სერბეთის ნაკრებმა რუსეთის ძლევის შემდეგ პირველად გააღწია მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში
ქალთა პროფესიულ ტურში გასულ კვირას დასვენება იყო, რადგან ფედერაციის თასზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ისტორიულ შედეგს მიაღწია სერბეთის ნაკრებმა - მან მოსკოვში რუსეთის ძლევის შემდეგ პირველად გააღწია მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში.

რუსეთისა და სერბეთის ნახევარფინალში პირველი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო: იანკოვიჩმა პავლიუჩენკოვას მოუგო, მაგრამ ივანოვიჩი კუზნეცოვასთან დამარცხდა.

მეორე დღეს პირველები კორტზე პავლიუჩენკოვა და ივანოვიჩი გავიდნენ. რუსმა კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველი სეტი 6:3 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი თამაშობდა - ივანოვიჩმა ზედიზედ 10 გეიმი აიღო, რითაც 6:0 მოიგო მეორე სეტი და მესამეში 4:0 დაწინაურდა.

შესაბამისად, სერბს აღარ გასჭირვებია მოგება - 3:6, 6:0, 6:3 და სერბეთმა წაიყვანა საერთო ანგარიში - 2:1.

რუსეთი უნდა გადაერჩინა სვეტლანა კუზნეცოვას, მაგრამ მან ვერ გაიმეორა წინა დღის გმირობა. იანკოვიჩმა ძალიან კარგად დაიწყო მატჩი და პირველ სეტში გაანადგურა მეტოქე - 6:1. კუზნეცოვამ მეორე პარტიაში მიიღო გადარჩენის შანსი, როცა 3:0 დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო ხუთი გეიმი იანკოვიჩმა აიღო და შემდეგ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

ანგარიში 3:1 გახდა და წყვილების თამაშმა აზრი დაკარგა. სერბეთი გავიდა ფედერაციის თასის ფინალში, სადაც მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთს შეხვდება. ჩეხებმა შინ 4:1 გაანადგურეს იტალია და ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ფინალში.

იტალიელები, რომლებიც 2006-10 წლებში ყოველთვის თამაშობდნენ ფინალში და სამი ტიტული მოიპოვეს, ისევ აპირებდნენ გადამწყვეტ მატჩში გასვლას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ გუნდის ბოლო წლების ლიდერები - ფრანჩესკა სკიავონე და ფლავია პენეტა ახლა არ არიან კარგ ფორმაში.

ჩეხებმა პირველი სამი მატჩის შემდეგ გაინაღდეს ფინალში თამაში, თანაც ამ სამ შეხვედრაში მათ სეტი არ წაუგიათ. ორი ქულა მოუტანა მასპინძლებს პეტრა კვიტოვამ, ერთი - ლუსი საფაროვამ. ფინალი ჩეხეთსა და სერბეთს შორის 3 ნოემბერს მოქმედი ჩემპიონების მოედანზე გაიმართება.

პარალელურად გაიმართა მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფი. ოთხ წყვილში გამარჯვებულებმა შეინარჩუნეს 2013 წლის სეზონისთვის ფედერაციის თასის ელიტაში ადგილი.

პლეი ოფი

იაპონია-ბელგია 4:1

უკრაინა-აშშ 0:5

ესპანეთი-სლოვაკეთი 2:3

გერმანია-ავსტრალია 2:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა