NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა "დალას მავერიქსმა" პლეი ოფი წაგებით დაიწყო
NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა "დალას მავერიქსმა" წაგებით დაიწყო პლეი ოფი. ოკლაჰომაში ნამდვილი თრილერი გათამაშდა და მისი ბედი 1.5 წამით ადრე "თანდერის" ლიდერმა კევინ დურანტმა საჯარიმოს ხაზიდან ნასროლი ორქულიანით გადაწყვიტა.

"დალასმა" მართლაც დასანანი მარცხი იწვნია, რადგან თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო.

"მავერიქსმა" თამაში ზედიზედ რვა ქულით გახსნა, რომლის დროსაც დურანტმა პირველი ოთხი ტყორცნა ააცილა. სხვათა შორის, ასეთივე დასაწყისი ჰქონდა "დალასის" ლიდერ დირკ ნოვიცკის.

თამაში თითქმის ერთნაირი სცენარით მიდიოდა - სტუმრები გაიქცეოდნენ და "ოკლაჰომა" საპასუხო სპურტით ახერხებდა მეტოქის დაწევას. საწყისი 0:8-ის შემდეგ "თანდერმა" 12:3 გაქცევა მოაწყო. მეორე პერიოდში სტუმრების 35:27 დაწინაურებას კი "ოკლაჰომას" 10:1 სპურტი მოჰყვა. საბოლოოდ დიდ შესვენებაზე "დალასი" სამი ქულით გავიდა წინ.

ერთი ასეთი მომენტი მესამე მეოთხედშიც იყო, როცა ტერიმ მატჩში მეოთხე სამქულიანი ჩააგდო. "დალასი" 9:0 გაიქცა და შვიდი ქულით დაწინაურდა - 73:66.

საბოლოოდ სტუმრებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს კომფორტული უპირატესობის შენარჩუნება და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მთელი მატჩის განმავლობაში არც ისე დამაჯერებლად მოთამაშე ნოვიცკიმ თავისი 25 ქულიდან 11 ბოლო ხუთ წუთში მოიპოვა.

სირენამდე 9 წამით ადრე სწორედ გერმანელის ორი საჯარიმოთი "დალასი" უკანასკნელად გავიდა წინ - 98:97. შემდეგ იყო დურანტის ზემოთ ნახსენები ორქულიანი. "დალასს" ტაიმ-აუტების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. ამიტომაც გადამრჩენი ტყორცნის შესრულება ვეღარ მოასწრო.

დასავლეთი

ოკლაჰომა-დალასი 99:98

22:26, 26:25, 21:22, 30:25

ო: უესტბრუკი (28+5 პასი+3 ჩაჭრა), დურანტი (25+6 მოხსნა+4 დაფარება), იბაკა (22+6 მოხსნა+5 დაფარება), ჰარდენი (19+6 მოხსნა).

დ: ნოვიცკი (25+5 მოხსნა), ტერი (20+5 პასი), მერიონი (17+8 მოხსნა), კარტერი (13+7 მოხსნა), კიდი (8+6 მოხსნა+5 პასი+7 ჩაჭრა).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა