ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯაბა ლიპარტია: ძალიან მინდოდა, ჩემი დუბლი 3 ქულის მომტანი ყოფილიყო [+VIDEO]

ჯაბა ლიპარტია: ძალიან მინდოდა, ჩემი დუბლი 3 ქულის მომტანი ყოფილიყო [+VIDEO]

ლუგანსკის "ზარიას" ქართველი ნახევარმცველი კიევის "დინამოს" უშეღავათო ბრძოლით ემუქრება
უკრაინის ჩემპიონატში ლუგანსკის "ზარიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია "ვორსკლას" კარში გატანილი ორი გოლით გამოირჩა.

ჯაბამ სტუმრები მე-8 და 55-ე წუთებზე (პენალტით) გაახარა, თუმცა ლუგანსკელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ფრეს (2:2) დასჯერდნენ.

უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატში "ზარია" 24 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ჯაბა ლიპარტიამ თამაშის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა:

- დღეს რთული მატჩი გვქონდა. "ვორსკლა" - სერიოზული მეტოქეა, რომელთანაც თამაში ძნელია. მართალია, პოლტაველებს, სატურნირო ცხრილის მხრივ, ამ შეხვედრაში მოტივაცია არ ჰქონდათ, მაგრამ შინაური კედლების ფაქტორი ყოველთვის მოქმედებს.

საწყენია, რომ ანგარიშში წინ ორჯერ გავედით, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ხელიდან მაინც გავუშვით...

- თანაც, ახლა გუნდისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს...

- დიახ, გამორიცხული არაა, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში გადამწყვეტი ეს ქულა აღმოჩნდეს. წინ კიდევ ორი ტურია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თამაშებში ქულები მოვიპოვოთ.

- "ვორსკლასთან" მატჩში დუბლი მიითვალე...

- გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს, როდესაც ერთ თამაშში იტან წყვილად. მაგრამ მთავარი მაინც მატჩის საბოლოო შედეგია, რომელიც ტაბლოზე ანთია.

ძალიან მინდოდა, ჩემი გოლები გუნდისთვის სამი ქულის მომტანი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა მომავალ მატჩებშიც გავიტანო - ეგებ იმ გოლებმა მაინც გაამარჯვებინოს "ზარიას" (ეღიმება).

- მატჩის შემდეგ იური ვერნიდუბმა ("ზარიას" მთავარი მწვრთნელი) თქვა, გატანილი გოლის შემდეგ "ზარია" საკუთარ კარს მიეჯაჭვაო. რატომ მოხდა ასე?

- ახლა ჩვენთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ალბათ, ქვეცნობიერად ვცდილობდით, ანგარიშში მოპოვებული უპირატესობა შეგვენარჩუნებინა და კარის უსაფრთხოებაზე გადამეტებულად ზრუნვა დავიწყეთ. არადა, ამის გაკეთება გაუმართლებელი იყო. ეტყობა, ეს იგრძნო "ვორსკლამ" და ამიტომაც იყო, თავდასხმაში უფრო აგრესიულად რომ ათამაშდა.

- სკეპტიკოსები ამბობენ, რომ "ზარიას", პრაქტიკულად, მხოლოდ ერთი თამაში დარჩა, სადაც შეიძლება ქულების მოპოვებაზე იფიქროს, რადგან ორიდან ერთი მეტოქე კიევის "დინამოაო"...

- რაც უნდათ, ის თქვან, ეს მათი უფლებაა. ჩვენ კი დარჩენილ თამაშებში მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. მით უმეტეს, რომ ლუგანსკში თამაში კიევის "დინამოსთვის" იოლი არასდროს იყო და ჩემპიონატის ლიდერს ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლას გავუმართავთ.

• buti-47

ჯაბა წარმატებებს გისურვებ, შენ უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებ

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა