მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ორშაბათს ამერიკის ღია პირველობის მოგებით "კარიერული სლემი" მოიპოვა, განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საკუთარ თავს ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ორშაბათს ამერიკის ღია პირველობის მოგებით "კარიერული სლემი" მოიპოვა, განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საკუთარ თავს ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად.

"როგორც ჩოგბურთელმა ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე და ეს ექვსი თვე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება, - განაცხადა 24 წლის რაფამ მადრიდის აეროპორტში. - ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი ვარ. თუმცა ჩემთვის დიდი პატივია, როცა ჩემს მიღწევებს ასეთ შეფასებას აძლევენ".

მიმდინარე წელი ესპანური სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა მესამედ გაიმარჯვა ტურ დე ფრანსზე, ნადალმა კი "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო. მხოლოდ კალათბურთელებს მოეცარათ ხელი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტული დაკარგეს და მეექვსე ადგილი დაიკავეს.

"არ ვიცი ამ წარმატებებს შორის რა ადგილი უკავია ჩემს გამარჯვებებს, - ამბობს ესპანელი ჩოგბურთელი. - ყველა ტრიუმფი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ჩვენი გამოსვლა ესპანური სპორტის იმ პერიოდს ემთხვევა, რომელიც, შესაძლოა, აღარ განმეორდეს. ამიტომაც მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ ამ მომენტისგან".

ნადალმა ისიც აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღწევია კარიერის მწვერვალისთვის: "ყოველთვის არსებობს ისეთი მომენტები, რომლის გაუმჯობესება შეიძლება. მართალია, ბრძოლას გავაგრძელებ, თუმცა იმითაც ბედნიერი ვარ, რაც ახლა გამაჩნია".

თავის მთავარ მეტოქეზე - როჯერ ფედერერზე საუბრისას რაფაელმა აღნიშნა, რომ კვლავაც არ შეიძლება შვეიცარიელის ჩამოწერა.

"მინდა ისეთივე წარმატებებს მივაღწიო, როგორიც ფედერერს აქვს. 10 წელიწადში მან ისეთი სიმაღლეები დაიპყრო, რომლის გამეორება შეუძლებელია. რთულია მთელი წელი 100 პროცენტით იყო მზად სათამაშოდ, მაგრამ ის ამას ახერხებს. ასე რომ, ამერიკის ღია პირველობაზე მცირე ჩავარდნა ეპატიება", - აღნიშნა "დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის გამარჯვებულმა.

ნადალს ნიუ იორკში გამარჯვება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის საპატერომ მიულოცა. მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ესპანელი ჩოგბურთელის სახელი სამუდამოდ შევიდა სპორტის ამ სახეობის ისტორიაში.

"მოხარული ვარ მთელი ესპანეთის სახელით მოგილოცოთ ამერიკის ღია პირველობის ტრიუმფალურად მოგება. ეს ბრწყინვალე მიღწევა მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში შევა, რადგან თქვენ გახდით მეშვიდე და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირზე გაიმარჯვა. თქვენი სახელი ისტორიის ნაწილად იქცა, რის გამოც დღეს მთელი ესპანური ერი ძალიან ამაყია. მადლობა!" - წერია საპატეროს ტელეგრამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა