ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალექსანდრე ჩივაძის შეგონებანი - ქართულ ფეხბურთში ლიდერების ნაკლებობაა!

ალექსანდრე ჩივაძის შეგონებანი - ქართულ ფეხბურთში ლიდერების ნაკლებობაა!

"როგორ შეიძლება ძუნძულით გოლის გატანა? ასეთი მომზადებით ევროსარბიელზე რას უნდა მიაღწიო?"
ალექსანდრე ჩივაძე, ვინც მანამდე ორჯერ იყო საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ახლა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯერ არ უთამაშია.

მიმდინარე შესარჩევში ჩვენი ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.

საქმე კი გასაკეთებელია და ძალიან საინტერესოა, რას მოუტანს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გამოცდილი და ქარიზმატული თავკაცი.

ჩივაძეს ფეხბურთის ფედერაციაში ვესტუმრეთ, ზოგადად მიმოვიხილეთ სიტუაცია და კონკრეტულ საკითხებსაც შევეხეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ალექსანდრე ჩივაძე პასუხობს...

- რა ეტაპზეა თქვენი სამუშაო? როგორი კუთხით დაინახეთ ის სიტუაცია, რაც ჩვენს ახალგაზრდულ ფეხბურთშია შექმნილი? რა პერსპექტივებს ხედავთ?

- მიმდინარე შესარჩევში ჯგუფიდან გასვლაზე ვეღარ ვიფიქრებთ. მომდევნო ციკლში 1992 წელს დაბადებულებმა და უფრო უმცროსებმა უნდა ითამაშონ და საქმესაც ამ მიმართულებით შევუდექით. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოთამაშეს.

ვფიქრობ, კონტინგენტის მხრივ შემტევ ხაზში უკეთესად გვაქვს საქმე, ვიდრე დაცვაში. სანაკრებო სელექციას განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ - ერთია საკლუბო დონე და სულ სხვა არის სანაკრებო. ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული ფეხბურთელები გვჭირდება ლიდერის თვისებებით - თუ ასე ვერ მოხერხდა ნაკრების დაკომპლექტება, არაფერი გამოვა.

მოგეხსენებათ, მხოლოდ ფიფას დღეებში შეგვიძლია კლუბებიდან ფეხბურთელების გამოძახება და ეს საქმეს გვირთულებს. გვინდოდა საქართველოში მოთამაშე ნაკრების კანდიდატების გამოძახება და ორმხრივი მატჩის ჩატარება, მაგრამ ჯერ უამინდობამ, მერე კი ეროვნული ჩემპიონატის გადატვირთულმა კალენდარმა ამის საშუალება არ მოგვცა.

- ნაკრების ბირთვი უკვე შეგულებული გყავთ?

- ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვაპირებ რვა ფეხბურთელის აყვანას ახალგაზრდულ ნაკრებში. ოთარ კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი ხორვატიაში მიდის ელიტრაუნდში სათამაშოდ და მეც მსურს იქ წასვლა და თამაშებზე დასწრება. მატჩები 25, 27 და 30 მაისს გაიმართება.

მანამდე, 23 მაისს, ჩვენი ეროვნული ნაკრები ავსტრიაში თურქეთს ეთამაშება ამხანაგურად და იქაც ვაპირებ ჩასვლას. ახალგაზრდულ ნაკრებს კი 31 მაისს დაეწყება შეკრება. მეორე დღეს ბელარუსს გავეჯიბრებით ამხანაგურ შეხვედრაში, 5 ივნისს კი უკვე შესარჩევის მატჩი გველის სტუმრად ესტონეთთან.

როგორც ხედავთ, მჭიდრო გრაფიკში მოგვიწევს მუშაობა. შესარჩევში სამი თამაში დაგვრჩა და არის შანსი, რომ მესამე ადგილზე მყოფ ხორვატიას გადავასწროთ. სამივე ძალიან პრინციპული მატჩია, ახალგაზრდული ნაკრები ხომ ეროვნულის ხვალინდელი დღეა, პირველი ნაკრების დუბლია.

- საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ესწრებით. ზოგადად, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ, საითკენ მიდის ჩვენი საკლუბო ფეხბურთი?

- ბოლოს "დილა"-"დინამოს" შეხვედრას დავესწარი. ნანახი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იყო ცალკეული ფეხბურთელების მიერ შექმნილი კარგი ეპიზოდები, მაგალითად, ერთი-ორჯერ რობერტინიომ გამოიჩინა თავი, მაგრამ ვერ დავინახე ვერცერთი გუნდის ერთიანი აზროვნება, ვერ დავინახე ის სისწრაფე, რაც ასე აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთში და გამიჩნდა კითხვა - როგორ შეიძლება ძუნძულით გოლის გატანა?

ასეთი მომზადებით რომ გახვალ ევროსარბიელზე, რას უნდა მიაღწიო?

შარშან "რენი" რომ ჩამოვიდა ჩვენთან, ხომ კარგად დაინახეთ, რამხელა განსხვავება იყო ფრანგულსა და ქართულ გუნდებს შორის?

პირველად რომ დავინიშნე ნაკრების მწვრთნელად, ჩვენს გუნდს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა და როცა ნოდარ ახალკაცმა მითხრა, წავიდოდით თუ არა ნიგერიის ნაკრებთან სათამაშოდ, მყისვე დავთანხმდი - მინდოდა ფეხბურთელებს თვითონ დაენახათ, თუ რას ნიშნავდა სანაკრებო დონე. ჩავედით ნიგერიაში და 1:5 წავაგეთ. მაშინ ნიგერიას ჩინებული გუნდი ჰყავდა და ჩვენმა ფეხბურთელებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს მათი სისწრაფე და ათლეტიზმი.

- ახლა ქართულ გუნდებს უწინდელზე უკეთესი პირობები და დაფინანსება აქვთ. მოწინავე კლუბებს გაუჩნდათ ფიზმომზადების მწვრთნელის აყვანის საშუალება. არც აღდგენითი პროცესის კარგად წარმართვაა შეუძლებელი. რაშია საქმე, მაინც რატომ ვართ ასე უკან იგივე "რენთან" შედარებით?

- დანარჩენი უკვე მწვრთნელებზე, მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული. ფიზიკურ მომზადებაზე უკვე ლაპარაკიც აღარ არის და წინა პლანზე მწვრთნელის შემოქმედება გამოდის - თუ ეს ტენდენცია ჩვენს მწვრთნელებს არ ესმით, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

დღეს უკვე ძალიან ბევრი საშუალებაა, რომ მწვრთნელმა ცოდნა მიიღოს და იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ფეხბურთელებს, ელემენტარულად, ნორმატივების ჩაბარება შეეძლოთ ფიზმომზადებაში. არიან ნიჭიერი მოთამაშეები, მაგრამ ზოგი მათგანის ფიზმომზადება ისეთია, ვეტერანი ფეხბურთელი გეგონებათ.

- ფეხბურთელის ნაკრებში ფიზიკურად მომზადება შეუძლებელია. თუ ასეთი სიტუაციაა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, რისი იმედი უნდა გვქონდეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისგან მომდევნო შესარჩევში?

- თუ ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში კარგად მოემზადებიან, ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებაზე ფიქრი შეუძლია. თბილისის "დინამოში" რომ მივედი, ასე ვთქვათ, მხოლოდ ფეხბურთის თამაში ვიცოდი. ორი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზად ვყოფილიყავი.

როცა ნამდვილ პროფესიონალებთან მოხვდება ფეხბურთელი, უფრო მალე და კარგად ყალიბდება. ისიცაა, რომ ქართულ გუნდებში ლიდერების ნაკლებობა გაჩნდა - ისეთი მოთამაშეების, მოედანზე ყვირილით თანაგუნდელებს რომ მოუწოდებს.

- ამ ცოტა ხნის წინ გერმანულ პრესაში ფილიპ ლამის ინტერვიუ გამოქვეყნდა. "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების კაპიტანი ამბობს, მყვირალა ფეხბურთელების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ახლა სხვა დრო არისო...

- ლამი ამას საუკეთესო ვარიანტზე ამბობს - როცა მოედანზე თერთმეტივე უმაღლესი დონის პროფესიონალია. სამწუხაროდ, ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენს ნაკრებებს სწორედ ლიდერები აკლიათ - ისეთი ფეხბურთელები, ავტორიტეტი რომ ექნებათ, ვისაც დანარჩენი თანაგუნდელები აყვებიან, ვისაც ეკუთვნის რაღაცის თქმა თანაგუნდელებისთვის.

70-იანი წლების მიუნხენის "ბაიერნი" მახსენდება - არავისზე ნაკლები ფეხბურთელები იყვნენ მიულერი, ჰიონესი და რუმენიგე, მაგრამ გუნდში ლიდერი ბეკენბაუერი იყო. მას სულ სხვა წონა ჰქონდა და სულ სხვანაირად ეთქმოდა სიტყვა.

მე მაინც მგონია, რომ წარმატებისთვის ლიდერი აუცილებელია. ალბათ, გახსოვთ, როცა მე ვიყავი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და სტუმრად შვეიცარიასთან 1:4 წავაგეთ. იმ შეხვედრაში ანგარიში გავათანაბრეთ და რამდენიმე წამში ისევ გავუშვით გოლი. გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, ვინც დანარჩენებს შეუძახებდა და კონცენტრაციას არ დააკარგვინებდა. როგორც კი მეორე გოლი გავუშვით, გუნდი აბსოლუტურად დემორალიზებული გახდა...

- ძალიან მუქ ფერებში ხომ არ ხატავთ სურათს? ნუთუ დადებითს ვერაფერს ხედავთ ქართულ ფეხბურთში?

- რა თქმა უნდა, არის დადებითი მომენტებიც. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ამ მწვრთნელმა იმდენი იმუშავა, რომ წარმატებას მიაღწია. სწორედ მწვრთნელის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს ესპანელებთან, ინგლისელებთან და უკრაინელებთან.

ოთარ კორღალიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კი საფრანგეთს და სერბეთს მოუგო.

ეროვნულ ჩემპიონატშიც გამოჩნდა სასიამოვნო მაგალითი - "ზესტაფონი" ისეთი მექანიზმია, ეტყობა, რომ კარგი შრომაა ჩადებული. გუნდურობა იგრძნობა, გუნდს თავისი თამაში აქვს დაჭერილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ