ვერ არის კარგ ფორმაში საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (160). უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხელის მოცარვის შემდეგ ჩვენებურმა ორ შვედურ ტურნირზე ვერ იყოჩაღა...

ვერ არის კარგ ფორმაში საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (160). უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხელის მოცარვის შემდეგ ჩვენებურმა ორ შვედურ ტურნირზე ვერ იყოჩაღა. გუშინ ისტადში ოქსანა (რომელიც მე-3 ნომრად იყო განთესილი) ისრაელის წარმომადგენელ იულია გლუშკოსთან (346) დამარცხდა - 0:6, 6:4, 2:6. ამავე ეტაპზე წააგო სოფიო ქვაცაბაიამ (426), რომლის მეტოქეც მე-7 ნომრად განთესილი სლოვაკი ლენკა ვიენეროვა (284) იყო - 1:6, 6:3, 1:6. არადა ჩვენებურებს რომ ემარჯვათ, ისტადში ქართულ მეოთხედფინალს ვიხილავდით. ისინი ტურნირის წყვილთა ბადესაც დაემშვიდობნენ, კალაშნიკოვასა და ჰეიდი ელ ტაბახის (კანადა) წყვილი მე-2 ნომრად იყო განთესილი, მათ მეოთხედფინალში უკრაინელებთან (ტეტიანა არეფიევა, ანასტასია ლიტოვჩენკო) დათმეს - 0:6, 3:6. მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ და ვივიან სენინიმ (ბრაზილია) ამავე ეტაპზე რუსულ-ბრაზიურ დუეტთან (კარინა პიმკინა, ფერნანდა ერმენეჟილდო) წააგეს - 1:6, 4:6. შეგახსენებთ, რომ ისტადის "სვედიშ ლეიდის ოუფენი" 25-ათასიანი ტურნირია.

პოლონეთის ქალაქ ტორუნში (25 ათასი დოლარი) მოულოდნელად პირველივე წრეში წააგო მანანა შაფაქიძემ (400), მან საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ მასპინძელ ბარბარა სობაშკიევიჩს (883) ვერაფერი დაუპირისპირა - 1:6, 0:6.

ნიკოლოზ ნეფარიძე

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა