ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა დამაჯერებლად მოიგო ამერიკის ღია პირველობის ფინალი, რომელშიც ვერა ზვონარევასგან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ამერიკული ტრიუმფის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ბელგიელმა ახსნა, თუ როგორ მოახერხა ზედიზედ მეორედ ერთ-ერთი ურთულესი ტურნირის მოგება...

ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა დამაჯერებლად მოიგო ამერიკის ღია პირველობის ფინალი, რომელშიც ვერა ზვონარევასგან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ტურნირის მეორე ჩოგანმა ამით შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.

ორმა ურთულესმა კვირამ საჩოგბურთო სამყაროს ახალი და ამასთან, ძველი ტრიუმფატორი მოუვლინა. კიმ კლაისტერსი, რომელმაც შარშან ბევრისთვის მოულოდნელად მთავარი პრიზი მოიპოვა, ამჯერად მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა ნიუ იორკში და დაადასტურა თავისი უმაღლესი კლასი. ამერიკული ტრიუმფის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ბელგიელმა ახსნა, თუ როგორ მოახერხა ზედიზედ მეორედ ერთ-ერთი ურთულესი ტურნირის მოგება.

- კიმ, გასულ წელს თქვენს გამარჯვებას განსაკუთრებული უწოდეს, რადგან ახალი დაბრუნებული იყავით კორტზე. წელს აქ განთესვის მეორე ნომერი მოიპოვეთ. გრძნობდით, რომ თქვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?

- ამერიკული ტურნირების სერიის წინ, ჩემი მთავარი ამოცანა ამერიკის ღია პირველობისთვის მომზადება იყო. ეს ახალი სიტუაცია იყო ჩემთვის - ნიუ იორკში ტიტულის დასაცავად ჩავედი, რაც ადრე არასოდეს მომხდარა. ამჯერად ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ვიყავი. ასეთ ტურნირებზე გამარჯვებამდე ეტაპობრივად უნდა მიხვიდე. მთავარია, საუკეთესო თამაში მთავარ მატჩში იპოვნო, რაც მოვახერხე კიდეც. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ორი კვირით, რომელიც ნიუ იორკში გავატარე.

- როგორ მოახერხეთ ფინალში ასე იოლად გამარჯვება?

- ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. გავაანალიზე ჩემი წინა დამარცხებების მიზეზები, განსაკუთრებით უიმბლდონზე. ლონდონში ზვონარევასთან წაგება განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემს კარიერაში და რევანშზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. მწვრთნელთან ერთად რამდენიმე მომენტზე გავამახვილე ყურადღება, რამაც ფინალში დიდი დახმარება გამიწია. ამით მეტოქეს თავგზა ავუბნიე.

- თქვენ პირველი ხართ, ვინც ბოლო ათი წლის განმავლობაში ტიტულის დაცვა შეძელით. იქნებ აგვიხსნათ, რატომ არის პრიზის შენარჩუნება ასეთი რთული?

- "დიდი სლემის" ტურნირებზე თამაში ყოველთვის რთულია. ორი კვირის განმავლობაში ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყო. ეს მხოლოდ ჩოგბურთი არ არის. ეს არის ცხოვრება კორტზე და მის მიღმა. აღელვებული ვარ იმის გამო, რომ შევძელი ზედიზედ ორჯერ გამარჯვება. ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ახალი წარმატება იმაზე მეტყველებს, რომ შენი თამაში მართლაც საუკეთესოა. ვგრძნობდი, რომ შემეძლო საუკეთესო ფორმაში შესვლა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.

- გამოცდილების გარდა, რა გეხმარებათ "ფლეშინგ მედოუზე" გამარჯვებაში? იქნებ კორტის საფარი ან რაიმე სხვა ფაქტორი?

- აქაური ჰარდი ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საფარი. აგრეთვე მომწონს ლურჯად შეღებილი კორტები. ჩემი აზრით, მასზე ბურთი უკეთ მოჩანს. საერთოდაც, ამერიკულ ჰარდზე კარგი შედეგები მაქვს. ადრეულ წლებშიც რეგულარულად ვიგებდი ადგილობრივ ტურნირებში. მაგალითად, სტენფორდში, სან დიეგოში, ლუიზიანასა და სხვა ქალაქებში.

- ბავშვი გააჩინეთ და მაინც შეძელით უმაღლეს სპორტულ დონეზე გასვლა. ისევ გააგრძელებთ დიდი ხანი თამაშს თუ ოჯახი გიკარნახებთ სპორტული კარიერის პირობებს?

- ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე მინდა უმაღლესი დონის შენარჩუნება. მაგრამ მეორეს მხრივ, არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს. იქნებ ტრავმა მიიღო და გეგმები ჩაიფუშოს. ახლა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა - ტრავმებისგან თავის დაცვაა. თუ შევძელი დაზიანებების თავიდან აცილება, მაშინ ჩემი მთავარი ამოცანა "დიდი სლემის" მოგება იქნება. ჯერჯერობით კარგად ვთამაშობ და არ ვაპირებ ჩოგბურთისთვის თავის დანებებას. ჩემი ქალიშვილისთვის სკოლაში წასვლა ადრეა, ასე რომ დრო მაქვს. თუმცა ადრე თუ გვიან ყველაფერი შეიცვლება და მომიწევს ჩოგბურთისთვის თავის დანებება, მინდა ეს თუ არა.

- ჰარდზე უკვე ილაპარაკეთ. რას იტყვით სხვა საფარზე? გაქვთ მათი დაპყრობის სურვილი?

- რა თქმა უნდა, მოტივაცია არსებობს. სხვადასხვა ტურნირზე გვიწევს თამაში და ნებისმიერ საფარს უნდა მოვერგოთ. ჩემი აზრით, ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატების მიღწევის დიდი შანსი მაქვს. იქაც ჰარდია და ყოველთვის მიყვარდა იქაურ ტურნირებში მონაწილეობა. რაც შეეხება ევროპულ ტურნირებს, როლან გაროსი ბელგიასთან ახლოს - საფრანგეთში იმართება, ამიტომაც იქ ბევრი გულშემატკივარი მყავს. საკუთარი ქომაგების თვალწინ ყოველთვის ორმაგად მოტივირებული ხარ. უიმბლდონის მოგება კი მამაჩემის გამო მინდა. ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ამ ტურნირით. ჩემი სურვილია ლონდონში გამარჯვება მის ხსოვნას მივუძღვნა.

- მართლა შეგიძლიათ ამ ტურნირების მოგება?

- შევეცდები. ამისთვის საჭიროა ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა და ამ შემთხვევაში დავიჯერებ ჩემს ამერიკულ ტრიუმფს.

- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ კარიერაში პაუზის დროს კავშირი გქონდათ ანა ივანოვიჩთან. სერბის თქმით, მას რჩევებით ეხმარებოდით...

- ანასთან მართლაც ახლო ურთიერთობა მქონდა. ის ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელთანაც კორტის მიღმაც ხშირი შეხვედრები მაქვს. ანა - ძალიან კარგი გოგონაა. კარიერაში ჩავარდნამ ძალიან იმოქმედა მასზე, თუმცა ბოლო თვეებში თანდათან პოულობს თავის თამაშს და გაცილებით უკეთ თამაშობს. თუ შემიძლია, ყოველთვის ვეხმარები რჩევებით. სხვათა შორის, როცა "დიდი სლემის" პირველი ტურნირის თამაში მიწევდა, შტეფი გრაფი მაძლევდა დარიგებებს და ეს დაუჯერებლად მეჩვენებოდა. დიახ, ვეხმარები ახალგაზრდებს, მაგრამ როცა კორტზე შეხვედრა გვიწევს, მოგებას ვცდილობ.

- გამოდის, ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობა თქვენი მისწრაფება ყოფილა?

- შესაძლოა. უბრალოდ მიმაჩნია, რომ თუ თავად გადაიტანე რთული მომენტები, ამ შემთხვევაში ახალგაზრდების დახმარების უფლება გაქვს. მათ უნდა იცოდნენ, რომ წაგებით არ სრულდება არც კარიერა და არც ცხოვრება. ასეთ დროს მხარდაჭერა აუცილებელია და ყოველთვის ვცდილობ ამის გაკეთებას.

კიმსლენდი ბავშვებს იწვევს

ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ კიმ კლაისტერსმა ბავშვებისთვისაც მოიცალა. მან 10 ათასი ბავშვი და მათი მშობლები პლოპსალანდის გასართობ პარკში მიიწვია.

აქცია 17 ოქტომბერს ჩატარდება. ბრიუგეს სამხრეთით მდებარე პლოპსალანდი ერი დღით საჩოგბურთო ქვეყანა - "კიმსლენდად"

გადაიქცევა. 5 ათას ბავშვს პროექტ SOS Children Villages-ის საქველმოქმედო ფონდის დახმარებით აარჩევენ. ამ ფონდთან ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. კიდევ 5 ათასი მოსაწვევი "კიმსლენდის" ოფიციალურ ვებგვერდსა და აქციის საინფორმაცია პარტნიორთა ვებგვერდებზე გათამაშდება.

"კიმსლენდის" სტუმრებს მასპინძლობას თავად ჩოგბურთელი გაუწევს. თითო ბავშვი უფასო სასმელსა და ერთ ყუთ ტკბილეულობასა და სათამაშოებს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება