როგორც ჩანს, გერმანულ ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი იბადება
როგორც ჩანს, გერმანულ ჩოგბურთში ახალი ვარსკვლავი იბადება. ამ დღეებში შტუტგარტში მიმდინარეობს ქალთა შორის წარმომადგენლობითი ტურნირი, რომელიც "პრემიერის" კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ იქ სათამაშოდ ჩავიდა TOP8-ის ყველა წარმომადგენელი და ტოპ-ოცეულის 15 წევრი.

თუ 21 წლის გერმანელის, რეიტინგის 35-ე ნომრის, მონა ბარტელის მიერ ჩატარებულ მატჩებს არ ჩავთვლით, პირველმა ორმა წრემ განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა.

პირველ რაუნდში ბარტელმა ურთულეს მატჩში დაამარცხა სერბი ანა ივანოვიჩი, რომელმაც ბოლო პერიოდში შესანიშნავი ფორმა აკრიფა.

პირველ სეტში სერბს წარმატების შესანიშნავი შანსი ჰქონდა - 2:3-იდან მან ზედიზედ სამი გეიმი აიღო და სეტზე ჩაწოდების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ვერ გამოიყენა; მომდევნო გეიმში კი სამმაგი სეტბოლი გამოიმუშავა და აქ ბარტელს მოწოდებამ უშველა. ცნობისთვის, გერმანელს ამ შეხვედრაში 11 ეისი დაუგროვდა. ივანოვიჩისთვის სეტი მალე დასრულდა - ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გერმანელმა მაშინვე ბრეიკი გააკეთა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა - 7:5.

მეორე პარტიაში ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. საერთო ჯამში კი თამაშის სურათი არ შეცვლილა. ბარტელი ისევ აქტიურობდა და ბევრი შეცდომის მიუხედავად, გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ივანოვიჩი თანაბრად ებრძოდა გერმანელს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ საჩოგბურთო ლატარიაში მასპინძელი თავიდანვე წინ გაიჭრა და მე-13 გეიმი 7:4 მოიგო.

გუშინ კი ბარტელმა ძალიან დამაჯერებლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური. მან საათსა და 11 წუთში გაანადგურა ტურნირის მეშვიდე ნომერი, ფრანგი მარიონ ბარტოლი - 6:3, 6:1. შეგახსენებთ, რომ ბარტოლი ერთადერთი ჩოგბურთელია წელს, რომელმაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა.

ბარტელმა შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მეტოქეს ბრეიკის გაკეთების ერთი შანსიც არ მისცა. გარდა ამისა, მონას შვიდი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

მეოთხედფინალში გერმანელი სწორედ აზარენკას შეხვდება, რომელმაც გუშინ ანდრეა პეტკოვიჩს მოუგო. პირველი სეტი ბელარუსმა 6:4 მოიგო, მეორეში კი ანდრეამ 4:4-ზე ტრავმა მოიმიზეზა და ბრძოლა შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა