16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში სოხუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში 58:51 იმარჯვეს
16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში შედგა "სოხუმისა" და "აკადემიის" დაპირისპირება, სადაც სოხუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში 58:51 იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

თავდაპირველად შეხვედრა აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც საწყის მეოთხედში 12:7 გავიდნენ წინ. მეორე მეოთხედში "სოხუმი" გააქტიურდა და აღნიშნული პერიოდის მე-7 წუთზე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა (23:23), თუმცა "აკადემიამ" მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და დიდ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით 29:28 დაწინაურდა.

საინტერესო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა. შეხვედრის ამ მონაკვეთში "ზღვისპირელებმა" მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და 50:41 გავიდნენ წინ.

გადამწყვეტ მეოთხედში სოხუმელები აქტიურად ათამაშდნენ დაცვაში და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. აკადემიელებმა მატჩის დასრულებამდე 1:38 წუთით ადრე ანგარიშში 3-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს 51:54, თუმცა დარჩენილ დროში შანსი ვეღარ გამოიყენეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ.

"სოხუმს" 13 ქულით ზაალ ჩხეიძემ ულიდერა, ხოლო 9 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთი ქულა სოსო მაჭავარიანს დააკლდა.

"აკადემიის" მხრივ კი, თავი თემურ პეტრიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და აკადემიისა და "სოხუმის" განმეორებითი შეხვედრა 26 აპრილს ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში, 16:00 საათზე გაიმართება.

www.u-16.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა