საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს ოლიმპიადის მესამე ლიცენზია იყო
ჩინურ ტაიუანში საქართველოს ოლიმპიურ გუნდს რიგით 24-ე ლიცენზია შეემატა, რომელიც ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე სოსო ჯაბიძემ (96) მოიპოვა.

ის ძირითად შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გავიდა, მერე კი უშუალოდ ლიცენზიისთვის გამართული დამატებითი შეხვედრაც მოუგო მეორე ბრინჯაოსმედალოსანს, უნგრელ მსოფლიოს ჩემპიონ ბალასც კისის.

ჯაბიძემ ყაზახი ზასულან სიდიკოვი და ყირგიზი აზატ ერკიმბაევი ძირითად დროში დაამარცხა - 4:0 და 3:0. მისი წინსვლა მეოთხედფინალში მომავალმა ჩემპიონმა, აზერბაიჯანელთა ქართველმა ევროპის პრიზიორმა შალვა გადაბაძემ შეაჩერა ასევე ორ პერიოდში. დამამშვიდებელში კი უზბეკ ევგენი აჩკასოვსა და ჩეხ ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავიდ ვალას ძირითადში აჯობა.

ჩვენებიდან ლიცენზიას მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე და ვლადიმერ გეგეშიძე (84) მიუახლოვდნენ - ნახევარფინალში გავიდნენ. იქ ფერსელიძე ასევე ქართველთან, ბელარუს ევროპის მედალოსან იოსებ ჩუგოშვილთან დამარცხდა და მერე სანუგეშოში ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა შვედ მაგნუს იოჰან ეურენთან დათმო.

გეგეშიძემ თურქმენ ილიას ესენოვს და ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვს ორ პერიოდში ჯამში 5:0, იაპონელ მასაიუკი ამანოს კი ასევე ძირითადში 3:0 მოუგო. ის ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, ირანელ მსოფლიოს პრიზიორ ჰაბიბოლა აკლაგთან დამარცხდა დამატებითში - 3:2; 1:1; 0:3.

როგორც ხედავთ, გეგეშიძემ მეორე პერიოდი ბოლო ქულის გამო დათმო, რამაც შეხვედრა დამატებითში გადაიყვანა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ფრანგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან, ევროპის პრიზიორ მელონინ ნოუმონვისთან დამარცხდა.

მოულოდნელია ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხის (60) წარუმატებლობა - სომეხ არტურ მკრტიჩიანთან და ჩრდილოკორეელ კვანგ-ილ რისთან მოგებების შემდეგ (ორივესთან დამატებითი დრო დასჭირდა) ნორვეგიელ სტივ ანგე ბერგთან წააგო ისევ დამატებითში.

ლაშა გოგიტაძე (55) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა უზბეკ ელმურატ ტაშმურატოვთან.

ასე რომ, ნაკრებმა მესამე საგზური მოიპოვა, სხვებს კი ბოლო იმედად მომავალ უქმეებზე ჰელსინკში გასამართი დასკვნითი სალიცენზიო შეჯიბრება რჩებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
იქნებ ჯაბიძის ინტერვიუ შემოგვთავაზოთ.საინტერესო იქნება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა