შეფილდში ძალას იკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი. ამჯერად ცნობილი გახდა მეორე რაუნდის მე-9 და მე-10 მონაწილეები
შეფილდში ძალას იკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი. ამჯერად ცნობილი გახდა მეორე რაუნდის მე-9 და მე-10 მონაწილეები. ერთ-ერთი მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო - რონი ო'სალივანმა ცხრიდან შვიდი ფრეიმი მოუგო პიტერ ებდონს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ რონი ბრწყინავდა. ის ცუდად არ თამაშობდა, კარგი იყო პოზიციურ თამაშში, მაგრამ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ებდონის სუსტი სნუკერი.

მეორე სესიაში თამაში ოდნავ შეიცვალა - ო’სალივანი კარგად სვამდა სნუკერს, მაგრამ საშუალო და შორი დარტყმები ყოველთვის არ გამოსდიოდა. რონის უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად მოეპოვებინა მეორე წრის საგზური, მაგრამ გამანადგურებელმა ანგარიშმა ოდნავ მოადუნა. მიუხედავად ამისა, ო’სალივანმა კონცენტრაცია მოიკრიბა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 10:4.

უფრო მეტი დაძაბულობა იყო სტივენ ლისა და ენდრიუ ჰიგინსონის წყვილში. პირველი სესია ედრიუს მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 5:4. ბევრ ფრეიმში დაძაბული ბრძოლა იყო და ტაქტიკური დაპირისპირების მოყვარულებმა სწორედ ამ მატჩს მიაქციეს ყურადღება. სტივენმა სტაბილურად ჩაატარა სეზონის მეორე ნაწილი - მის აქტივშია ორი ნახევარფინალი, ფინალი და ტიტული ზედიზედ ხუთ (!) ტურნირში. ამ ჩემპიონატზე უკვე ბევრი სენსაცია მოხდა, მაგრამ ისე ჩანდა, რომ ლი სიუპრიზს არ შემოგვთავაზებდა. მაგრამ მან აშკარად თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა. ჰიგინსონი კარგად მოქმედებდა და მუდმივად წინ, თუმცა არც სტივენი ნებდებოდა და მან ანგარიში 6:7 გახადა. შემდეგ ენდრიუმ “სენჩურით” გამოიჩინა თავი და კიდევ ორი ფრეიმი აიღო - 10:6.

გარდა ამისა, დაიწყო კიდევ ოთხი შეხვედრა. აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩემპიონატისთვის გრემ დოტი. მისმა მეტოქემ ჯო პერიმ კარგი მოთელვა გაიარა ჩემპიონატის წინ, როცა ბელარუს ტატიანა ვასილიევასთან ერთად მესამედ გახდა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველ სესიაში მხოლოდ 0:8-ზე შეძლო დოტმა პირველი ფრეიმის აღება, მაგრამ ის განწირული ჩანს ამ მატჩში.

შარშანდელი ფინალისტი ჯად ტრამპი მოიწამლა დომინიკ დეილისთან მატჩის წინ და ეს მის თამაშზე აისახა. მას ჩვეულებრივზე ცუდად გამოსდიოდა შორეული დარტყმები, გამოცდილმა დომინიკმა კი ღია სნუკერის თამაში გადაწყვიტა.

საბოლოოდ, ტრამპის მდგომარეობის გათვალისწინებით, ანგარიში 5:4 მის სასარგებლოდ კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

ანალოგიური ანგარიშია დინ ჯუნჰუსა და რაიან დეის მატჩში, თუმცა აქ ფავორიტი ჩინელი მდევრის როლშია.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ბარი ჰოუკინსი პირველი სესიის შემდეგ ამარცხებს განთესილ მეტოქეს. ეს გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები, რეიტინგის პირველი ნომერი მარკ სელბი. ეს უკანასკნელი არც ისე კარგად შევიდა მატჩში, ჰოუკინსი კი სტაბილურად თამაშობდა თავის სნუკერს - ყოველგვარი “გაფორმებისა” და უხეში შეცდომების გარეშე. შედეგად, პირველი დღის შემდეგ ფავორიტი 3:6-ს აგებს.

პირველი წრე

სტივენ ლი (12)-ენდრიუ ჰიგინსონი 6:10

რონი ო’სალივანი (14)-პიტერ ებდონი 10:4

გრემ დოტი (9)-ჯო პერი 1:8*

დინ ჯუნჰუ (7)-რაიან დეი 4:5*

ჯად ტრამპი (4)-დომინიკ დეილი 5:4

მარკ სელბი (2)-ბარი ჰოუკინსი 3:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა