კიევის "არსენალის" ფეხბურთელმა, რომელმაც "კარპატის" კარში გადამწყვეტი გოლი შეაგდო, კომენტარი გააკეთა
კიევის "არსენალის" ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე შეუჩერებელია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლვოვის "კარპატთან" დრამატულ მატჩშიც გამოიჩინა თავი და გამარჯვების გოლი გაიტანა.(იხილეთ ვიდეო)

შეხვედრას სტუმრები, რომელთა რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა - ბუბა დაუშვილმა ითამაშა, ორი ბურთის სხვაობით კი იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. შეხვედრის მიწურულს კი "მეთოფეებს" გამარჯვების გოლი სწორედ სანდრო კობახიძემ მოუტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომლითაც, თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, ბოლო დროს კიევის "დინამო" დაინტერესდა, თამაშის შემდეგ საიტ faeri.ru-ს ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა.

- ალექსანდრე, პირველ რიგში, გილოცავთ ბრწყინვალედ ჩატარებულ მატჩსა და "კარპატის" კარში გატანილ გადამწყვეტ გოლს. გვითხარით, "არსენალმა" რატომ ვერ ითამაშა პირველ ნახევარში საკადრისად და რატომ გადადო ყველაფერი მეორე ტაიმისთვის?

- ეს ფეხბურთია! პირველსავე ტაიმში გატანას ყოველთვის ვერ ახერხებ და ბოლო წუთებამდე ბრძოლა გიწევს. არანორმალური თამაში გამოგვივიდა და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ!

- და მაინც, რა დაგაკლდათ პირველ ტაიმში?

- ვფიქრობ, ჩვეულად ვთამაშობდით, მაგრამ როდესაც ვაგებდით, უფრო მეტად შევუტიეთ - შედეგიც ამას მოჰყვა.

ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ!

- რა გითხრათ მწვრთნელმა "კარპატთან" გამარჯვების შემდეგ?

- "ყოჩაღ, ყველანი კარგები ხართ!" ემოციური იყო და თამაშისთვის ყველას მადლობა გადაგვიხადა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა