"ქაისერის" თავკაცის სამშობლოში ყოფნის მიზეზი მისმა ძმამ, რევაზ არველაძემ გაგვიმხილა

22 აპრილს "ქაისერი" თურქეთის ჩემპიონატში "გაზიანთეფს" შეხვდა და 2:1 მოუგო. ყველასთვის მოულოდნელად, ამ დროს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან "დილასა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრას... კლუბის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ადევნებდა თვალს.

ამან მორიგი ჭორი ააგორა, თითქოს, შოთას თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს და ისიც იმდენად დაინტერესდა, რომ გორში დინამოელთა შეხვედრის ნახვა ისურვაო. მეორე ვერსიით კი, "ქაისერის" თავკაცს მომავალ სეზონში გორის "დილა"... "ჩააბარეს"!

სინამდვილეში 39 წლის ქართველი სპეციალისტის "ქაისერში" დარჩენა გადაწყვეტილია. შოთას ჩამოსვლის მიზეზი კი სულ სხვა რამ იყო, რაც მისმა ძმამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გაგვიმხილა:

"შოთას არც თბილისის "დინამოსთან" და არც გორის "დილასთან" არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია. ის "ქაისერში" რჩება და გორში სწორედ მისთვის საინტერესო მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა".

აქვე გეტყვით, რომ პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტ-გაზეთმა "სპორტს.რუ"-მ გამოაქვეყნა 40-წლამდელი პერსპექტიული მწვრთნელების სია, რომელთაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევიათ. საპატიო ტოპოცეულში არველაძე მე-18 ადგილზე გავიდა. პირველზე ოლე-გუნარ სოლსკიაერია, რომლის თავკაცობითაც შარშან ნორვეგიულმა "მიოლდემ" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედლები.

"შოთამ სამწვრთნელო გამოცდილება ჰოლანდიაში დააგროვა, რათა შემდგომ თურქეთში გამოეყენებინა. იმუშავა ვან გაალთან, კუმანთან, ადვოკაატთან და "ქაისერის" წინადადებას დათანხმდა. მან პირველივე სეზონში (2011/12) ფურორი მოახდინა, მოუგო "ფენერბახჩეს", "ბეშიქთაშს"; "გალათასარაისთან" კი ფრედ ითამაშა, ანუ თურქეთის სამ საუკეთესო გუნდთან მის გუნდს გოლი არ გაუშვია.

თუ სტამბულელი გრანდები სასურველი ფეხბურთელების შეძენაზე 20-30 მილიონ ევროს ხარჯავდნენ, არველაძეს მხოლოდ თავისუფალი აგენტების მიწვევის საშუალება ჰქონდა. მაგალითად, ასე დაიმატა ზურაბ ხიზანიშვილი და ურუგვაელი თავდამსხმელი მარსელო სალაიეტა. მთელი გასული სეზონი არველაძის "ქაისერი" ხუთეულში იყო, ახლა კი გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება", - წერს "სპორტს.რუ"-ს ჟურნალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როკო მართლა ძაან მაგარია.
უძლევი
რეზო არველაძე არ გინდა წაიყვანო თურქეთში? რაც შენ კარგი გაგიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის იმდენი "კარგი" შენს ძმას აქვს გაკეთებული და კიდევ აგრძელებს კეთებს.
giorgi
როკო მურუსიდზეს დააკვირდეს ჯობია. ვახტანგ კოპალეიშვილტან თამაშობს 16 ცლისაა და ფრინავს. ეგაა ქართული ფეხბურტის მომავალი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა