საქართველოს ნაკრებმა "ფედერაციის თასის" გათამაშებაში თავის ქვეჯგუფში სამივე მეტოქეს სძლია
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა "ფედერაციის თასის" გათამაშება ევროაფრიკული ზონის II ჯგუფის გუნდებისთვის, რომლებიც პირველ ზონაში გადასასვლელი ორი საგზურისთვის იბრძოდნენ.

საქართველოს ნაკრებმა (ანა ტატიშვილი, სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, კაპიტანი ლალი ზერეკიძე) თავის ქვეჯგუფში სამივე მეტოქეს (ნორვეგიას - 3:0, ლატვიას 2:1, თურქეთს - 3:0) სძლია და პლეი ოფში გავიდა, სადაც შაბათს A ჯგუფის მეორეადგილოსან ჩერნოგორიას დაუპირისპირდა.

ჩვენმა გოგონებმა ეს შეხვედრაც, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით მოიგეს - 3:0: სოფიო შაფათავა - ვლადიცა ბაბიჩი 6:2, 6:3, ანა ტატიშვილი - დანკა კოვინიჩი 6:2, 6:2, სოფიო ქვაცაბაია, სოფიო შაფათავა - ვლადიცა ბაბიჩი, მილიცა სლიუკიჩი 6:3, 6:4.

ამ გამარჯვებით ზერეკიძის შეგირდებმა პირველი ზონაში გამოსვლის უფლება მეცხრედ დაიმსახურეს. გაისად მათთან ერთად იასპარეზებს თურქეთის გუნდიც, რომელმაც, ასევე, იოლად დაამარცხა სამხრეთ აფრიკა - 3:0: პემრა ოზგენი - ილზე ჰატინგი 6:4, 6:2, კაგლა ბუიუკაკჩაი - ნატალი გრანდინი 2:6, 6:2, 6:4, პემრა ოზგენი, მელის სეზერი - ლინ კირო, მადრი ლე როუქსი 6:4, 6:2.

შაბათსვე გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მესამე ზონაში ჩამოქვეითდებიან. ესენი არიან ნორვეგია და დანია, რომლებმაც ერთნაირი ანგარიშით (0:3) წააგეს ფინეთთან და ლატვიასთან. მათ ადგილებს, შესაბამისად, მაროკოს და ირლანდიის მძლეველი ლიტვა და ტუნისი დაიკავებენ.

პირველი ზონა ჯერ კიდევ თებერვალში ესტონეთმა და საბერძნეთმა დატოვეს. გადამწყვეტი მატჩი ბალტიისპირელებმა ჰოლანდიელებთან დათმეს (1:2), ელინელებს კი ასეთივე ანგარიშით ლუქსემბურგელებმა აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა