საქართველოს ჩემპიონატში თამაში გოგიტა გოგუასა და ჩისკოს ფასზე უარყოფითად აისახა
"ტრანსფერმარკტმა" უკრაინის პრემიერლიგის კლუბებში მოთამაშე ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის შეფასება გაზარდა.

მაგალითად, ჯაბა ლიპარტიას 300 ათას ევროდ აფასებდა, ახლა კი ინტერნეტ-გამოცემის ექსპერტებმა ლუგანსკის "ზარიას" მოთამაშის გრაფაში 600 ათასი ჩაწერეს.

კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე საგაზაფხულო ეტაპს ძალიან კარგად ატარებს. მისით კიევის "დინამო" დაინტერესდა და შემოდგომაზე 500 ათას ევროდ შეფასებული ფეხბურთელის ამჟამინდელი რეიტინგი 600 ათას ევროს გაუტოლდა.

სხვათა შორის, ჟურნალისტები ამ ბოლო დროს სანდროს ხშირად ეხმიანებიან. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ახლახან გადაცემა "სხვა ფეხბურთის" სტუმარი იყო, სადაც რატომღაც, სკანდალურად მოეჩვენათ სანდროს ფრაზა, რომ მისი ცხოვრება ლუდის გარეშე წარმოუდგენელია - აქაოდა, ფეხბურთელს ლუდის სმა არ ეკადრებაო.

არადა, ევროპაში მატჩის შემდეგ მოთამაშეებს ლუდს თავად გუნდი სთავაზობს, როგორც განტვირთვის საუკეთესო საშუალებას.

800 ათასად შეფასდა კრივოი როგის "კრივბასის" საყრდენი ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას ტრანსფერი. ტრავმის შემდეგ ჯაბამ ფორმა აღიდგინა და "კრივბასის" შეუცვლელი ფეხბურთელი და ვიცე-კაპიტანი გახდა.

აქვე ვიტყვით, რომ "ტრანსფერმარკტში" რეიტინგი გაეზარდა "ზესტაფონის" თავდამსხმელს ჯაბა დვალს - საქართველოს ჩემპიონატში შედეგიანი თამაშის გამოა, რომ მის გრაფაში 500 ათასი ევრო დაიწერა.

არის კლებაც: საქართველოში ჩამოსვლით ჯერ თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ იზარალა და მილიონად შეფასებულს 800-ათასიანი რეიტინგი შერჩა. ახლა იგივე მოუვიდა გოგიტა გოგუას: თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" უთამაშებლობის პერიოდშიც კი 2 მილიონად ფასობდა, ახლა კი მისი ტრანსფერი 1 200 000-ამდე შემცირდა.

ხანდახან გვსაყვედურობენ, ამ ცნობებს რატომ აქვეყნებთ, მოთამაშის ტრანსფერში გუნდი "ტრანსფერმარკტის" შეფასებულ თანხას ვერ მოითხოვსო.

ცხადია, ასეა და არც არავინ კამათობს. საპირისპირო არასოდეს დაგვიმტკიცებია და არავისზე ნაკლებად არ გვესმის, რომ ინტერნეტ-სააგენტოს დასახელებული თანხები პირობითი შეფასებაა.

მაგრამ ჩვენი მოთამაშეების კარიერული ცვლილების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას ასახავს და ცხადია, მკითხველისთვის საინტერესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა