20-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში "დინამომ" "შსს აკადემია" 60:58 დაამარცხა
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 20-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩს უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს "შსს აკადემია" და "დინამო" დაუპირისპირდნენ.

ფინალური საგზური "დინამოს" გუნდმა მოიპოვა, რომელმაც დრამატულ მატჩში მეტოქე 60:58 დაამარცხა, სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური შეხვედრის საგზური მოიპოვა, სადაც "ქუთაისსა" და "სოხუმს" შორის მოგებულს შეხვდება.

მატჩის საწყისი წუთები "შსს აკადემიის" სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა აღნიშნული პერიოდის მე-6 წუთზე "დინამო" დაწინაურდა და წინ 7:6 გავიდა. მოპოვებული უპირატესობა "დინამომ" კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხედის ბოლოს 16:12 გავიდა წინ.

მეორე მეოთხედი გუნდების თანაბარი უპირატესობით დაიწყო, რომლის მე-4 წუთზეც აკადემიელთა აქტიური და შემტევი თამაშის ხარჯზე "ძალოვნები" 27:20 დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, გიორგი ორმოცაძისა და დუდა სანაძის შორეული ტყორცნების წყალობით დინამოელებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 28:29, ხოლო ტაიმი 2 ქულის სხვაობით, 28:30 დათმეს.

დიდ შესვენებაზე ინციდენტი მოხდა "დინამოს" მოთამაშე გიგა მეხრიშვილსა და გულშემატკივარს შორის. მეხრიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დარბაზში მყოფ მაყურებელს და დისკვალიფიკაცია მიიღო.

მესამე მეოთხედი კვლავ "შსს აკადემიის" უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პერიოდის შუაწელში თავის სასარგებლოდ 42:37 დააფიქსირა.

დინამოელებმა მალევე მოახერხეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა (42:43), რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. პერიოდის დასრულებამდე 2:12 წუთით ადრე ალეკო ჩოჩიამ ზუსტი სამქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და "დინამო" 47:44 დააწინაურა.

დარჩენილ დროში ლევან ლოლიშვილის შორეული ტყორცნით აკადემიელებმა ანგარიშში 2-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს და მესამე მეოთხედი 2-ქულიანი ჩამორჩენით, 47:49 დაასრულეს. დასკვნით ათწუთეულში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და ორივე გუნდის ჩინებული დაცვის შედეგად პერიოდის მე-4 წუთამდე ანგარიში უცვლელი დარჩა (47:49). შსს-ს გუნდი მეოთხედის შუაწელში გაუთანაბრდა მეტოქეს (49:49), თუმცა დინამოელებმა კვლავაც აჯობეს მოწინააღმდეგეს და შეხვედრის დასრულებამდე 2:38 წუთით ადრე 56:52 გავიდნენ წინ.

მიუხედავად ამისა, "ძალოვნებმა" შეძლეს მატჩზე კონცენტრაცია და მეოთხედის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს - 56:58.

დარჩენილ დროში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სადაც საბოლოოდ უპირატესობის მოპოვება "დინამოს" გუნდმა შეძლო და დუდა სანაძის საჯარიმოების წყალობით 60:58 დაწინაურდა. შეხვედრის ბოლო წამებზე "შსს აკადემიამ" შანსი ვერ გამოიყენა და ნახევარფინალურ სერიაში 0:2 მარცხი განიცადა.

"დინამოს" 22 ქულით დუდა სანაძემ ულიდერა, ხოლო შსს-ს მხრიდან 33 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოსა" და "შსს აკადემიის" მწვრთნელების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ამბროსი ორმოცაძე (დინამოს მწვრთნელი): "დღეს ჩვენი გუნდი ერთსულოვანი იყო და სწორედ ჩვენმა გუნდურობამ განაპირობა ეს გამარჯვება. "დინამომ" ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებას მიაღწია.

რა თქმა უნდა, იყო ბევრი შეცდომა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. ჩვენ თავიდანვე საბრძოლველად გამოვედით მოედანზე და ეს წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა.

ველოდებით "ქუთაისსა" და "სოხუმის" ნახევარფინალურ წყვილს შორის გამარჯვებულს, რომელსაც ფინალში დავუპირისპირდებით".

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მწვრთნელი): "მოწინააღმდეგე გუნდმა აშკარად გვაჯობა. უმნიშვნელოვანეს მომენტში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ბურთი ვერ ჩავაგდეთ და დავისაჯეთ კიდეც.

რაც შეეხება ჩვენს ახალ ლეგიონერს, უკრაინელ ანდრეი კულიშს, იგი გუშინ ჩამოვიდა თბილისში და ამიტომ ჯერჯერობით ამ მოთამაშეზე ვერაფერს ვიტყვი".

www.u-20.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა