჩა...
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცი ჰარი რედნაპი წესით დამწუხრებული უნდა იყოს. მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მეტად ემოციური დებიუტი გამოუვიდა - ბრემენში "ვერდერთან" 2:0-ს იგებდა და საბოლოოდ 2:2 ითამაშა, მაგრამ მწვრთნელი არ დამწუხრებულა. მან თქვა: "უკეთესად ვერ ვითამაშებდით".

უფრო დაწვრილებით შეგახსენებთ: ლონდონელები 18 წუთში უკვე ორგოლიან უპირატესობას ფლობდნენ. ჯერ იყო და პიტერ კრაუჩმა პეტრი პასანენს საკუთარ კარში გაატანინა, მერე კი რაფაელ ვან დერ ვაარტის მიერ დიდებულად ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოსა და მეორის დასაწყისში უგო ალმეიდასა და მარკო მარინის გატანილმა გოლებმა სტუმრებს სიხარული ერთ ქულამდე შეუმცირეს.

რედნაპმა, როგორც გითხარით, მაინც დადებითად შეხედა ყველაფერს:

"ვერაფრით ვიქნები გაბრაზებული. რასაკვირველია, გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი? ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ვთამაშობდით და თან ისეთ გუნდთან, რომელთანაც ძალიან ძნელია თამაში. პირველი ტაიმი დიდებული იყო. საუცხოოდ ვითამაშეთ და შედეგიც დიდებული გვქონდა. შესაძლოა, "ბარსელონას" შეუძლია ამაზე უკეთ თამაში, მაგრამ "ტოტენჰემმა" თავისი მაქსიმუმი აჩვენა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მესამე და მეოთხე გოლების გატანაც შეგვეძლო...

მეტსაც გეტყვით, კიდევ ორი გოლი რომ გაგვეტანა უფრო სამართლიანიც კი იქნებოდა. ბურთს ვათამაშებდით და საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამდა. სწორედ ამას მინდა ყოველ შეხვედრაში მივაღწიო. მინდა ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდეთ, დახვეწილ პასებს ვაწვდიდეთ ერთმანეთს. ვან დერ ვაარტი ბურთის გადასაწოდებლად უმცირეს სივრცეებსაც კი იყენებდა, ხოლო გარეთ ბეილი ბურთის მისაღებად იხსნებოდა, გარბოდა.

მაგრამ, შემდეგ ასეთი რამ მოხდა: ჩემმა ფეხბურთელებმა რომ დაინახეს მეტოქე ძლიერ წინააღმდეგობას ვერ გვიწევდა, წნეხი შეუმცირეს და ანგარიში 2:1 გახდა, რამაც "ვერდერს" თამაშის გადარჩენის შანსი მისცა და მანაც უკვე სხვა თავდადება გამოამჟღავნა. ხოლო, როდესაც ასეთ უპირატესობას გაგიბათილებენ, მერე ადამიანს უარესის გეშინია. ზოგადად კი კარგი იქნება თუ ასე თამაშს განვაგრძობთ"

ლელო

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის