ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს ოთხი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი
ამ კვირას ჩოგბურთის მოყვარულებს ოთხი ტურნირის მსვლელობას შეუძლიათ მიადევნონ თვალი.

ATP

Barcelona Open

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 627 500 ევრო

მონაწილეები: რაფაელ ნადალი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, იანკო ტიპსარევიჩი, ნიკოლას ალმაგრო, კეი ნიშიკორი...

ეს წელი საიუბილეოა ბარსელონას ტურნირისთვის - მას 60 წელი უსრულდება. არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ ბოლო ცხრა წელია, აქ ჩემპიონები ესპანელები ხდებოდნენ, მათ შორის ექვსჯერ ტიტული რაფაელ ნადალს ერგო. ამ ტურნირზე რაფა 2005-09 წლებში იმარჯვებდა და კიდევ ერთი ტრიუმფი გასულ სეზონში ჰქონდა. ასე რომ, რაფას ტიტულის დაცვა უწევს, ისევე, როგორც გასულ კვირას მონტე კარლოში, სადაც ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

გრუნტზე თავისი შედეგების გაუმჯობესებას შეეცდება ენდი მიურეი, რომელიც კატალონიის დედაქალაქში მეოთხედ სცდის ბედს. ჯერჯერობით წინა სამი გამოსვლა წარმატებული არ ყოფილა - მოგება-წაგების შეფარდება ერთი სამთან გახლავთ.

შოტლანდიელი ჩოგბურთელი არ ბრწყინავდა გასულ კვირას მონტე კარლოში, სადაც ენდიმ მეოთხედფინალი დათმო ტომაშ ბერდიხთან.

ასევე შეეცდება მონაკოში სუსტი გამოსვლის გამო რეაბილიტაციას დავიდ ფერერი, რომელმაც მონტე კარლოს კორტებზე პირველივე მატჩი წააგო. ბარსელონას ტურნირზე ფერერი სამჯერ იყო ფინალისტი და ყოველთვის ნადალთან მარცხდებოდა.

BRD Nastase Tiriac Trophy

ბუქარესტი (რუმინეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეები: ჟილ სიმონი, ფლორიან მაიერი, იურგენ მელცერი, ვიქტორ ტროიცკი, ანდრეას სეპი, მარკოს ბაღდატისი...

ბუქარესტის ტურნირი 1993 წლიდან ტარდება. ამჯერად განთესვის პირველი ნომერი ჟილ სიმონმა მიიღო, რომელიც 2008 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს რუმინეთის დედაქალაქში. ფრანგ ჩოგბურთელს აქ ორჯერ აქვს მოგებული მთავარი პრიზი - 2007 და 2008 წლებში.

სიმონი ბუქარესტში მონტე კარლოში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჩავიდა. იქ ნახევარფინალში ნადალთან წაგებამდე ფრანგმა ტოპ-ათეულის ორ წევრს მოუგო - იანკო ტიპსარევიჩსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას. ასევე ბრუნდება ბუქარესტში იურგენ მელცერი, რომელსაც აქ 2007 წლის შემდეგ არ უთამაშია.

განსაკუთრებული იქნება ეს ტურნირი მოქმედი ჩემპიონისთვის, ფლორიან მაიერისთვის, რომელმაც შარშან აქ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა და ATP-ის ფინალებში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 740 000 დოლარი

მონაწილეები: ვიქტორია აზარენკა, მარია შარაპოვა, პეტრა კვიტოვა, აგნიეშკა რადვანსკა, სამანტა სტოსური, კაროლინ ვოზნიაცკი...

ტურნირი შტუტგარტში ოცდამეთხუთმეტედ იმართება. იულია გორჯესის წინაშე რთული ამოცანაა - უნდა დაიცვას ტიტული ამდენ ვარსკვლავთან კონკურენციის პირობებში. საკმარისია აღინიშნოს ის, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ამ სეზონის ორი საუკეთესო მოთამაშე - ვიქტორია აზარენკა და აგნიეშკა რადვანსკა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ჩოგბურთელის ანგარიშზე 26 გამარჯვებაა. მსოფლიოს პირველი ჩოგანის წარმატებული სერია მაიამიში მარიონ ბარტოლიმ შეწყვიტა. შტუტგარტის ტურნირზე ვიქტორიას ექნება შანსი, შური იძიოს ფრანგზე - სატურნირო ბადის მიხედვით, მათ მეოთხედფინალში უწევთ შეხვედრა.

ტიტულის მოპოვების კარგი შანსი აქვს აგნიეშკა რადვანსკას, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ აზარენკასთან აქვს წაგება.

ბელარუსმა პოლონელს მოუგო სიდნეის ნახევარფინალში, ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში, ყატარის ნახევარფინალსა და ინდიან უელსის მეოთხედფინალში. სავარაუდოდ, ეს ჩოგბურთელები შტუტგარტში ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

მცირე დასვენების შემდეგ ახალი ძალებით გავლენ კორტზე მარია შარაპოვა და პეტრა კვიტოვა, რომელმაც ჯერჯერობით ჩააგდო მიმდინარე სეზონი. ვერ მიიღებენ მონაწილეობას ტურნირში ვერა ზვონარევა და საბინ ლისიცკი.

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: ანაბელ მედინა გარიგესი, სვეტლანა კუზნეცოვა, პეტრა ჩეტკოვსკა, იანინა ვიკმაიერი, სიმონა ჰალეპი...

ტურნირი 2001 წლიდან იმართება და ამ დროის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა მისი ჩატარების ადგილი - კასაბლანკადან რაბატში გადავიდა, შემდეგ ფესში. საინტერესოა, რომ არცერთ ჩოგბურთელს ორჯერ ტიტული არ მოუგია. ამჯერად ფესში მოქმედი ჩემპიონის რანგში ალბერტა ბრიანტი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა