ანტონიო ვალენსიას საზარელმა ტრავმამ ალან სმიტს ოთხი წლის წინანდელი გაახსენა...
ალან სმიტის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2006 წელს კოჭის მძიმე ტრავმით დასრულდა. 29 წლის ფეხბურთელს ის საზარელი წუთები ახლაც თვალწინ უდგას, მაგრამ სამშაბათ საღამოს, "ოლდ ტრეფორდის" ტრიბუნიდან ანტონიო ვალენსიას დრამის შემყურეს ყველაფერი განსაკუთრებით ცოცხლად დაუდგა თვალწინ. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ეკვადორელი გარემარბი "რეინჯერსის" მცველ კირკ ბროდფუტთან ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა ორთაბრძოლამ მთელი სეზონით გამოყვანა წყობიდან. ვალენსიას კოჭი კიდეც ამოუვარდა და ძვალიც გაუტყდა, ხოლო სმიტისთვის ამის ყურება ორმაგად ძნელი გამოდგა.

ალან სმიტი დღეს "ნიუკასლ იუნაიტედში" თამაშობს და "ოლდ ტრეფორდზე" ძალიან იშვიათად თუ მოხვდება ხოლმე, მაგრამ იმ დღეს "კაჭკაჭთა" ასისტენტმა მწვრთნელმა კოლინ კოლდერვუდმა ბილეთი შესთავაზა და იგიც დათანხმდა.

ოთხი წლის წინ, "ლივერპულთან" ფეხბურთის ასოციაციის თასის შეხვედრაში მოტეხილ და ადგილიდან დაძრულ ძვალს სმიტი რვა თვის განმავლობაში მკურნალობდა - ძვირად დაუჯდა მეტოქისთვის ჯარიმის დარტყმაში ხელის შეშლა. არადა, საოცარია, მის ახლომახლოს არავინ იყო. სულ, სმიტს მოედანზე დასაბრუნებლად ფეხბურთელს 18 თვე დასჭირდა და ისიც "სენტ ჯეიმსიზ პარკზე" ამოჰყო თავი. სხვათაშორის, მაშინ მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ასეთი საშინელი ტრავმა ცხოვრებაში ცოტა ჰქონდა ნანახი, სამშაბათს კი ვალენსიას ტრავმაზე თქვა ფერგიმ, სმიტის ტრავმა გამახსენაო. სმიტმა თქვა:

"წარმომიდგენია რა საშინელ დღეშია ახლა ანტონიო. რაც მოხდა, მოხდა, ვერსად დაეემალები. თან, ტრავმის მერე ძველებურად თამაში ძალიან ძნელია. ამ ყველაფერს გადატანა და გადალახვა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი შრომით მიზნის მიღწევა და მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება.

წარმოიდგინეთ, თავიდან კვირა კვირას მოსდევს, შენ კი წევხარ და არაფერს აკეთებ. ამის შემდეგ იწყება სხვადასხვა სპეციალისტებთან სიარული, ფიზიოთერაპია, დარბაზში საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშების კეთება... ასე ნელ-ნელა უნდა აღადგინო კოჭი და ბოლოს, როდის-როდის ბურთისთვის ფეხის გაკვრის ნებასაც მოგცემენ.

და აი, ამდენი ხნის განმავლობაში, რაგინდ შორს ჩანდეს მოედანზე დაბრუნების პერსპექტივა, შენ იმედით სულდგმულობ და ელოდები იმ დღეს, როდესაც კვლავ ითამაშებ ფეხბურთს. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ჯოჯოხეთის დაძლევა. ერთს კი დაბეჯითებით გეტყვით: ვალენსია საიმედო ხელშია. "მანჩესტერ იუნაიტედს" საუცხოო ექიმები ჰყავს. ისინი დიდებული ფსიქოლოგებიც არიან – ყოველთვის გაიმედებენ და იმედით გავსებენ".

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა