ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
სტენლის თასის გათამაშებაში კიდევ ერთ წყვილში გახდა საჭირო მეშვიდე მატჩის ჩატარება. როგორც იცით, დასავლეთში არცერთი დაპირისპირება ექვს მატჩს არ გასცდენია, ოთხიდან სამ წყვილში კი მხოლოდ ხუთი თამაშის ჩატარებაც საკმარისი აღმოჩნდა. აღმოსავლეთში განსხვავებული სიტუაციაა - მხოლოდ "ფილადელფიამ" გაამგზავრა ექვს მატჩში არდადეგებზე "პიტსბურგი", დანარჩენი სამი დუელი კი მეშვიდე მატჩამდე გაიწელა.

გუშინ, სერიის მეექვსე შეხვედრაში გაარკვიეს ურთიერთობა "ნიუ ჯერსიმ" და "ფლორიდამ". ფლორიდელები იგებდნენ სერიას 3:2 და მოგების შემთხვევაში ინაღდებდნენ მეოთხედფინალში თამაშს. არადა, პლეი ოფის წინ "ფლორიდას" "ნიუ ჯერსისთვის" იდეალურ მეტოქედ ასახელებდნენ, მაგრამ "პანტერებმა" მოგებით უპასუხა პირველ მარცხს და ორჯერ წინ გასვლაც მოახერხა.

"ფლორიდამ" დაცვითი ტაქტიკა აირჩია და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა. "ნიუ ჯერსის" ანგარიშზე კი 42 დარტყმა მოდის. გარკვეული ხანი "ფლორიდას" 34 წლის მეკარე კლემენსენი უმკლავდებოდა მეტოქის საწყის შტურმს. "დევილზის" ლიდერები მას ვერაფერს უხერხებდნენ. სამაგიეროდ, გაუმართლა სტივ ბერნიეს, რომლის შემობრუნებით დარტყმა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა კლემენსენისთვის.

"ნიუ ჯერსიმ" უპირატესობის გავრცობა მეორე პერიოდის დასაწყისში მოახერხა, როცა ილია კოვალჩუკმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და თითქოს "ეშმაკებს" იოლად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - მასპინძლების გამოცდილმა მეკარემ მარტინ ბროდომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა და ორი შაიბა მიიღო საკუთარ კარში.

ამის შემდეგ ნერვული და ფრთხილი თამაში წავიდა. ორივე გუნდს ეშინოდა საბედისწერო შეცდომის დაშვების და რიცხობრივი უპირატესობის დროსაც შებოჭილად მოქმედებდა.

მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და იქ გადამწყვეტი აღმოჩნდა "ნიუ ჯერსის" სწრაფი კონტრშეტევა - კოვალჩუკმა შესანიშნავი პასი მიაწოდა ტრევის ზეიჯაკს, რომელმაც შეძლო კლემენსენის მოტყუება - 3:2.

"ფლორიდასა" და "ნიუ ჯერსის" დაპირისპირება მესამეა სტენლის თასის მერვედფინალში, რომელშიც ყველაფერი მეშვიდე მატჩში გადაწყდება. ბოლო შეხვედრა პარასკევს "პანტერების" მოედანზე გაიმართება.

ნიუ ჯერსი-ფლორიდა 3:2 (ო)

1:0, 1:2, 0:0, 1:0

გოლები: 1:0 ბერნიე-2 (რ. კარტერი-1, ჰაროლდი-2), 2:0 კოვალჩუკი-3 (ზაიაცი-3, სიკორა-1), 2:1 ვერსტიგი-3 (ვაისი-2, კულიკოვი-1), 2:2 ბერგენჰაიმი-3 (სტრაჩანი-1, გოკი-3), 3:2 ზეიჯაკი-3 (კოვალჩუკი-2, პარიზე-2).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა