23 წლის მაღალ, ტექნიკურ და მებრძოლ თავდამსხმელს გული ევროპისკენ მიუწევს
ფოთის "კოლხეთის" 23 წლის თავდამსხმელი ბექა ტუღუში გულშემატკივარმა წელს გაიცნო. 35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილი "კოლხეთში" ფინეთის პირველი ლიგის "კოტეპედან" გადმოვიდა და ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

მაღალი, ტექნიკური და მებრძოლი თავდამსხმელი გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. მეტოქის დაცვას მუდამ დაძაბულობაში ამყოფებს და სპეციალისტების ყურადღებაც მიიქცია.

ჩვენი ინფორმაციით, ტუღუშის გადაბირება ქუთაისის "ტორპედოს" სურდა, თუმცა ბექა ისევ ევროპაში წასვლაზე ფიქრობს.

"ქუთაისელებთან მოლაპარაკება მქონდა, მაგრამ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. ეს არ მაწყობდა და მოლაპარაკება შევწყვიტეთ.

სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "კოლხეთიდან" წავალ. სად - ჯერ კიდევ ვფიქრობ. წინადადება მივიღე ფინეთის რამდენიმე გუნდიდან, მაგრამ იქ წასვლაზე თავს ვიკავებ, რადგან იქ ისეთი დონის ჩემპიონატი არ არის, სადაც გული მიმიწევს.

უფრო საინტერესო მიწვევები მაქვს პოლონეთის, უკრაინის, დანიისა და ბელგიის კლუბებიდან. თუმცა მენეჯერი არ მყავს და ჩემს ტრანსფერზე თვითონ მიწევს ფიქრი", - გვითხრა ტუღუშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტე გუნდმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება