ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზურაბ დათუნაშვილი - ნაკრების მომავალი ლიდერი

ზურაბ დათუნაშვილი - ნაკრების მომავალი ლიდერი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი საგზური მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი საგზური მოიპოვა - სოფიაში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირი გუნდის დებიუტანტმა ზურაბ დათუნაშვილმა (74) მოიგო და საგზურიც გაინაღდა.

20 წლის დათუნაშვილი ვილიამ ხარაზოვის აღზრდილია და ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიქცია ყურადღება - შარშან ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა, მსოფლიოზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ეროვნულ ნაკრებში ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად ჭიდაობდა, თუმცა უფროსთა შორის უცხოეთში ასპარეზობის დიდი გამოცდილებით ვერც რიგით საერთაშორისო ტურნირებში დაიკვეხნის.

ამის მიუხედავად, სოფიაში ძლიერად იჭიდავა - მხოლოდ ერთ პერიოდში დაკარგა ქულები, ფინალში კი ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ბრინჯაოს მფლობელ დანიელ მარკ ოვერგაარდ მადსენს მოუგო.

დათუნაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ნებისმიერ ვარიანტში ტიტულოვანი მეტოქე ელოდა, რადგან იქ გასასვლელად ერთმანეთს ევროპის ორი ჩემპიონი ებრძოდა - აზერბაიჯანელი რაფიკ ჰუსეინოვი და უნგრელი პეტერ ბაცსი.

ცოტა მოულოდნელად, ამ შერკინებაში მადიარმა იმარჯვა და დათუნაშვილმაც მხოლოდ მასთან დაკარგა ქულები - პირველი პერიოდი დაძაბულ ბრძოლაში, 4:3 დამთავრდა ჩვენებურის სასარგებლოდ, მეორე კი 1:0 მოიგო. დათუნაშვილმა დანარჩენ შეხვედრებშიც ძირითად დროში, ორ პერიოდში იმარჯვა - ჩეხ ტომაშ სობეცკის ჯამში 3:0 აჯობა, რუმინელ იონელ პუშკაშუს - 4:0, ფინალში კი მადსენი კიდევ უფრო დამაჯერებლად, 5:0 დაამარცხა.

ამ წარმატების შემდეგ კიდევ უფრო დასანანია, რომ დათუნაშვილი ევროპის წლევანდელ პირველობაზე არ წაიყვანეს, იმის მიუხედავად, რომ იქ ამ წონაში მაინც მოვიპოვეთ მედალი. არადა, მწვრთნელები ამ საკითხს აქტიურად განიხილავდნენ, მაგრამ ვინაიდან აქ საქმეში იმხანად ნაკრების ერთადერთი ლიცენზიანტის - მანუჩარ ცხადაიას ფაქტორი ჩაერია, მათაც ოლიმპიური ინტერესები დააყენეს წინა პლანზე.

საქმე ისაა, რომ თუ ცხადაიას თავის წონაში - 66-ში დასწევდნენ, მაშინ ძალიან ბევრი უნდა დაეკლო. არადა, ოლიმპიადის წინ კიდევ ერთხელ მოუწევდა დაკლება, 6-თვიან პერიოდში ამის ორჯერ გაკეთება კი დიდი ჯაფა იქნებოდა. თან, უფროსებში საქართველოს წლევანდელი პირველობის ფინალში ცხადაიამ იოლად დაჯაბნა დათუნაშვილი...

ცხადია, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას მეორე ლიცენზია გაახარებდა, თუმცა დათუნაშვილის ამ წარმატებამ მწვრთნელს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა - ახლა მას ოლიმპიადაზე წამსვლელის გამოსავლენად ძნელი არჩევანის გაკეთება მოუწევს - ახალბედა ფალავანსა და ნაკრების ყველაზე ტიტულოვან წევრს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას შორის.

არადა, მწვრთნელები გუნდის ლიდერს მომდევნო უქმეებზე ჩინეთში გასამართი მორიგი სალიცენზიო შეჯიბრებისთვის ინახავდნენ, თუმცა მისი იქ გაგზავნა უკვე აღარაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობაში საგზურს ფედერაცია იღებს და არა პირადად სპორტსმენი.

ამიტომ არაა გამორიცხული, ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, ოლიმპიადაზე კი სხვამ იჭიდაოს - შეჯიბრებას ხომ კონკრეტულ მომენტში არსებული სპორტული ფორმა იგებს და არა ტიტულები. დათუნაშვილმა ამ მიღწევით ნამდვილად დაიმსახურა უფლება, მინიმუმ, რეალური პრეტენზია განაცხადოს ლონდონში წასვლაზე, თუმცა კვირკველიას ტიტულების, მისი გამოცდილების პატრონი მორიგ შანსს იმსახურებს.

ამ შემთხვევაში სასწორზე ერთ მხარეს გამოცდილება და ტიტულები დევს, მეორე მხარეს - რეალობა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ბოლო წლებში კვირკველია ვერაფერს იგებს და ადრეულ ეტაპებზევე ეთიშება ტურნირებს, დათუნაშვილს კი თავის ასაკში შედეგები ჰქონდა.

მართალია, ის შეჯიბრებები სიძლიერით ჩამოუვარდებოდა კვირკველიას მიერ ნაჭიდავებს, მაგრამ ამ ბიჭს რაც ევალებოდა, იმას ყოველთვის ლამის სრულყოფილად ასრულებდა. ერთი კია, რომ დათუნაშვილს ჯერ კიდევ აკლია გამოცდილება და შესაბამისად, კლასიც, რაც საქართველოს პირველობის ფინალშიც გამოჩნდა ცხადაიასთან შეხვედრაში.

სამაგიეროდ, ეს კომპონენტები კვირკველიას კოზირია, თუმცა, ფორმის პიკში შესვლის გარეშე, უშუალოდ ჭიდაობისას ეს არაფერში წაადგება. ვფიქრობთ, ამ წონაში ყველაფერს საკონტროლო შეხვედრა გადაწყვეტს.

ლიცენზიამდე ცოტა დააკლდა ფირუზ წულუკიძესაც (60) - მესამეზე გავიდა. ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ნახევარფინალში გავიდა მძიმეწონიანი სერგო გოგისვანიძე - იტალიელ როკკო დანიელე ფიკარასთან ორ პერიოდში ჯამში 3:0 იმარჯვა, რუმინელ ალინ ალექსუს-კიურარიუს კი მესამე პერიოდში მოუგო ასევე 3:0, რითაც ნახევარფინალსაც უწია. იქ კი მომავალ ჩემპიონთან, რუსეთიდან გადაბირებულ სომეხთა ევროპის ოთხგზის გამარჯვებულთან, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორ იური პატრიკეევთან 0:1; 0:1 წააგო.

აღსანიშნავია, რომ პატრიკეევმა მანამ რუსთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი დაამარცხა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლა გოგისვანიძემ ბერძენ ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ქსენოფონ კოუციუბასთან წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84) პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ მელონინ მოუნმოვისთან. ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სანდრო დიხამინჯიამ (96) პოლონელ მარცინ ოლეინიცზაკს ორ პერიოდში 4:1 აჯობა, მაგრამ ბერძენ გეორგიოს კოუტსიოუმპასთან დამარცხდა და მერე ვერც სანუგეშო წრეში გადავიდა.

ბერძენ-რომაელებს სალიცენზიო მარაგის შესავსებად კიდევ ორი ტურნირი რჩებათ. პირველი მათგანი მომავალ უქმეებზე გაიმართება ჩინურ ტაიუანში, მეორეს კი იმ შეჯიბრებიდან ასევე ერთი კვირის თავზე ჰელსინკი უმასპინძლებს. სოფიას მსგავსად, საგზურებს ფინეთშიც მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ, ანუ მხოლოდ ორ-ორი გათამაშდება, ჩინეთში კი სამი გაიცემა.

ფინალისტებს ავტომატურად ეძლევათ ლონდონში გამოსვლის ნება, ბრინჯაოსმედალოსნებს კი ერთმანეთს დააჭიდებენ. მოგებული ჯილდოდ ლიცენზიას მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Shoda

"ამიტომ არაა გამორიცხული, ლიცენზია ერთმა მოიპოვოს, ოლიმპიადაზე კი სხვამ იჭიდაოს" - ჩვენში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა, დიდი უსამართლობა და უსინდისობა იქნება!!!!

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ