საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობის I წრის ბოლო შეხვედრა გაიმართა
24 აპრილს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 1996-97 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობის I წრის ბოლო შეხვედრა გაიმართა.

უკვე გაუწყეთ, რომ შეჯიბრებაში შვიდი გუნდი მონაწილეობს. გასულ უქმეებზე "თბილისმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ექვსი ქულა მოაგროვა, მაგრამ მე-4 ადგილს ვერ ასცდა, რადგან ამდენივე ქულით, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდებით, შემოდგომამდე მესამეზე "ბათუმი" დამკვიდრდა. ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა "ივერია-1"-ისა და "ლიგამუსის" დაპირისპირებას უნდა გაერკვია. ასპარეზობა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

ანგარიში ივერიელებმა გახსნეს და პირველი პერიოდიც 3:1 მოიგეს. მეორე და მესამე რვაწუთიან მონაკვეთებში შედარებით თანაბარი პაექრობა იყო. ბოლო რაუნდში ლიგამუსელებმა იძალეს და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მატჩის ბედის საბოლოო შემობრუნებისთვის დრო არ ეყოთ.

საბოლოოდ გაიმარჯვა "ივერია-1"-მა 10:9 (3:1, 2:2, 3:2, 2:4; ბურთები: ბითაძე (3), ჯახაია (3), ბარდაველიძე (1), მაგრაქველიძე (2), ზაქარეიშვილი (1) - "ივერია-1"; გაბადაძე (3), იმნაიშვილი (2), თუხარელი (2), ჩიკვაიძე (1), ჯანჯღავა (1)-"ლიგამუსი") და 12 ქულით დაწინაურდა. 10 ქულით მეორეზეა "ლიგამუსი". მეორე წრის ორთაბრძოლები სექტემბერში განახლდება.

ჭაბუკთა პირველობის ორი მონაწილე ( ჯახაია და ჩიკვაიძე) საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია მიწვეული და რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით პოლონეთს გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება, "სლოვიანკას თასზე" მასპინძლებთან ერთად ისრაელს, დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და ბელარუსს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა