ოლიმპიურ კომპლექს "სერხედჯში" ჩვენმა ჭაბუკებმა სამივე სინჯის სამ-სამი ჯილდო, ანუ ჯამში 9 მედალი მოიპოვეს
ბაქოს ოლიმპიურ კომპლექს "სერხედჯში" 25 აპრილს ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი დაიწყო თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის.

პირველ დღეს ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები - ჩვენებმა სამივე სინჯის სამ-სამი ჯილდო, ანუ ჯამში 9 მედალი მოიპოვეს.

ჩვენი ჭაბუკები ყველაზე უკეთ 63 კილოგრამში გამოვიდნენ, სადაც ქართული ფინალი გაიმართა - გელა ბოლქვაძემ მურთაზ ჩაბრავას სძლია. ჩაბრავა ნაკრების ძველი წევრია და ბევრად გამოცდილიც, მაგრამ ნაკრების მწვრთნელ ვაჟა კრავეიშვილს ბოლქვაძისაც ძალიან ეიმედება. ეტყობა, მწვრთნელი არც ცდება.

ჩვენი ნაკრებიდან ოქროს მედლები ნიკოლოზ კახელაშვილმა (85) და ბექა კანდელაკმაც (100) მოიპოვეს. კახელაშვილი ცნობილი მწვრთნელის - დავით დავითაიას შვილიშვილია და ისიც ქართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთ-ერთ იმედად მიიჩნევა, რასაც ახალგაზრდა ფალავანი შედეგებითაც ამტკიცებს. მან ბაქოს ფინალში ყაზახი ბაგდაულეტ ესლენბეტოვი დაამარცხა, კანდელაკმა კი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ადამბეკ შიდიკოვი დაჯაბნა.

ჩაბრავას გარდა, ვერცხლის მედლები რამაზ ზოიძემ (46) და გიორგი ტოტიკაშვილმა (58) მოიპოვეს. ფინალური შეხვედრა ორივემ მასპინძლებთან და თან ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლებთან დათმო - ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ზოიძე, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუკეთებია არჩევანი "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას შორის და ორივეგან გამოდის, რამიზ მამედოვთან დამარცხდა, ტოტიკაშვილი - მურად მამედოვთან.

ბრინჯაოს მედლებს გენადი ჩიტაძე (42), ლაშა ებილაშვილი (58) და ნიკა გავაშელი (76) დაეუფლნენ.

გუშინ "სერხედჯში" ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები იასპარეზებდნენ, დღეს კი ტურნირში თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა