"ზესტაფონის" 24 წლის მცველი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
შარშან, 20 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" საპასუხო შეხვედრის მიწურულს "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი დაშავდა, მოედნიდან გაიყვანეს და მას შემდეგ 9 თვე არ უთამაშია.

24 წლის ტანმაღალ მცველს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - ჯვარედინი იოგების გაწყვეტა.

გიორგიმ ოპერაცია შარშან აგვისტოში ცნობილ ბელგიელ ექიმ მარტენსთან გაიკეთა, ბელგიაშივე გაიარა ორი სარეაბილიტაციო კურსი, სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიში კი იანვარში განაახლა.

თუმცა მარტენსთან კვლავ ინტენსიურ კონსულტაციებს გადიოდა, რათა ყოველგვარი რისკი გამოერიცხა. "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ხიდეშელი მოედანს ახლახან, 22 აპრილს დაუბრუნდა და ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.

გიორგის აშკარად ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ ბუნებრივია სიფრთხილე. ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ცდილობდა, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნება "ზესტაფონისთვის" სასიხარულო ამბავია.

"ამხელა პაუზის, მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ყოველთვის ძნელია. საბედნიეროდ, ახლა უკვე თავს კარგად ვგრძნობ, ტკივილი აღარ მაწუხებს, მაგრამ მაინც ფრთხილად ვთამაშობდი.

დროთა განმავლობაში ესეც გაივლის. მიმაჩნია, რომ ახლა აღსადგენი მაქვს ჯანიც, ფიზიკური კონდიციებიც და ფსიქოლოგიური მდგრადობაც. 9 თვე უთამაშებლობა პატარა ამბავი არ არის.

დიდი მადლობა "ზესტაფონის" გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის მანძილზე მამხნევებდნენ, შეხვედრის შემდეგ კი ძალიან თბილად, ტაშით გამაცილეს. ვერ წარმოიდგენთ, ამით რამხელა სიხარული მომანიჭეს", - ამბობს ხიდეშელი.

გიორგის თქმით, გაზაფხულზე დაკარგული ქულებისა და კონკურენტებთან განიავებული უპირატესობის გამო "ზესტაფონს" დარჩენილ შეხვედრებში ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად უდიდესი ბრძოლების გადატანა მოუწევს:

"მეორე ეტაპის დაწყებამდე კონკურენტებს იმხელა უპირატესობით ვუსწრებდით, ჩემპიონობის ხელმეორედ მოპოვება რეალური ჩანდა. თითქოსდა, რეალური კონკურენტი არც გვყავდა. თუმცა "მეტალურგმა" პატარა ფეხის გადაბრუნებაც არ გვაპატია, შვიდქულიანი უპირატესობა უცებ შეამცირა და ახლა ტიტულის შესანარჩუნებლად უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.

მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, დარჩენილი შეხვედრები კარგად ჩავატაროთ და ჩვენი გულშემატკივარი წელსაც გავახაროთ. მჯერა, ჩემპიონი ისევ ღირსეული გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkkkk
ამჟამინდელი კონკურენტებიდან ღირსეული მხოლოდ ერთია!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა