გორის "დილადან" ყაზახეთში გადაბარგებულმა 24 წლის ფეხბურთელმა ადაპტაციის სირთულეები დაძლია
ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ოკჟეპტესმა" სტუმრად "ასტანასთან" 4:1 დავით ჩაგელიშვილის ჰეთ-თრიქით მოიგო.

გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა 51-ე, 87-ე და 91-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. შვიდ ტურში "ოკჟეპტესის" გატანილი 7 გოლიდან 5 ჩაგელიშვილმა შეაგდო. მისი შედეგიანი თამაშით გუნდმა ჩემპიონატში პირველი შეხვედრა მოიგო.

ყაზახურმა ინტერნეტ-გაზეთმა "სპორტს.კზ"-მ 24 წლის ქართველ თავდამსხმელს ინტერვიუ ჩამოართვა, საიდანაც ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები შევარჩიეთ.

"ძნელი დასაჯერებელია, რომ ამჟამად ყაზახეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერი, დავით ჩაგელიშვილი თამაშობს. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ქართველები მრავლად იყვნენ და თითოეული მათგანი ჩემპიონატს თავისებურ ელფერსა და კოლორიტს სძენდა.

ჩაგელიშვილი ცდილობს შესამჩნევი იყოს, უპირველესად, ხარისხიანი თამაშით და არა რთულად გამოსათქმელი გვარის გამო.

- დიახ, ჩემს ძმასთან, ლევანთან ერთად მინდა თამაში. ჩვენ ყოველთვის ერთ გუნდში ვირიცხებოდით. ის მაღალი კლასის მცველია, თამაშს კარგად კითხულობს, სწრაფია და ფიზიკურად ძლიერი. მისი გადაცემებით ბევრი გოლი გამიტანია. მიმაჩნია, რომ ასეთი მცველი ნებისმიერ კლუბს გამოადგება. გუნდის ხელმძღვანელებთან ლევანის დამატებაზე უკვე ვილაპარაკე.

მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული სეზონი ჯერ კიდევ წინ მაქვს. გორის "დილაში" გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, სადაც ნახევარ სეზონში თასზე და ჩემპიონატში 8 გოლი გავიტანე.

როგორ მოვხვდი "ოკჟეტპესში"? მითხრეს, თავდამსხმელი სჭირდებათო. თურქეთში გასინჯვაზე ჩავედი, ამხანაგურ მატჩში 30 წუთში ორი გოლი გავიტანე და ერთი საგოლე გადაცემა გავაკეთე. ამის შემდეგ კონტრაქტი გავაფორმე.

ქართველებისგან განსხვავებით, ყაზახი ფეხბურთელები საკუთარ ჩემპიონატში თამაშს ამჯობინებენ? მე კი მიმაჩნია, რომ უცხოეთში თამაში ფეხბურთელის განვითარებაზე მხოლოდ დადებითად აისახება...

რითი განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატები? საქართველოში მეტ ყურადღებას შემოქმედებასა და ტექნიკას უთმობენ, თქვენთან კი - ძალისმიერ ფეხბურთსა და დისციპლინას.

თავიდან "ოკჟეტპესში" ბევრს არ ვთამაშობდი. ეს იმიტომ, რომ ადაპტაცია გამიძნელდა. როდესაც ყაზახეთში ჩამოვედი, ძალიან ციოდა. მაგრამ ამ კითხვაზე უფრო კარგად ჩვენი ყოფილი მწვრთნელი გიპასუხებთ", - ამბობს ჩაგელიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა