დორტმუნდის "ბორუსია" "მანჩესტერ იუნაიტედს" იაპონელის სანაცვლოდ 15 მილიონს მოსთხოვს
შინჯი კაგავა დორტმუნდის "ბორუსიას" წარმატებების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია და ერთადერთი ფეხბურთელია გერმანიის ჩემპიონში, რომლის მომავალი გაურკვეველია.

23 წლის იაპონელს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მას ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს, რაზეც კაგავას პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია. დორტმუნდელები კი უკვე ნერვიულობენ, რადგან უარის შემთხვევაში იაპონელი ან ახლავე უნდა გაყიდონ, თუ არა და გაისად "ბორუსიას" უფასოდ დატოვებს.

როგორც ჩანს, "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ, რადგან BVB-ს პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა კაგავას ულტიმატუმი წაუყენა. იაპონელმა ბოსებს საბოლოო პასუხი ორშაბათამდე უნდა გასცეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჩიხში ხელფასის გამო არ შესულა, რადგან "ბორუსია" კაგავას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ჯამაგირის გაორმაგებას, ანუ, 3 მილიონ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.

"ვშიშობ, რომ შინჯი ჩვენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვის. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მასთან მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ დავიწყეთ და საბოლოო პასუხი ჯერაც არ უთქვამს.

თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგი პირობები შევთავაზეთ და არა მგონია, ამის გამო იყოს უკმაყოფილო. კაგავას შეძენის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია მისი წასვლისკენ მიდის", - აცხადებს რაუბალი.

"ბილდის" ცნობით, შინჯი კაგავას გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. სერ ალექს ფერგიუსონი მზადაა, იაპონელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ბილდი" იმასაც წერს, რომ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში "დორტმუნდი" "იუნაიტედს" 15 მილიონ ევროს მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" იაპონელი გამთამაშებელი ორი წლის წინ სულ რაღაც 350 000 ევროდ შეიძინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა