იტალიაში კალჩოს ევროპერსპექტივაზე მსჯელობენ

გასულ სეზონში, იტალიური საკლუბო ფეხბურთი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილი დაეკარგა და ბუნდესლიგისთვის გადაელოცა. ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალურმა მატჩმა გადაწყვიტა, ანუ "კალჩომ" ბეწვის ხიდზე გაიარა. არადა, მიუნხენელებს რომ თუნდაც თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიეყვანათ საქმე, უკვე მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში გერმანელები გაიყვანდნენ ოთხ გუნდს. ეს ყველაფერი კი უეფას საკლუბო რეიტინგზეა დამოკიდებული, სადაც იტალიის სერია A-ს მესამე ადგილი უკავია და მინიმალური ქულებით უსწრებს გერმანულ ბუნდესლიგას. აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს "სამპდორიასა" და "ვერდერს" შორის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა - ორმატჩიან დუელში, გამარჯვება ბრემენელებს დარჩათ, თუმცა საშინაო შეხვედრა გენუელებმაც მოიგეს და ამით, გარკვეული ქულები ჩაწერეს იტალიური ფეხბურთის აქტივში. თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს ნაკლებად იძლევა, რადგან "სამპას" საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, წელს ლიგაში იტალიას ოთხი გუნდი ეყოლებოდა, გერმანიას კი მხოლოდ ორი - ასეთ პირობებში კი ალემანები აპენინელებს ვერავითარ კონკურენციას ვეღარ გაუწევდნენ. ეს ასე არ მოხდა და ძალიან საინტერესოა, როგორი სახე ექნება ამ სეზონში იტალიურ-გერმანულ დაპირისპირებას. და საერთოდ, რა შანსები აქვთ აპენინელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში? - ამაზე არაერთი იტალიელი ჟურნალისტი წერს...

ინტერი

გასულ სეზონში, "ინტერმა" ყველაფერი მოიგო, მათ შორის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით, რომ ეს გამარჯვება ჩრდილშია მოქცეული. ეს "ბარსელონას" ჩრდილია, გუნდის, რომელიც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძურიმ" გზად სწორედ კატალონიური გრანდი ჩამოიცილა, ევროპის საუკეთესო გუნდის სტატუსს თითქოს მაინც "ბარსა" ინარჩუნებს. როდესაც კატალონიელებმა მოიგეს ყველაფერი და ეს ორი წლის წინ მოხდა, მაშინ ისინი უკონკურენციონი იყვნენ - "ინტერის" შემთხვევაში კი კვლავაც ბევრი მოგედავებათ თუ რომელია დღეს ევროპის საუკეთესო კლუბი. ერთი სიტყვით, "ნერაძურიმ"კიდევ ერთხელ უნდა მოიგოს ლიგა, რომ ყველას დაანახვოს - ვინ არის ჭეშმარიტად საუკეთესო. შესწევს კი ამის ძალა მილანურ გრანდს? - ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

დასუსტდა თუ არა გასულ სეზონთან შედარებით "ინტერი", ამაზე დღეს საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები პროგნოზებს და ვარაუდებს მაინც არ ერიდებიან. მილანელთა მთავარი დანაკარგი ჟოზე მოურინიოა, რომელიც გარანტი გახლდათ თამაშის მაღალი ხარისხის და რაც მთავარია, სტაბილურობის. რაფაელ ბენიტესი მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, ზუსტადაც რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული მოღვაწეობით გაითქვა სახელი, მაგრამ ჯერჯერობით, მის ხელში გუნდი ვერაფერ ფეხბურთს აჩვენებს. ვეღარც გორან პანდევი ბრწყინავს გარემარბის პოზიციაზე, ვერც კრისტიან კივუა საიმედო დაცვის მარცხენა ფლანგზე, ვეღარც ტიაგო მოტაა იდეალური საყრდენი ნახევარმცველი და ვერც დიეგო მილიტო იტანს გოლს გოლზე - მეტიც, არგენტინელმა საკუთარ კარში დაიწყო გოლების გატანა და ვისაც არ გჯერათ, "ტვენტე" - "ინტერის" პაექრობის მიმოხილვას შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი.

ჟოზე მოურინიოს გარდა, "ინტერი" მარიო ბალოტელისაც შეელია, ფეხბურთელს, რომელსაც თავისი როლი ჰქონდა აწყობილ მექანიზმში. ბრძოლით გადაღლილ მეტოქეს, მოედანზე ახლადშესული ბალოტელი რომ დააცხრებოდა, ხშირად სწორედ აქ წყდებოდა მატჩის ბედი. ასე აღწევდა წარმატებებს მოურინიოს და მისი გუნდი. მარიოს წასვლა ტრაგედია ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც მისი ღირსეული შემცვლელი არ გყავს, აი ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. არ არის გამორიცხული, მილანური გრანდის მესვეურები გაძლიერების აუცილებლობის წინაშე დადგნენ და იანვარში რომელიმე ვარსკვლავს წაეპოტინონ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დიდია შანსი, ახალი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში ვერ დაიხმარონ. მოკლედ, "ინტერს" პრობლემები აქვს - "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზი კი ასეთია: მაქსიმუმ ნახევარფინალი.

მილანი

"მილანი" ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულად ასპარეზობს - ეს თითქოს დოგმა იყო, რომელიც გასულ სეზონში შეირყა. "როსონერი" პლეიოფში "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაეყარა და "ოლდ ტრაფორდზე" ნაწვნევი განადგურების შემდეგ, ტურნირს სამარცხვინოდ გამოეთიშა. "მილანს" სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე და ეს კარგად უნდა ესმოდეთ კლუბის მესვეურებს და თვითონ ფეხბურთელებს. სხვათა შორის, "შავ-წითლებს" 2008 წლის შემდეგ არ მოუგიათ ჩემპიონთა ლიგაში საკუთარ მოედანზე - გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. მოკლედ, "მილანმა" ლიგაში უნდა იფრინოს - ეს მოთხოვნაა, გულშემატკივრების დაკვეთა. და როგორია რეალობა? - ამაზე ქვმოთ...

ყველაზე მძლავრად გუნდის შეტევის ხაზი გამოიყურება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და რობინიოს დებიუტმა არაფრად არ ივარგა. ცხადია, რომ სულ ასე ვერ იქნება და პოტენციალით, ამ შეტევას ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლია. ცხელ გულზე პრესამ გააკრიტიკა "როსონერი", თუმცა შემდეგ თითქოს ბოდიშიც მოიხადა - ფეხბურთელებს ორი ვარჯიში არ ჰქონდათ ერთად ჩატარებული და ამ ერთი მარცხის გამო ამხელა ტრაგედია არ უნდა შეგვექმნაო. მოკლედ, "მილანის" შეტევა ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და წესით, ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ "ჩეზენასთან" პაექრობაში "მილანის" უკანახაზელები ძალიან დაბნეულები ჩანდნენ, ყველაზე პრობლემატურ რგოლად მაინც ნახევარდაცვა რჩება. თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა და აქვს როდესაც შუახაზელთა აბსოლუტური უმრავლესობა 30 წელს არის გადაცილებული, დიდია შანსი, რომ სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. ანდრეა პირლოს, მასიმო ამბროზინის, ჯენარო გატუზოს და კლარენს ზეედორფის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნელ ტემპში თამაშობენ და ეს გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად ამცირებს. სწორედ ნახევარდაცვაში აჯობა "მანჩესტერმა" "მილანს", როდესაც ჯერ "სან სიროზე" მოუგო, შემდეგ კი სკუთარ მოედანზეც დაამარცხა. რა შეუძლია მოიმოქმედოს მასიმილიანო ალეგრიმ? - მაგალითად, უფრო მეტი დრო მისცეს მატია ფლამინის, მაგრამ ისიც რომ არ უქნია ღმერთს, ეს ართულებს საქმეს. ვნახოთ, როგორ წარმოჩინდება კევინ პრინს ბოატენგი, მას შეუძლია ოდნავ მაინც გამოაკეთოს საერთო სურათი. "გაძეტას"

მოკლე რეზიუმე კი ასეთია - ამ "მილანს" ყველაფერი შეუძლია, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ სრული კრახი განიცადოს.

რომა

შეიძლება "რომამ" მოგებათა სერია გამოაცხოს და სტარტზე განცდილი წარუმატებლობა ყველამ დაივიწყოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან გუნდში ვერ არის სახარბიელო მდგომარეობა. სერია A-ს პირველ ორ ტურში რომაელებმა მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, ამასთან "კალიარისთან" სამარცხვინოდ ითამაშეს და 5:1-ზე განადგურდნენ. ყველა სიკეთესთან ერთად, საფეხბურთო კლუბი "რომა" გასაყიდად გაიტანეს, რადგან სენსების ოჯახს ვალები დაუგროვდა და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვთ.

რა რესურსი აქვს კლაუდიო რანიერის? - "მილანის" მსგავსად, დედაქალაქელებმაც შეტევის ხაზი გააძლიერეს და ორი ფორვარდი გადაიბირეს: ადრიანო და მარკო ბორიელო. ორივე სახელიანი თავდამსხმელია, მათი კარგი, შესანიშნავი თამაში გვახსოვს, მაგრამ ამასთან, არასტაბილურობით გამოირჩევიან და არავინ იცის, როგორ იასპარეზებენ ამ სეზონში. თუ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს, მაშინ "ჯალოროსის" შესაძლებლკობები ერთი-ორად გაიზრდება და თუ ვერ გაიხსნენ ახალ გუნდში, რანიერი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. ერთი სიტყვით, ბევრი რამე ცალკეულ ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული.

იტალიელი ჟურნალისტების აზრით, კლაუდიო რანიერი კარგი ფსიქოლოგიც უნდა გამოდგეს, რომ ფეხბურთელებმა მთელი სეზონი სტაბილურად და დიდი ენთუზიაზმით იასპარეზონ. გასულ სეზონში, დასკვნით ეტაპზე დიდი იმედგაცრუება განიცადეს და ყველაფრის თავიდან დაწყება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად რთული ამბავია. ასე რომ, რანიერის მრავალმხრივი მუშაობა მოუწევს. ერთი სიტყვით, "რომა" ჯერ ისევ გამოცანაა და რაიმე პროგნოზის გაკეთება მეტად რთული საქმეა. და მაინც, ჩემპიონთა ლიგაში რომაელები ალბათ მაქსიმუმ მეოთხედფინალში გავლენ - ასეთი პროგნოზი აქვს "გაძეტა დელო სპორტს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!