ქართველ ლეგიონერთაგან თავი ჯაბა ლიპარტიამ გამოიჩინა, რომელმაც უკრაინაში დუბლი მიითვალა
ბოლო დროს ლეგიონის უქმეების მიმოხილვას ლევან კობიაშვილით ვიწყებთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ტრადიციას დავარღვევთ.

როგორც იცით, ბუნდესლიგის გასული ტური მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, "ჰერტამ" კი შინ წყალწაღებულ "კაიზერსლაუტერნთან" წააგო და მეორე ბუნდესლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

კობიაშვილი შემდეგი ტურისთვისაც დასჯილია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს ვერ გააუმჯობესებს და, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ გაიმეორებს. მომავალ სეზონში "ჰერტას" პირველ ბუნდესლიგაში თამაშის შანსი კი არცთუ დიდია. შესაბამისად, დიდია იმის საფრთხეც, რომ შემდეგ სეზონში ლევანსაც და ზე რობერტოსაც პერუელი კლაუდიო პისარო გაასწრებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობას.

"ჰერტას" გარდა, ელიტიდან დაქვეითება ქართველთა სხვა არაერთ გუნდსაც ემუქრება, რაც, ბუნებრივია, მათი კარიერისთვის ცუდია.

სხვებთან ერთად, საფრთხეშია კახა კალაძის "ჯენოა". "კარლსრუე", "ლე მანი", "კარპატი" - ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც ქართველები იცავენ და გააფთრებით იბრძვიან უძლიერესთა შორის დასარჩენად. ნალჩიკის "სპარტაკი" კი უკვე განწირულია.

რა თქმა უნდა, გვერდს არც პოზიტიურ მომენტებს ავუვლით, მით უფრო, რომ ამჯერად საამისოდ მიზეზები გვაქვს. ყველაზე გამოსარჩევი ამბავი ჯაბა ლიპარტიას დუბლია. "ზორიას" ქართველმა შემტევმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, 54-ეზე თავისიანები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, თუმცა ლუგანსკელები მაინც 2:2-ს დასჯერდნენ.

სანდრო კობახიძემ თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა და თავისი გოლით კიევის "არსენალს" მოაგებინა.(იხილეთ ვიდეო)

აზერბაიჯანში ჩვენთვის საყურადღებო "რავანი"-"თურანის" მატჩი გამოდგა, სადაც სტუმრებს ქულა ქართველებმა მოუტანეს - 84-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა ანგარიში შეამცირა, 88-ეზე კი ალექსანდრე გოგობერიშვილმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.

გიორგი ადამიას გოლმა "ყარაბახს" ვერაფერი უშველა, ირაკლი სირბილაძემ კი მორიგი ფინური გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა