ვასილ მაისურაძის გუნდს გზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაულოცა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უკვე ავსტრიაშია და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს იქ გადის.

ავსტრიაში გამგზავრებამდე ვასილ მაისურაძის გუნდი სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას დაესწრო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ. პატრიარქი გუნდს გაესაუბრა, დალოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიის პატარა ქალაქ სენტ-ვაიტში დაგეგმილ დროს ჩავიდა და საწვრთნელ პროცესსაც შეუდგა. ქართველების განკარგულებაში მყუდრო სასტუმრო და სამი სავარჯიშო მოედანია. ავსტრიიდან სლოვენიაში ჩვენი გუნდი 2 მაისს ავტობუსით გადაინაცვლებს, 4 მაისს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს დედაქალაქ ლუბლიანაში ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, გერმანიასთან ჩაატარებს.

ცვლილებები არ შესულა ავსტრიაში გასამართი საკონტროლო შეხვედრების გრაფიკში - საქართველოს ნაკრები 25 და 28 აპრილს ადგილობრივი რეგიონის ჭაბუკთა ნაკრებებს გაეჯიბრება.

ქართველი 17-წლამდელები ავსტრიაში 19 ფეხბურთელით გაემგზავრნენ, შეკრებაზე კი გუნდს იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია შეუერთდება. ავსტრიაშივე მაისურაძე და მისი ასისტენტები სლოვენიაში წასაყვან 18 მოთამაშეს შეარჩევენ.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), ნიკოლოზ შერმადინი (უგუნდო);

მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე - "დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("ოლიმპი", თბილისი)

ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ყველა - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე ("საბურთალო")

თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), ვანო წილოსანი ("დინამო", თბილისი), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა